გაკვეთილის გეგმა
27/05/19
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თამილა აბესაძე,
საგანი:ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი : 10 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 19 მოსწავლე აქედან 1 სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა : წყალბადი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე გაეცნოს ინფორმაციას წყალბადის შესახებ. იმსჯელოს წყალბადის როლზე და გამოყენებაზე ყოფაცხოვრებასა და მრეწველობაში. ხელი შეეწყოს თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.
სსსმ მოსწავლე:მოსწავლე გაეცნოს ინფორმაციას წყალბადის შესახებ. შეძლოს ინფორმაციის წარმოდგენა ცხრილის სახით.ხელი შეეწყოს თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.
ესგ-ს ბუნებისმეტყველების სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქიმ.X.12.მოსწავლემ შეძლოს ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
მოსწავლე:
- ახასიათებს ელემენტებსა და მათ მნიშვნელოვან ნაერთებს;
- აკავშირებს ელემენტების ფიზიკურ და მნიშვნელოვან ქიმიურ თვისებებს მათ გამოყენებასთან;
- იცნობს ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების მიღების ძირითად მეთოდებს;
- მსჯელობს ქიმიური ელემენტების როლსა და გამოყენებაზე ყოფა-ცხოვრებასა და წარმოებაში;
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
ორგანიზაციული ნაწილი: სიის ამოკითხვა
მიზნის გამოცნობა. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოს,
რომელშიც ნაჩვენებია ქიმიური რექცია რომლის დროსაც წყალბადი გამოიყოფა.
ვიდეოს ნახვის შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვას და მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ გაკვეთილის მიზანს
კითხვა:
1. რა ვნახეთ ვიდეოზე?
2. ვიდეოდან გამომდინარე რა შეიძლება იყოს დღევანდელი გაკვეთილის თემა? მიზანი?
სსსმ მოსწავლე: მასწავლებლის დახმარებით ფრაგმენტულად აღწერს რა ნახა ვიდეოზე?
შეფასების კომპონენტების გაცნობა: მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს იმ კომპონენტებს, რომლითაც შეფასდებიან გაკვეთილზე
|
ვიდეოს ანალიზი
|
საერთო საკლასო
|
5 წთ
|
|
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს 5 კაციან ჯგუფებად გადათვლის პრინციპით, (1 დან -5 მდე)
. მათ ჯგუფებს ურიგდებათ ტექსტები დასამუშავებლად. დანართი 1 (ტექსტი შედგება 5 ნაწილისგან, თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად ამუშავებს ტექსტის, რომელიმე ერთ ნაწილს და აკეთებს ჩანიშვნებს (5წთ), შემდეგ მიღებულ ინფორმაციას განიხილავენ ექსპერტთა ჯგუფებში ( ჯგუფის ორგანიზება 2წთ--შეჯამება 3 წთ) შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ მიღებულ ინფორმაციას (15წთ) . ნამუშევარს გადაიტანენ ფლიფჩარტზე შეთავაზებული ცქემის მიხედვით (დანართ) და გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
სსსმ მოსწავლეს აქვს მისთვის ადაპტირებული ტექსტი. რომლის მიხედვით ავსებს ცხრილს. და წარუდგენს ჯგუფის წევრებს.
|
ჯიგსოუ.
|
ჯგუფური
|
მასალა. ფლიფჩარტი, მარკერები.
