სამოდელო გაკვეთილები



გაკვეთილი 1
გაკვეთილის თემა:ნაერთთა კლასები     90 წთ
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური / კლასი: საშუალო  8 –  კლასი
მოსწავლეთა პროფილი:კლასში ირიცხება 28 მოსწავლე. სსსმ   მოსწავლე  ირიცხება 1.
მოსწავლეს აქვს მოტორული უნარების განვითარების პრობლემა. პრობლემები აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით.
სასწავლო მიზნები :ქიმ: 8-9
მოსწავლემ  შეძლოს არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების  დახასიათება.
კვლ 8-1 მოსწავლემ შეძლოს განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები,
კვლ 8-2 მოსწავლემ შეძლოს კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.8-3 მოსწავლემ შეძლოს მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
კვლ.8-4 მოსწავლემ შეძლოს მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
 სსსმ. მოსწავლე: 
ქიმ.8-5 მოსწავლემ შეძლოს ელემენტების,ატომებისა და მოლეკულების შედარებითი დახასიათება
 კვლ 8-1 მოსწავლემ შეძლოს განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები,
კვლ 8-2 მოსწავლემ შეძლოს კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს მჟავებსა და მეტალებს შორის  ურთიერთქმედების საფუძველზე  იმსჯელოს მეტალთა შედარებით აქტიურობაზე
სსსმ. მოსწავლე: 
მოსწავლემ შეძლოს განასხვავოს მარტივი და რთული ნივთიერებები შედგენილობის მიხედვით.
გამჭოლი კომპეტენციები

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
.მოსწავლემ შეძლოს  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

შედეგები:კვლ 8-1 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები,
კვლ 8-2  მოსწავლეს შეუძლია ევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.8-3 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
კვლ.8-4 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

 მიზანი:  მოსწავლეს  შეუძლია მჟავებსა და მეტალებს შორის  ურთიერთქმედების საფუძველზე  იმსჯელოს მეტალთა შედარებით აქტიურობაზე
გამჭოლი კომპეტენციები

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
მოსწავლეს  შეუძლია  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა  მოსწავლე
             ფლობს ინფორმაციას არაორგანულ ნაერთთა კლასების შესახებ.
             განასხვავებს მჟავებს ,ოქსიდებს,ფუძეებს და მარილებს ერთმანეთისგან. 

             განასხვავებს მეტალებს და არამეტალებს .

სსსმ მოსწავლე.  ცნობს რამდენიმე ელემენტს, განასხვავებს მეტალებს და არამეტალებს, განასხვავებს მარტივ და რთულ ნივთიერებებეს,
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი    აქტივობა 1.  (2წთ)საორგანიზაციო საკითხები

აქტივობა  2. (5 წთ) წინარე ცოდნის  გააქტიურება
,,შესასვლელი ბილეთები“

საერთო საკლასო
მოსწავლეები 5 წუთის მანძილზე ავსებენ შესასვლელ ბილეთებს, რომელიც ორიენტირებულია წინარე ცოდნის გააქტიურებაზე.
 შესასვლელი ბილეთების გაანალიზება მოხდება მაშინვე, დახმარებას გამიწევს კოლეგა, ქიმიის მასწავლებელი. და საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს მივანიჭებ ექსპერტის ფუნქციას და ჩავსვამ ჯგუფში ლიდერის პოზიციაზე. შესასვლელი ბილეთების გაანალიზება მოხდება მანამ ,სანამ მოსწავლეები ნახავენ რამდენიმე წუთიან ვიდეორგოლს,
1.         რა არის მჟავა?----------------------------
2.         დაასახელეთ მჟავები,რომელსაც იყენებთ ყოფაცხოვებაში-----------------------------------
3.         რა განსხვავებაა მეტალებსა და არამეტალებს შორის-----------------------------------------------------
სსსმ მოსწავლე:-------ჩამოთვლილი ნივთიერებები დაალაგე მარტივ და რთულ ნივთიერებებად.------------------------------------------------------------------

 მიზნის გაცნობა.( 2წთ)

მიზანს გავაცნობ პატარა ამბის განხილვით
https://www.youtube.com/watch?v=YfOVaSPBRMc
ვიდეოში საუბარია თუ სად გვხვდება ბუნებაში მჟავები და რა გავლენას ახდენენ ისინი,როგორც ცოცხალ ასევე არაცოცხალ ბუნებაზე.

ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსწავლეებს ვკითხავ თუ რა კავშირში შეიძლება იყოს ეს ვიდეო ჩვენს გაკვეთილთან  და რა შეიძლება იყოს ამ გაკვეთილის მიზანი.
ამის შემდეგ  გაკვეთილის მიზანს გამოვიტან  ეკრანზე. 

აქტივობა 3  (9-წთ)  

სასწავლო გაჩერებები.
:მოსწავლეთა ორგანიზება . (4წთ)
კლასის ორგანიზების ფორმა ჯგუფური.
 ჯგუფი შედგება შემთხვევითი არჩევის გზით,
მოსწავლეებს  ყუთიდან ამოვაღებინებ  ფერად ფურცლებს  და ერთნაირი ფერის ფურცლების მქონე ბავშვები  დაჯგუფდებიან   არჩეულ ექსპერტთან ერთად . რომელიც ავარჩიე შესასვლელი ბილეთებიდან გამომდინარე.
მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგდებათ მოსწავლეთა აქტიურობის შესაფასებელი კრიტერიუმები. თითოეული მოსწავლე ჩუმად აკვირდება  ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ამოუვა ფარული კენჭისყრით

გაჩერება 1
  ლაბორატორიული.
მოსწავლეების ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას:
 თანმიმდევრულად აღწერეთ,რა რეაქტივები და აღჭურვილობა დაგჭირდებათ. რა ცდა უნდა ჩაატაროთ და როგორ, რომ დაასაბუთოთ:
1.         მეტალთა ურთიერთქმედების თავისებურებები მჟავებთან.

მოსწავლეებს ეძლევათ აღნიშნული დავალება. მაგიდაზე დევს ნივთიერებები და ჭურჭელი   ( რაც არ სჭირდებათ თითო ისეთიც). ასევე ურიგდებათ ცდის გასაფორმებელი ბლანკები.  
სსსმ მოსწავლე. მოსწავლე ამოიცნობს ლაბორატორიულ ჭურჭელს. აკვირდება ცდის მიმდინარეობას.
ექსპერიმენტის მიზანი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჭირო ნივთიერებები და აღჭურვილობა  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კვლევის მიმდინარეობის ეტაპები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დასკვნა: ( განტოლებების სახით)  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაჩერება 2: ინფორმაციის მოძიება
გაეცანით ინფორმაციას და უპასუხეთ კითხვებს

კითხვები:
ჩაწერეთ აზოტმჟავას ფორმულა--------------------------

სსსმ მოსწავლე: მოსწავლეთა მიერ ჩაწერილ აზოტმჟავას ფორმულას აკუთვნებს ან მარტივ ან რთულ ნივთიერებას.

რაზეა  დამოკიდებული რეაქციის გამოსავლიანობა----------------------------------------
რომელი მეტალები გამოაძევებენ აზოტმჟავადან წყალბადს?------------------------------

რით ახსნით იმ ფაქტს,რომ აზოტმჟავას შეუძლია არაქტიურ მეტალებთან ურთიერთქმედება---------------

სსსმ მოსწავლე ასახელებს მეტალებს.

რა არის სამეფო წყალი და რაში იყენებენ მას?--------------------------------------------------------------------------------

გაჩერება 3:   მოუსმინეთ ვიდეოლექციას  და შეასრულეთ დავალება.
 გამოყავით ცალ-ცალკე აქტიური და პასიური მეტალები და წარმოადგინეთ ცხრილის სახით.

