სასწავლო პროექტი ,, ლაშქრობა"

სასწავლო პროექტი  ,, ლაშქრობა"


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
თამილა აბესაძე
რაიონი
ისანი-სამგორი
სკოლა
სსიპ #82 საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
გასეირნება ძველ თბილისში
თემის შინაარსი
მოკლედ, 3-5 წინადადებით, აღწერეთ თემატური საკითხები, ძირითადი აქტივობები, მოსწავლეთა ნამუშევრები, მოსწავლის როლი და საპროექტო სცენარი. .პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოინახულებენ ძველი თბილისის 3 მნიშვნელოვან ადგილს. მეტეხის ეკლესიას, ნარიყალას ციხეს და ბოტანიკურ ბაღს.პროექტის ამისთვის მოსწავლეები გაეცნობიან ლაშქრობის მოსაწყობად აუცილებელ წესებს.  ( გეგმის შედგენას, საჭირო ინვენტარის შერჩევას.პირველადი დახმარების  გაწევის წესებს. ) გაეცნობიან  ინფორმაციას იმ შხამიანი ცხოველების და მცენარეების შესახებ რომლებიც შეიძლება შეხვდეთ ლაშქრობის დროს.. ჩაატარებენ ცდას წყლის სისუფთავის დადგენაზე. მოწსავლეები აღნიშნული პროექტის წარმოდგენას მოახდენენ პრეზენტაციის სახით
საგანი
ბუნებისმეტყველება
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური მე-5 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების გამოყენება
ორიენტირებს გარემოში რუკის, გეგმის საშუალებით, ამოიცნობს ობიექტებს რუკებზე.
მიმართულება :ადამიანი და გარემო
მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა
ავლენს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების ფლობას, სიმულაციური თამაშის დროს
მოსწავლეს შეუძლია ბუნებაში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა
ამოიცნობს ბუნებაში გადაადგილებისას რისკის შემცველ ადგილებს და არჩევს უსაფრთხო მარშრუტს
განარჩევს სასმელად ვარგის წყალს ბუნებაში
მსჯელობს მისთვის უცნობი მცენარისა დასოკოს გამოყენების შესაძლო შედეგებზე
არჩევს ბუნებაში გასვლისათვის შესაფერის ტანსაცმელს, აღჭურვილობას და საკვებს
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება

      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
შეიტანეთ პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი ამოცანები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
 მოსწავლეები შეძლებენ ადგილის გეგმის შედგენას. და  მასზე დასალაშქრი  ობიექტების მონიშვნას
მოსწავლემ იცის რა და რა სახის ჭრილობები. ტრავმები და სისხლდენები არსებობს და რა სახის დახმარების გაწევაა ამ დროს საჭირო
 შეძლებს სწორად აირჩიოს ლაშქრობისათვის საჭირო საკვები პროდუქტები,  ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ჩააატარებს ცდას წყლის სისუფთავის დადგენაზე.
ამოიცნობს  სხვადასხვა სახის სოკოებს. იცის სოკოთი მოწამვლის დროს გამოხატული სიმპტომების შესახებ.
აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა შხამიან ცხოველებსა და მცენარეებზე და წარმოადგენს პრეზენტაციის სახით
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ყველაზე მეტად,რომელი სფეროს განვითარება ეხმარება ხალხს კულტურილი მემკვიდრეობისა და ტრადიციების შესწავლაში
თემატური კითხვები
რა  დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ლაშქრობის განვითარებამ საქართველოზე.
შინაარსობრივი კითხვები
როგორ უნდა მოემზადო ლაშქრობისათვის?
როგორ აღმოუჩენ დახმარებას ტრამვირებულ ადამიანს?რატომ არ უნდა ახლო ხელი უცნობ მცენარეს?

Комментариев нет:

Отправить комментарий