|
25 წთ
|
3
|
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს
ნამუშევრის პრეზენტაციას აკეთებს ჯგუფი,რომელსაც შეხვდება დანიშნული ბარათი სიტყვით,,პრეზენტატორი“ და შეაფასებს ჯგუფი, რომელსაც შეხვდება სიტყვა ,,შემფასებელი“ . ასევე ზეპირ განმავითარებელ კომენტარს გააკეთებს მასწავლებელი
სსსმ მოსწავლე:აკეთებს მის მიერ შევსებული ცხრილის პრეზენტაცია
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
ფერადი ფურცლები
|
10
წთ
|
4
|
შეჯამება: მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსრულებელი წინადადებების დამთავრებით აჯამებინებს გაკვეთილს:
დაასრულეთ წინადადებები: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო--------
მიღებულ ინფორმაციას მომავალში გამოვიყენებ იმისთვის,რომ--------
სსსმ მოსწავლე: მე ყველაზე მეტად მომეწონა:--------
|
დაუსრულებელი წინადადებები
|
საერთო საკლასო
|
საპრეზენტაციო ფაილი,
კომპიუტერი
|
5
წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია:
- ელემენტებისა
და
მათ
მნიშვნელოვანი
ნაერთების
დახასიათება;
- ელემენტების ფიზიკურ და მნიშვნელოვან ქიმიურ თვისებებს მათ გამოყენებასთან დაკავშირება;
- იცნობს ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების მიღების ძირითად მეთოდებს;
- მსჯელობს ქიმიური ელემენტების როლსა და გამოყენებაზე ყოფა-ცხოვრებასა და წარმოებაში;
- შეფასება:ურთიერთშეფასება.
გაკვეთილის თემა
რა არის ორიენტირება
რა არის ორიენტირება
გაკვეთილის
თემა
|
რა არის ორიენტირება
|
საგანი
|
ბუნებისმეტყველება
|
მასწავლებლის
სახელი და გვარი
|
თამილა აბესაძე
|
სწავლების
საფეხური / კლასი
|
დაწყებითი 5-კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
კლასში
ირიცხება 28 მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე არ
ირიცხება
|
დრო
|
40 წთ
|
სასწავლო
მიზნები
|
·
მოსწავლემ
შეძლოს ორიენტირება
გარემოში რუკის, გეგმის საშუალებით;
·
შეძლოს ამოიცნოს
ობიექტები
რუკაზე/ადგილის
გეგმაზე,
·
იმსჯელოს იმ
პროფესიებზე, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მხარეების ზუსტი განსაზღვრა
|
ესგ-თან
კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა
|
ბუნ.V.8.მოსწავლე შეძლებს გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების/ხელსაწყოების გამოყენებას.
.ორიენტირებს გარემოში რუკის,
გეგმის საშუალებით; ამოიცნობს ობიექტებს
რუკაზე/ადგილის გეგმაზე,
.მსჯელობს იმ პროფესიებზე, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია
ჰორიზონტის მხარეების ზუსტი განსაზღვრა
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
იცის
რა
არის
ჰორიზონტი. ჩამოთვლის ჰორიზონტის ძირითად
და
შუალედურ მხარეებს
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. (5წთ)საორგანიზაციო საკითხები (სიის ამოკითხვა.)
მიზნის გაცნობა:
კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო საკლასო
მიზნის გასაცნობად გამოვიყენებ
პატარა ნაწყვეტს მულტფილმიდან წითელქუდა.
0.52 წთ---2.35 წთ-მდე
სადაც წითელქუდას გზა აებნევა
ტყეში და მოწყენილი ტირის.
ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსწავლეებს ვკითხავ:
· რა შეიძლება ყოფილიყო წითელქუდას მოწყენილობისა და შიშის მიზეზი?
· აღმოჩნდებოდა თუ არა წითელქუდა მსგავს სიტუაციაში მას, რომ ქონოდა გზის
გაგნების ანუ ორიენტირების უნარი?
· ვიდეოდან გამომდინარე რა შეიძლება
იყოს დრევანდელი ჩვენი გაკვეთილის მიზანი?
აქტივობა 2. (5 წთ) წინარე ცოდნის გააქტიურება. კითხვა პასუხი
კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო საკლასო
· რა არის ჰორიზონტი?
· რომელია ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები? როგორ აღინიშნება ისინი? გამოვსახოთ სქემატურად.
· როგორ განისაზღვრება რუკაზე ჰორიზონტის მხარეები?
აქტივობა 3 (5წთ) გაკვეთილის ახსნა მოსწავლეების ჩართულობით.
კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო საკლასო
გაკვეთილი შეეხება ორიენტირებას განვმარტავთ რა არის ორიენტირება და ვინსჯელებთ პროფესიებზე. რომელთაც სჭირდებათ ორიენტირების უნარის ფლობა
აქტივობა
4 (22 წთ)
კლასის ორგანიზების ფორმა : ჯგუფური.
ჯგუფები შედგება მოსწავლეთა
განლაგების მიხედვით. ანუ ყოველი მეზობელი
ოთხეულისგან.
აქტივობის მიზანი:
ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში.
სხვადასხვა
ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა.
საჭირო რესურსი:
მოსწავლეებს ურიგდებათ ამობეჭდილი ინსტრუქცია და ასევე ამობეჭდილი სასახლის ნახაზი,
რომელიც არ არის შევსებული; ფერადი ფანქრები, ან შესაძლოა ფერადი ქაღალდები, მაკრატელი
და წებო.
მათ უნდა მისდიონ
ინსტრუქციას და ნახაზი მითითებული ნიშნების მიხედვით შეავსონ. მითითებული ნიშნები
არის მაგალითად, კარადა, ტელევიზორი და სხვა, რომელთა დახატვა შესაბამის ოთახებში
მოსწავლეს ადვილად შეუძლია.
მივყვეთ ინსტრუქციებს ·
· როდესაც სასახლეში
შედიხარ, აღმოჩნდები მისაღებ ოთახში, სადაც დგას ტახტი.
· ·როდესაც აღმოსავლეთით
მისაღები ოთახიდან გახვალ, აღმოჩნდები მოსასვენებელ ოთახში, სადაც დგას ტელევიზორი.
· ·ყველაზე დიდი
დედოფლის საძინებელია, რომელშიც დიდი საწოლი დგას.
· ·დედოფლის საძინებლის
ჩრდილოეთით მისი გარდერობია, აქ კარადაში ბევრი ტანსაცმელია.
· ·გარდერობის
დასავლეთით, ბიბლიოთეკაა, სადაც თაროებზე ბევრი წიგნია.
· ·ყველაზე პატარა
ოთახი სააბაზანოა, სადაც ნიჟარა და აბაზანაა განთავსებული.
· ·სააბაზანოდან
აღმოსავლეთით არის სამზარეულო, მაცივრითა და გაზქურით.
· ·სასადილოდ
იყენებენ მომრგვალებულ ოთახს, სადაც დგას დიდი მაგიდა.
· ·სამზარეულოდან
მეფის საძინებელ ოთახში გადიხარ, სადაც მეფის დიდი საწოლი დგას.
· ·თუ მეფის საძინებლის
დასავლეთით გაიხედავ, აღმოაჩენ გარდერობს მისი ტანისამოსისთვის.
· ·სასახლის გარეთ
მთავარი შესასვლელის სამხრეთით არის ბილიკი, რომელიც ჭიშკრამდე მიდის
· ·მეფე-დედოფალმა
გადაწყვიტეს სასახლეში საიდუმლო ოთახის აშენება, სადაც თავიანთ ქონებას შეინახავენ.
ეს იქნება პატარა ოთახი, რომელიც დედოფლის საძინებლის აღმოსავლეთით იქნება. დახატეთ
და აღნიშნეთ ეს ოთახი გვირგვინით.
მასწავლებელი
ამ ინსტრუქციასთან ერთად მოსწავლეებს შემდეგ ნახაზს ურიგებს:
მოსწავლეები ცდილობენ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით ნახაზზე დაიტანონ შესაბამისი ოთახები, რომლებსაც შესაბამისი სიმბოლოებით აღნიშნავენ (წიგნი, გვირგვინი, საწოლი, კარადა ტანსაცმლით, ტელევიზორი…მისაღები).
აქტივობა 5. (3წთ) გავეთილის შეჯამება
შეჯამება მოხდება წინადადებების დასრულებით.
ა) ჩემთვის სიახლე იყო ის ,რომ........
ბ) ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო,რომ.......