ჩაწერეთ  რკინის, ალუმინის, სპილენძის, ვერცხლისწყლის -- მარილმჟავასთან  და თუთიის. სპილენძ (II)-ის  ოქსიდის გოგირდმჟავასთან ურთიერთქმედების რეაქციები .
სსსმ მოსწავლე. წერს დასახელებული ელემენტების სიმბოლოებს და რეაქციებში განსაზღვრავს, რომელია მარტივი და რომელი რთული ნივთიერება

გაჩერება 4:
 სეგმენტური აქტივობა:  მოსწავლეები დახაზავენ წრეს და მის გარშემო  დამოუკიდებლად ჩამოწერენ იმ ინფორმაციას ,რასაც ფლობენ მეტალებისა და მჟავების შესახებ.. შემდეგ გაუზიარებენ ერთმანეთს,   შეაჯამებენ და გადაიტანენ წრეში.

 გაჩერებების გავლის დროს  ჯგუფებს ინფორმაცია გადააქვთ ფლიფჩარტზე  და ამზადებენ პრეზენტაციას.
შემდეგ ჯგუფები ცვლიან ფლიფჩარტებს და ერთმანეთის ნამუშევრებს უკეთებენ კომენტარებს

აქტივობა 4: პრეზენტაცია  20 წთ
მოსწავლეები მოახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას.
პრეზენტაციას ახდენს ჯგუფი.


აქტივობა 5.  გაკვეთილის შეჯამება
(5წთ )

შეჯამებას მოვახდენ გასასვლელი ბილეთებით,
 შეკითხვებად გამოვიყენებ შემდეგ კითხვებს
1.         დაასახელეთ 2 აქტიური---------,------ და 2 პასიური მეტალი------------
2.         ცდის შედეგად გამოტანილი დასკვნიდან გამომდინარე, რა განსხვავებაა აქტიურ და პასიურ მეტალებს შორის?------------
3.         როგორი მჟავები არსებობს სიძლიერის მიხედვით?--------
შეფასება  : განმავითარებელი შეფასება. (10წთ)
პრეზენტაციის შეფასება -განმავითარებელი კომენტარით.. ურთიერთშეფასება---დაკვირვების რუბრიკის  მეშვეობით. მოსწავლეები აკვირდებიან ერთმანეთს ჩუმად,არ იციან ვინ ვის აკვირდება და მუშაობის დასრულების შემდეგ გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.
თვითშეფასება             
თვითშეფასებას  მოვახდენ რუბრიკის მეშვეობით
სასწავლო რესურსები:ფლიფჩარტი, მარკერი, სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, კომპიუტერი. ლაბორატორიული ჭუ
სირთულეები და გადაჭრის გზები  შესაძლოა ვერ მოხერხდეს ინტერნეტ საიტების გამოყენება ამიტომ მასალები მექნება ამობეჭდილი და ვიდეოების სახით, მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი





გაკვეთილი 2
გაკვეთილის თემა:ჯანსაღი კვება
საგანი/ინტეგრირებული საგნები:ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური / კლასი: დაწყებითი, მე-6.კლასი
მოსწავლეთა პროფილი:კლასში არის 29 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე  კლასში არ ირიცხება
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:გამჭოლ  უნარებზე და ღირებულებებზე ორიენტირებული
თანამშრომლობა:ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება

სამოდელო გაკვეთილის ტიპთან შესაბამისობა:მოსწავლეები   მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან  ელექტრონულ რესურსს და გაავრცელებენ სოციალურ ქსელში.
სასწავლო მიზნები: მოსწავლე  ჯგუფში თანაკლასელებთან თანამშრომლობით შეძლებს: 1.  ადამიანის ჯანმრთელობაზე სწორი კვების  მნიშვნელობის შესახებ, ინფორმაციის  დამუშავებას და წარმოდგენას,  2. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო მიზნის მისაღწევად.
ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა

ბუნ დაწყ.(II).2
ბუნ.VI.1.  მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება
გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისათვის(ჩანაწერი,სვეტოვანი დიაგრამა,ცხრილი,ფოტო,ვიდეო)
გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს დასკვნა
გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისათვის(ჩანაწერი,სვეტოვანი დიაგრამა,ცხრილი,ფოტო,ვიდეო)
ბუნ VI.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის შესახებ მსჯელობა
გააცნობიეროს ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და შეადგენოს საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სია
წაიკითხოს  საკვები პროდუქტის ეტიკეტი და შეაფასოს მისი ვარგისიანობა

მოსწავლეთა წინარე ცოდნა:ასახელებს ყოფა- ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითებს და მსჯელობს მათი თვისებების შესახებ

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობა 1
ორგანიზაციული ნაწილის შემდეგ ვიწყებ მოსწავლეებისთვის მიზნის გაცნობას  5წთ
მოსწავლეები იპოვიან დამალულ სურათს,  პროგრამა learning.app-ის რ გამოყენებით რომელზეც მიზანია დაწერილი. მიზანი  და შესაბამისად დამალული სურათებიც საგნობრივთან ერთად გამჭოლი უნარებისა და ღირებულების, გამოცნობაზე  არის ორიენტირებული.
მეთოდი : რესურსის ანალიზი
კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.  მოსწავლეებს ვაჯგუფებ მზაობის მიხედვით ბარათების გამოყენებით რისთვისაც ვეყრდნობი წინა გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგებს( იცის   კომპიუტერული პროგრამები,   ფლობს  ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ სასწავლო მასალას), https://learningapps.org/display?v=pswbw4cyj18

აქტივობა 2
წინარე  ცოდნის გააქტიურება
მეთოდი : კითხვა-პასუხი
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო  (სხედან ჯგუფურად განლაგებულ მერხებთან.)
დრო:5 წთ

გაიხსენეთ  3 ყველაზე პრიორიტეტული ნივთიერება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისათვის  არის აუცილებელი
ძირითადად, რა ნივთიერებებს შეიცავს საკვები?
რაში სჭირდება ადამიანს საკვები?
გაიხსენეთ რა გზას გადის საკვები ორგანიზმში და ჩამოთვალეთ საჭმლის მომნელებელი ორგანოები


აქტივობა 3
მეთოდი : სასწავლო მენიუ

სასწავლო მენიუს საშუალებით მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ინტერესებისა და მზაობის დონის მიხედვით შეარჩიონ სასწავლო მენიუში მოცემული აქტივობები. მოსწავლეებისთვის კითხვებისა და დავალებების მენიუს შეთავაზება და მათთვის უფლების მიცემა, აირჩიონ თუნდაც ერთი მათგანი, რომელსაც უპასუხებენ, მასწავლებელს სწავლების დიფერენცირების საშუალებას აძლევს.

 კლასის ორგანიზების ფორმა:  ჯუფური
დრო:   
სავალდებულო  მენიუ 10 წთ
შეასრულეთ  მოცემული  დავალება
მოიძიეთ ინფორმაცია(ან ტექსტი,ან ვიდეო,ან სურათი) ადამიანისათვის  ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ და. თუ თვლით,რომ ეს ინფორმაცია საჭირო და მნიშვნელოვანია  გააზიარეთ სოციალური ქსელის საშუალებით.
პოსტში მიუთითეთ ინფორმაციის მთავარი არსიო ან სლოგანი
(საკვანძო სიტყვები:--კვება,როგორც ცხოვრების კანონზომიერება. ჯანსაღი  კვების მნიშვნელობა)
არჩევითი მენიუ   15წთ