გ) გაკვეთილის შემდეგ გავაკეთე დასკვნა,რომ.....
|
მოსწავლეთა შეფასება, თვითშეფასება/ურთიერთშეფასება
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
|
|
სასწავლო რესურსები
|
სასახლის გეგმები,
მარკერები. ფანქრები, სახელმძღვანელო, რვეული,
კალამი,
.
|
მასწავლებლის თვითშეფასება
|
გაკვეთილის რეფლექსია
|
შედეგი
|
·
მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება გარემოში რუკის, გეგმის საშუალებით;
·
შეუძლია ამოიცნოს ობიექტები რუკაზე/ადგილის
გეგმაზე,
·
მსჯელობს იმ
პროფესიებზე, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მხარეების ზუსტი განსაზღვრა
|
გაკვეთილის თემა
კვებითი ჯაჭვები
კვებითი ჯაჭვები
|
|
საგანი/ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი
|
ბუნებისმეტყველება
თამილა აბესაძე
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
დაწყებითი 6 –კლასი
|
მოსწ. პროფილი
|
კლასში ირიცხება
28 მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე არ ირიცხება
|
აქტუალობა
|
სწავლების
ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ
შემეცნებაზე გადასვლას, შემოქმედებითი აზროვნებისა
და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების, შეცნობას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა
და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
ამ თემის შესწავლისას მოსწავლეები გაეცნობიან თუ სად და როგორ მოიპოვებენ
ცხოველები საკვებს. შეძლებენ დააჯგუფონ ცხოველები კვების ტიპის მიხედვით.შეძლებენ
ორგანიზმებისათვის კვებით ჯაჭვში სათანადო ადგილის მიჩენას.
|
სასწავლო მიზნები
|
ბუნ.VI.1.
მოსწავლემ შეძლოს ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს მარტივი კვებითი კავშირები.
· ნაცნობი
ბუნებრივი გარემოს მაგალითზე შეადგინოს მარტივ კვებით ჯაჭვი (მაგ., ბალახი - კალია - ხვლიკი - გველი - არწივი)
სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით;
· ამოიცნოს და დაასახელოს ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე
მაგალითი;
· განასხვავოს ცხოველები
კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი),
გამჭოლი კომპეტენციები
ეკოლოგიური
წიგნიერება.
მოსწავლემ შეძლოს გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში
მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა
და აღდგენაში;
სოციალური და სამოქალაქო
.მოსწავლემ შეძლოს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი
ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება,
როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და
შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების
პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
|
შედეგები
|
მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი
ბუნებრივი გარემოს მაგალითზე შეადგინოს მარტივ კვებით ჯაჭვი (მაგ., ბალახი - კალია - ხვლიკი - გველი - არწივი)
სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით;
· ამოიცნობს და ასახელებს ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე
მაგალითს;
· განასხვავებს ცხოველებს
კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი),
გამჭოლი კომპეტენციები
ეკოლოგიური
წიგნიერება.
მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში
მიმდინარე პროცესების მიმართ, მონაწილეობს მის დაცვასა და აღდგენაში;
სოციალური და სამოქალაქო
.მოსწავლეს შეუძლია სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი
ისეთი უნარებისა და ღირებულებების გამოყენება
, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და
შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების
პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
|
მოსწ. წინარე ცოდნა
|
ფლობს ინფორმაციას ფოტოსინთეზის პროცესის შესახებ.
იცის რა არის
მწარმოებელი და მომხმარებელი.
განასხვავებს ცხოველებს კვების ტიპს მიხედვით
|
გაკვ. მსვლელობა
საკლ. მენეჯმენტი |
აქტივობა 1. (7წთ)საორგანიზაციო საკითხები, მიზნის გაცნობა. უყურებენ სიმღერას ,,თხამ შეჭამა ვენახი. და თვითონ
ამოიცნობენ მიზანს http://www.sheppardsoftware.com/content/animals/kidscorner/games/foodchaingame.htm
დავალების შემოწმება გვ 42 # 4.) დავალება შედგება დაუსრულებელი წინადადებებისაგან,
რომელიც მოსწავლემ უნდა შეუსაბამოს სურათს
,საშინაო დავალება შემოწმდება სურვილის
მიხედვით . თითოეულ წინადადებას წაიკითხავს სხვადასხვა მოსწავლე ხმამაღლა, სხვები
კი გაასწორებენ შეცდომას(არსებობის შემთხვევაში) შინაარსის მიხედვით :გადახაზავენ
არასწორ ჩასმულ სიტყვას და ზედვე დააწერენ
სწორ სიტყვას, მინი დისკუსიის შედეგად . და დასკვნის სახით შეაჯამებენ დავალებას.
საშინაო დავალება ეხება იმის გააზრებას, რომ მცენარის
ყველა ნაწილი ვარგისია საკვებად სხვადასხვა მცენარის მჭამელი ცხოველისათვის,
ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კვებითი ჯაჭვის შედგენისას. მაგალითად თუ ჩამონათვალში მითითებულია მცენარის ფოთოლი
ან ღერო და არა უშუალოდ მცენარე, მოსწავლე უნდა მიხვდეს , რომ კვებითი ჯაჭვის პირველ
რგოლს დაიკავებს ღერო ან ფოთოლი
აქტივობა
2. (13 წთ) წინარე ცოდნის
გააქტიურება. გონებრივი იერიში
კლასის ორგანიზების
ფორმა : მთელი კლასი
ჩამოთვალეთ სიტყვები, რომლებიც ფიქრობთ, აღნიშნავენ სხეულებს,
1. 1. მოსწავლეები ჩამოთვლიან სხეულის აღმნიშვნელ სიტყვებს . ყველა სიტყვას
ვწერ დაფაზე. (არასწორსაც კი)
2. შემდეგ გამოხშირვის ფაზა. მინი დისკსია, გადავხაზავთ სიტყვებს, რომლებიც
არ შეესაბამება სხეულს, ხოლო სწორ სიტყვებს მოვაქცევ რგოლში.
შემდეგი კითხვა
იქნება: დამისახელეთ აქედან , არაცოცხალი სხეული. მინი დისკუსიის მეშვეობით, გამოვკვეთ არაცოცხალ არსებებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვშლი სათანადო
რგოლს ( ვინაიდან გაკვეთილის სხვა ეტაპზე
გადასასვლელად მჭირდება მხოლოდ ცოცხალი სხეულები)
3. შემდეგ ცხრილის მეშვეობით, მოახდენენ მათ
დაჯგუფებას კვების ტიპის მიხედვით. ( ვავსებთ ფრონტალური პასუხებით მინი დისკუსიის ფონზე).
აქტივობა 3
(5წთ) სლაიდის ჩვენება. აქტიური ლექცია (გაკვეთილის ახსნა)
გაკვეთილი შეეხება ორგანიზმებს შორის კვებითი დამოკიდებულების დადგენას,
კვებითი ჯაჭვის შედგენას.
აქტივობა 4.
მასალის განმტკიცება.
(15წთ 10–5 )კვებითი ჯაჭვის
შედგენა.
კლასის ორგანიზების
ფორმა ჯგუფური.
ჯგუფი შედგება შემთხვევითი არჩევის გზით, დავალება
არ მოითხოვს პრობლემის გადაჭრას ამიტომ დიფერენცირებული
მიდგომა არ არის საჭირო, რადგან სამუშაო ემსახურება ახსნილი მასალის შეჯამებას, და
მნიშვნელოვანია რამდენად გაიგეს ახსნილი მასალა, და რამდენად დაუკავშირეს წინარე
ცოდნას,
მოსწავლეებს ყუთიდან ამოვაღებინებ ფერად ფურცლებს და ერთნაირი ფერის ფურცლების მქონე ბავშვები დაჯგუფდებიან ერთად. (სავარაუდოთ არის 6 ჯგუფი) ყველა ჯგუფს
აქვს ერთნაირი დავალება.