შემოთავაზებული დავალებებიდან უნდა შეასრულოთ  ერთი მაინც
1 კვების პირამიდისა და ცხრილის გამოყენებით შეადგინე ჯანსაღი კვების ერთი დღის  რეჟიმი.
გამოიყენეთ პროგრამა  https://learningapps.org/2651754 .   და შექმენით რესურსი, რესურსი გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში  (fasebook) შექმნილი ჯგუფის (6ა ბუნება) და საკუთარი გვერდის  მეშვეობით. გაზიარებულ რესურსს თან დაურთეთ საინფორმაციო პოსტი რესურსის შესახებ.
2. მოიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ვიტამინებია აუცილებელი თქვენი ორგანიზმისთვის და საიდან იღებთ მათ , შეავსეთ ცხრილი.  https://learningapps.org/2651754    გამოიყენეთ პროგრამა    და შექმენით რესურსი, რესურსი გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში  (fasebook) შექმნილი ჯგუფის (6ა ბუნება) მეშვეობით.  გაზიარებულ რესურსს თან დაურთეთ საინფორმაციო პოსტი რესურსის შესახებ.
3.შეუსაბამეთ საკვები მათ შემადგენელ ნივთიერებებს:
ხორცი, კვერცხი,   ნიგოზი,   მზესუმზირა,  ხილი,  ბოსტნეული, თევზი,  რძე, პარკოსნები, კარაქი,  ტკბილეული
 დავალებისთვის გამოიყენეთ პროგრამაhttps://learningapps.org/2364027?fbclid=IwAR2Jo06D4u3ICAtjIiv4eecdE30MnBfmxsvwnsXWopuCF97j_HlxchLOzVY     
 შექმენით რესურსი, რესურსი გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში  (fasebook) შექმნილი ჯგუფის (6ა ბუნება) და საკუთარი გვერდის  მეშვეობით. გაზიარებულ რესურსს თან დაურთეთ საინფორმაციო პოსტი რესურსის შესახებ

 სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ჯგუფი,რომელიც შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით (დანიშნული ფურცელი)  მოახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას . პრეზენტაციისას გამოიყენებენ საორიენტაციო კითხვებს,რომელცას მასწავლებელი ეკრანზე გამოიტანს  (5წთ)
პრეზენტაციის საორიენტაციო  კითხვები :
რატომ აირჩიეთ მოცემული დავალება?
თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული  საკითხის ცოდნა?
რას ურჩევდით თანატოლებს აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე?
როგორ გამოიყენეთ ტექნოლოგიები,რა სირთულეები გქონდათ,როგორ დაძლევთ მომავალში

არასავალდებულო მენიუ 20 წთ  
შეგიძლიათ შეასრულოთ,ერთი, ან ორივე დავალება, ან  არ შეასრულო არცერთი

1.მოიძიეთ ინფორმაცია ჩიფსის და გაზიანი სასმელების  შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იმსჯელეთ იმაზე თუ რატომ მოიხმარენ ასე ინტენსიურად ადამიანები და რა უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია ამ პროდუქტების ჭარბად მიღებას. ინფორმაცია შეაგროვეთ  ცხრილის სახით  (პროდუქტის დასახელება-რატომ მოიხმარენ?-რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს) და შექმენით საინფორმაციო სლაიდი  ,,powerpoint”- ში
საპრეზენტაციო ფაილი გააზიარეთ სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის(6ა ბუნება) საშუალებით. გაზიარებულ რესურსს თან დაურთეთ საინფორმაციო პოსტი რესურსის შესახებ

2. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით  შექმენით  სარეკლამო რგოლი ,სადაც ,დაასაბუთებთ ,რამდენად მნიშვნელოვანია  ადამიანის ჯანმრთელობისათვის სწორი, ჯანსაღი და ბალანსირებული კვება.
ვიდეო  გაუზიარეთ  ერთმანეთს სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის (6ა ბუნება) და საკუთარი გვერდის  საშუალებით.     გაზიარებულ რესურსს თან დაურთეთ საინფორმაციო პოსტი რესურსის შესახებ

 სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ჯგუფი,რომელიც შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით (დანიშნული ფურცელი)  მოახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას . პრეზენტაციისას გამოიყენებენ საორიენტაციო კითხვებს,რომელცას მასწავლებელი ეკრანზე გამოიტანს  (5წთ)
საორიენტაციო კითხვები:
რატომ აირჩიეთ დავალება?
თქვენი აზრით რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული  საკითხის ცოდნა?
როგორ გამოიყენეთ ტექნოლოგიები,რა სირთულეები გქონდათ,როგორ დაძლევთ მომავალში
რა მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს თქვენს მიერ შექმნილი რესურსი?