დავალება :წინასწარ ვაცნობ ინსტრუქციას და რადგანაც
არის განმავითარებელი შეფასება ვახსენებ
განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
და უნიშნავ დროს - 10 წუთი. (ჯგუფებს ურიგებ განმავითარებელი შეფასების
რუბრიკებს)
მოსწავლეები წინასწარ დარიგებული სურათებით შეადგენენ
კვებით ჯაჭვს. განსაზღვრავენ, რომელია მწარმოებელი და მომხმარებელი, ახასიათებენ ცხოველებს
კვების ტიპის მიხედვით. ის გუნდი რომელიც
მოახერხებს და შეადგენს ყველაზე სწორ მეტ
ჯაჭვს, პირველი კითხულობს,
დანარჩენი ჯგუფი გადახაზავს უკვე ნათქვამ ჯაჭვებს და ამატებს მხოლოდ განსხვავებულ
ჯაჭვს,
10 წუთის შემდეგ ვწყვეტ დროს \( იქამდე ვახსენებ დარჩა 5წუთი დარჩა 1 წუთი) დრო მორჩა.
შემდეგ ვაძლევ
სხვა ინსტრუქციას. მონიშნეთ მსგავსი რაც გაქვთ და დაასახელეთ განსხვავებული ჯაჭვი. მინი დისკუსიის თანხლებით ვადგენთ სწორ ჯაჭვებს და ვაჯამებთ გაკვეთილს
ვეკითხები ხომ
არ გაქვთ რაიმე სათქმელი?
რა იყო თქვენთვის სიახლე, ……..
მნიშვნელოვანი……..
.
ამის შემდეგ
ვაძლევ საშინაო დავალებას
აქტივობა N 5 (2წთ) საშინაო დავალების მიცემა
( გვ 45. #5,)
სურათის მიხედვით
უნდა ააწყოს კვებითი ჯაჭვი სხვა და სხვა ეკოსისტემაში მცხოვრები ორგანიზმებიდან.
|
შეფასება
|
დაკვირვება
: განმავითარებელი შეფასება.
|
თვითშეფასება
|
თვითშეფასებას
მოვახდენ რუბრიკის მეშვეობით
|
სასწ.რესურსები
|
თაბახის ფურცელი ან ფლიფჩატი,
წებო, მაკრატელი, მარკერი, სმარტ დაფა, სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ....
|
სირთულეები და გადაჭრის გზები
|
შესაძლოა. აქტივობების
სიმრავლის გამო. ვერ შევძლო დავალების მიცემა.
|
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: თამილა აბესაძე
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი : დაწყებითი საფეხური, III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 29 მოსავლე, მათ შორის არ არის სსსმ
გაკვეთილის თემა : ,, იქ სადაც ძალიან ცივა“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ძუძუმწოვრების ზოგიერთ გარეგნულ ნიშან -თვისებაზე დაკვირვებას,
მათ აღწერას და დაკავშირებას საარსებო გარემოსთან, შექმნის ცივ საარსებო გარემოს ერთ-ერთი ძუძუმწოვრისათვის
მათ აღწერას და დაკავშირებას საარსებო გარემოსთან, შექმნის ცივ საარსებო გარემოს ერთ-ერთი ძუძუმწოვრისათვის
მოსწავლე შეძლებს თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ნამუშევრის წარდგენას კლასის წინაშე.
ესგ-ს სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ბუნ.III.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
- იყენებს სხვადასხვა საშუალებას(ცხრილი) კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისთვის
ბუნ.III.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ძუძუმწოვრების ზოგადი დახასიათება.
- აკვირდება და აღწერს ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს
(მაგ., სხეულის ფორმა, საფარველი, კიდურები, კბილები) და უკავშირებს მათი ცხოვრების ნირსა და საარსებო გარემოს (მაგ., ხმელეთი, წყალი, ჰაერი, ქვიშიანი უდაბნო, მთა) თავისებურებებს
Nაქტივობის აღწერაგამოყენებული მეთოდი/მეთოდებიკლასის ორგანიზების ფორმა/ფორმებისასწავლო რესურსებიდრო (წთ)1ორგანიზაციული ნაწილი: სიის ამოკითხვამიზნის გაცნობა:მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია თეთრი დათვის საბინადრო გარემო. ვიდეოს ნახვის შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვას და მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ გაკვეთილის მიზანსკითხვები:- რა ვნახეთ ვიდეოში?
- ვიდეოდან
გამომდინარე რა შეიძლება იყოს დღევანდელი გაკვეთილის თემა? მიზანი?
მასავლებელი აზუსტებს მიზანს, ავსებს მოსწავლეთა პასუხებს, საჭიროების შემთხვევაში.შეფასების კომპონენტების გაცნობა: მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს იმ კომპონენტებს, რომლითაც შეფასდებიან გაკვეთილზევიდეოს ანალიზისაერთო საკლასოვიდეო რგოლი5 წთ2
მასწავლებელი მოსწავლეებს, რომლებიც დაჯგუფებული არიან მზაობის მიხედვით , ურიგებს ძუძუმწოვართა გამოსახულებიან სურათებს ( დანართი 1), და სთხოვს დააჯგუფონ ცხრილში (დანართი2) საარსებო გარემოს მიხედვით (წყალი-ხმელეთი-ჰაერი).შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კარგად დააკვირდნენ ხმელეთზე გავრცელებულ ძუძუმწოვრებს, აღწერონ ისინი გარეგნული ნიშნების მიხედვით და შეავსონ ცხრილი (დანართი3)მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვამს კითხვას: როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ დახასიათებული ძუძუმწოვრებიდან რომელს ახასიათებს ისეთი ნიშან-თვისებები, რომ შეეგუოს ცივი , არქტიკული გარემოს პირობებს?როგორც იცით დათვები საქართველოშიც ბინადრობენ ,მაგრამ ისინი ზამთარში ფერს არ იცვლიან, მაშ როგორ ეგუებიან ზამთრის ცივ სუსხიან პირობებს?დაკვირვება-აღწერა-დაჯგუფებაკითხვა-პასუხიჯგუფურიცხრილები.სურათები ცხოველთა გამოსახულებით.5წთ5წთ5 წთ3მასწავლებელი მოსწავლეებს პასუხის შემდეგ, სთხოვს ციფრული პროგრამა ,,ვსწავლობთ თამაშში”შექმნან პოსტერი. ამისთვის:1. შეარჩიონ ან შექმნან თეთრი დათვის შესაფერისი საბინადრო გარემო,2. თეთრი დათვის დამახასიათებელ თითოეულ ნიშან-თვისებას გაუკეთონ წარწერა, როგორ ეხმარება ჩრდილოეთის მკაცრ პირობებთან შეგუებაშირესურსის შექმნაჯგუფურიციფრული რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით“.12 წთ4პრეზენტაციამასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს.ნამუშევრის პრეზენტაციას აკეთებს ჯგუფი,რომელიც პირველი დაამთავრებს მუშაობას. ხოლო შეაფასებს ჯგუფი, რომელსაც შეხვდება სიტყვა ,,შემფასებელი“ . ასევე ზეპირ განმავითარებელ კომენტარს გააკეთებს მასწავლებელიპრეზენტაციაჯგუფურიფერადი ფურცლები8 წთ5
შეჯამება: მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსრულებელი წინადადებების დამთავრებით აჯამებინებს გაკვეთილს:● ორგანიზმები ბინადრობენ სხვადასხვა ----- ------● ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლიათ საარსებო გარემოსთან ------● ცოცხალი ორგანიზმების გარეგნულ ნიშან თვისებებზე, გავლენას ახდენს ---------- -------------● დაასახელეთ ერთი რამ რაც გაიგეთ და ერთი კითხვა რომელიც დარჩათ.გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლეს შეუძლია ძუძუმწოვრების ზოგიერთ გარეგნულ ნიშან -თვისებაზე დაკვირვება, მათი აღწერა დადაკავშირებასაარსებო გარემოსთან. ქმნის ცივ საარსებო გარემოს ერთ-ერთი ძუძუმწოვრისათვის. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ნამუშევრის წარდგენა კლასის წინაშე.
შეფასება: პოსტერი, ჩართულობა
დაუსრულებელი წინადადებები
საერთო საკლასო
საპრეზენტაციო ფაილი,კომპიუტერი
5 წთ - რა ვნახეთ ვიდეოში?
Комментариев нет:
Отправить комментарий