აქტივობა 4:
დრო: (5 წთ)
მოსწავლეები ჩამოტვირთავენ ფაილებს ან ნახავენ  სარეკლამო რგოლს  და შეაფასებენ ერთმანეთს   წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით .შეფასებას გააზიარებენ კომენტარების სახით. 

აქტივობა 5:
დრო:5 წთ
 შეჯამება 
მეთოდი:  google form -ის მეშვეობით, რომელსაც მასწავლებელი გაუზიარებს მოსწავლეებს სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის მეშვეობით და ბოლოს მასწავლებელი  მიღებული პასუხებიდან გამომდინარე აჯამებს გაკვეთილს


 აქტივობა 6:
დრო 10 წთ
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ,,შეფასების  აპარატის” საშვუალებით მოსწავლეებს შეაფასებს განმსაზღვრელი შეფასებით
მოსწავლეები კომენტარების საფუძველზე განმსაზღვრელი   ქულით შეაფასებენ თავიანთ შექმნილ რესურსს. და ამ ქულას აკრეფენ აპარატზე.
შემდეგ ,მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს,რომ აპარატმა დაამუშავა და შეაფასა რესურსი და დაუბეჭდავს    შეფასებას სადაც ქულასთან ერთად იქნება განმავითარებელი კომენტარიც
შეფასება და თვითშეფასება:განმავითარებელი შეფასება
თვითშეფასება.(google form)
ჯუფური მუშაობის შეფასება( რუბრიკა.)   .მოსწავლეები და მასწავლებელი აგზავნის კომენტარებს ელექტრონულად, სოციალური ქსელის გამოყენებით
განმსაზღვრელი   შეფასება
ასევე გამოვიყენებთ. ინოვაციურ მანქანას  ,, შეფასების  აპარატი”---ავტორი:  სსიპ. ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლის დირექტორი .  ეკატერინე კვირიკაშვილი
რესურსის შეფასება( რუბრიკა)-ურთიერთშეფასება.
მასწავლებლის ზეპირი განმავითარებელი  კომენტარი

სასწავლო რესურსები:შეფასების რუბრიკები. კომპიუტერები.    ტელეფონები. სმარტ დაფა. შეფასების აპარატი.
მასწავლებლის თვითშეფასება:მასწავლებლის რეფლექსია

შედეგი:მოსწავლეს  ჯგუფში თანაკლასელებთან თანამშრომლობით შეუძლია: 1.  ადამიანის ჯანმრთელობაზე სწორი კვების  მნიშვნელობის შესახებ, ინფორმაციის  დამუშავება და წარმოდგენა,  2. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო მიზნის მ ისაღწევად.






 გაკვეთილი#3

როგორ შეცვალა ადამიანმა გარემო
გაკვეთილის  თემა
როგორ შეცვალა ადამიანმა გარემო
საგანი, საგნის  მასწავლებლის  სახელიდა  გვარი
ბუნებისმეტყველება
თამილა აბესაძე
სწავლების  საფეხური/კლასი
 დაწყებითი საფეხური/ 6 კლასი
მოსწავლეთაპროფილი
კლასში ირიცხება 27 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ ირიცხება
დრო
90  წთ
სასწავლომიზნები
მოსწავლემ შეძლოს   აღწეროს  ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვა, არასწორი მორწყვა,წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეული უარყოფითი შედეგები, ჩამოაყალიბოს საკუთარ მოსაზრებები , მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;
მოსწავლეებმა გამოავლინონ პრობლემა, გაიაზრონ, გაანალიზონ რა ფსაფრთხეების შემცველია აღნიშნული პრობლემა და დასახონ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული  გზები.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული  გაკვეთილი
სამოდელო გაკვეთლის ტიპთან შესაბამისობა
გაკვეთილზე  მოსწავლეები  გამოკვეთენ პრობლემას, გაანალიზებენ   რით არის განპირობებული პრობლემა, იმსჯელებენ იმის შესახებ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ საფრთხის უგულებელყოფას და  ჩამოაყალიბებენ  ამ პრობლემის მოგვარების  მათეულ ხედვას,
ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან
შესაბამისობა
ბუნ.VI.10.მოსწავლემ შეძლოს  გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
მოსწავლეთა
წინარე
ცოდნა
მოსწავლე ფლობს ინფორმაციას მრავალფეროვანი ეკოსისტემების შესახებ.
ფლობს ინფორმაციას კვებითი ჯაჭვისა და  კვებითი ურთიერთობების შესახებ.
მსჯელობს ბიოტური და აბიოტური ფაქტორების ურთიერთგავლენაზე.
მსჯელობს ადამიანის ადგილსა და როლზე ეკოსისტემაში

გაკვეთილის
მსვლელობა/ საკლასო  მენეჯმენტი
მოსამზადებელი  ფაზა---- მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა  საერთო საკლასო.(10 წთ)-----  საორგანიზაციო საკითხები (სიის ამოკითხვა)
მიზნის გაცნობა,
გაკვეთილს ვიწყებთ ანიმაციის   ჩვენებით.
http://www.bazieri.ge/news/2013-08-01-1575
მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია "ადამიანი და ბუნება", სადაც ნაჩვენებია როგორ ანადგურებს ადამიანი გარემოს და როგორ გადაყვა კაცობრიობის "განვითარებას" გარესამყარო. ეს "განვითარება" კი ბოლოს ადამიანსაც იმსხვერპლებს...

შემდეგ განვიხილავთ ვიდეოს,  ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანი ბუნებაზე.
და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის ბუნებასთან ურთიერთობას და ამის ფონზე ჩამოვაყალიბებთ  გაკვეთილის მიზანს. მოსწავლეების დახმარებით.
 პრობლემის გამოკვეთა:;
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
ვიდეოდან მოწოდებულ ინფორმაციაზე და უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით. ვიწყებთ     პრობლემების ხის შევსებას. მოსწავლეებს ვთხოვ ბარათებზე დაწერონ  ის ფაქტორები,რომლებიც ზიანს აყენებს გარემოს . შემდეგ კედელზე გამოკრულ დიდი ფორმატის ფურცელზე გამზადებულ ხის კონტურზე თითოეული მოსწავლე აკრავს  თავის  ბარათს,
შემდეგ ეტაპზე ბარათები ჯგუფდება კრიტიკულ პუნქტებად,   სავარაუდოდ  გამოიყოფა  4 ძირითადი პუნქტი.   (20წთ)
1.                     ნაგვის დაყრა
2.                     ტყის რესურსების უკანონო გამოყენება
3.                     წყლის დაბინძურება
4.                     ჰაერის დაბინძურება
 პრობლემის   ანალიზი და მოგვარების გზების დაგეგმვა
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმება; ჯგუფური.
 მოსწავლეებს ვყოფ  4 ჯგუფად.  გადათვლის  პრინციპით . მოსწავლეები გაითვლიან 1-დან 4 მდე და დაჯგუფდებიან რიგითობის მიხედვით. თითოეული ჯგუფი განიხილავს   თითო პრობლემას .
 ჩამოაყალიბებენ   კონკრეტულად რას გულისხმობს   აღნიშნული პრობლემა. გაანალიზებენ რა იწვევს პრობლემის წარმოქმნას,იმსჯელებენ  იმის შესახებ თუ  რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ საფრთხის უგულებელყოფას.
, ჩამოაყალიბებენ  ,როგორ, რა გზებით,საშუალებებით არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება.
 ინფორმაციას ცხრილის  სახით გადაიტანენ ფლიფჩარტზე და გააკეთებენ  პრეზენტაციას . პრეზენტაციის წარმოდგენას  მოახდენენ შემდეგი სტრატეგიის გამოყენებით  პრობლემა(რა პრობლემას  ხედავთ?)  ---გავლენა (რაზე ან ვისზე ახდენა გავლენას?) ----მიზეზი-(რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?)  --გადაჭრის გზები (როგორ შეიძლება მოგვარდეს?)--(40წთ)


 

 შემდეგ-მასწავლებელს შეაქვს დამატებითი ინფორმაცია, რათა მოსწავლებმა გაანალიზონ სახელმწიფოს წვლილი გარემოს დაცვის საქმეში
 დანართები:
მასალაში მოცემულია თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგია. მოსწავლეები გამოყოფენ პრიორიტეტულ კონცეფციას, ისაუბრებენ იმაზე თუ ვინ და როგორ  უნდა შეუწყოს ხელი  კონცეფციის განხორციელებას 
ჯგუფები ნამუშევრებს გადაიტანენ ფლიფჩარტზე და მოახდენენ  მათ პრეზენტაციას (10 წთ)

რეფლექსიის ფაზა:
მოსწავლეები აჯამებენ   ინფორმაციას და აფასებენ გაკვეთილს -(10წთ)
შეჯამებას მოვახდენთ აზრების წრით.
მოსწავლეები დაასრულებენ წინადადებებს,
ყველაზე მეტად----------------------------
სასურველია---------------------------------







სასწავლო  რესურსი
ფლიფჩარტი, მარკერი, კალამი,სტატიები,  ფერადი ფანქრები.
მოსწავლეთა შეფასება
 მასწავლებლის მიერ გაცემული სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარი. შეფასების რუბრიკა
შედეგი
ბუნ.VI.10.მოსწავლეს  შეუძლია  გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
მოსწავლეს შეულია   აღწეროს  ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვა, არასწორი მორწყვა,წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეული უარყოფითი შედეგები, ჩამოაყალიბოს საკუთარ მოსაზრებები , მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;

მოსწავლეები ავლენენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების უნარს
  
მასწავლებლის თვითშეფასება
რეფლექსია




შეფასების კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
განსავითარებელი
 მოსწავლეები გამოყოფენ არსებულ პრობლემას
მოსწავლეები  სრულად აღიქვამენ პრობლემას.
ასაბუთებენ რაზე ან ვისზე ახდენს გავლენას პრობლემა

მოსწავლეები გამოკვეთენ  პრობლემას ცდილობენ ახსნან რაზე ან ვისზე ახდენს გავლენას პრობლემა 
მოსწავლეები ვერ აღიქვამენ პრობლემას.უჭირთ
მსჯელობა რაზე ან ვისზე ახდენს გავლენას პრობლემა
 მოსწავლეები მსჯელობენ  პრობლემის გამომწვევეი მიზეზების შესახებ
მოსწავლეები ასახელებენ  პრობლემის გამომწვევ  მიზეზებს ასაბუთებენ თუ რატომ თვლიან ასე

მოსწავლეები  ჩამოთვლიან პრობლემის გამომწვევ მიზეზებს.
უჭირთ დასაბუთონ ,რატომ თვლიან ასე
მოსწავლეებს უჭირთ  პრობლემის გამომწვევი მიზეზების ჩამოთვლა.ვერ ასაბუთებენ თუ რატომ    თვლიან ასე
  მოსწავლეები აცნობიერებენ პრობლემით გამოწვეულ  შედეგებს
მოსწავლეები სრულად აღიქვამენ პრობლემით გამოწვეულ შედეგს,და გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის საქმეში
მოსწავლეებს უჭირთ პრობლემით გამოწვეული შედეგის გაცნობიერება, უჭირს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება გარემოს დაცვის საქმეში
მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ პრობლემით გამოწვეულ შედეგებს, ვერ გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის საქმეში
 მოსწავლეები სახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს
მოსწავლეები ჩამოთვლიან  ალტერნატიულ  გზებს  პრობლემის მოსაგვარებლად . არგუმენტირებულად ასაბუთებენ გადაწყვეტილების მართებულობას
მოსწავლეები  აფიქსირებენ პრობლემის გადაჭრის 1 გზას, არგუმენტირებულად  ასაბუთებენ გადაწყვეტილების მართებულობას
მოსწავლეები სახავენ პრობლემის გადაჭრის  1 გზას, მაგრამ უჭირთ მისი ეფექტიანობის  დამტკიცება










Комментариев нет:

Отправить комментарий