საგანმანათლებლო
პროექტის გეგმა
,,ჯანსაღი ცხოვრების
წესი“
1,
პროექტის აქტუალობა;–ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?!
ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინფორმირება ბაქტერიული და
ვირუსული დაავადებების გამომწვევი
მიზეზების შესახებ და მათგან თავის არიდების გზების გაცნობა
ამიტომ გადავწვიტეტთ პროექტის განხორციელება რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც მათ ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებისაგან
დაიცავს და დამცავი ფაქტორების როლს შეასრულებს.
2.
პროექტის მიზნები:–.-მოსწავლემ შეძლოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.
მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული
მასალის შექმნისას.
მოსწავლემ შეუძლოს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
მოსწავლეებში ისეთი გამჭოლი პრიორიტეტების განვითარების ხელშეწყობა როგორიცაა:
ციფრული წიგნიერება.რაც
გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას და დამუშავებას
ელექტრონული საიტების მეშვეობით
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. –მოსწავლემ შეძლოს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჯგუფის წევრებს შორის,
რაოდენობრივი წიგნიერება. გულისხმობს სტატისტიკის შესაქმნელად გამოკითხვის შედეგების დათვლას და დახარისხებას.
3. საგნობრივი
სტანდარტები,რომელსაც ეყრდნობა პროექტი:–
ბუნება 6 კლასი
მიმართულება: ადამიანი და გარემო:
·
ასახელებს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან
თავდაცვის ელემენტარულ პროფილაქტიკურ მეთოდებს (მაგ., ხელების დაბანა, ჰიგიენის პირადი ნივთების სწორი გამოყენება, აცრა);
·
ასახელებს
ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., მომატებული რადიაცია, ) და
აღწერს მათ;
·
მოიძიებს
ინფორმაციას ადამიანის მავნე
ჩვევების შესახებ და
ამზადებს მათ საწინააღმდეგო
სააგიტაციო მასალას (მაგ., პლაკატი,
აუდიო/ვიდეო მასალა).
·
იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების
შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში
(მაგალითად: ბუნებისმეტყველებაში, ფინანსურ მონაცემებში (ფასების ცვლილება), რომელიმე
პროცესის შესაბამისი რიცხვითი მიმდევრობის შექმნა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით);
·
აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების
გათვალისწინებით,
ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან
მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
4. პროექტის ამოცანები:–.მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული სტატისტიკური მონაცემების
დამუშავება , როგორი ტემპით იზრდება თუ მცირდება მავნე ჩვევების
მქონე მოსახლეობის რაოდენობა. რა იციან ახალგაზრდებმა
მავნე ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ და საკუთარ შექმნილ კითხვარების საფუძველზე სტატისტიკის
შექმნა.
5.პროექტის განხორციელების წინაპირობები:
·
ბუნ.III.9.მოსწავლეს
შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების
დაცვა.ჩამოთვლის ელემენტარულ ზომებს, რომელთა დაცვა საჭიროა გადამდები დაავადებების
თავიდან ასაცილებლად;
·
სიმულაციური თამაშის დროს წარმოადგენს გადამდები
დაავადებების თავიდან აცილების ზომებს;
ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა.
·
საუბრობს ზოგიერთი
საკვები პროდუქტის შენახვის
წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე;
·
ზრუნავს საკლასო ოთახის და საცხოვრებელი ადგილის
სისუფთავეზე (მაგ., განიავება);
·
აქვთ
ჯგუფური მუშაობის გამოცდილება მსგავს პროქტებში.
ისტ ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·
აუდიტორიის
მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი
(ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·
გაიაზრებს
განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
6.პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:გაეცნობიან დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებისაგან
თავდაცვისათვისათვის საჭირო პროფილაქტიკურ წესებს. მოიძიებენ ინფორმაციას, მოამზადებენ მავნე ჩვევების წინააღმდეგ სააგიტაციო მასალას
და მოაწყობენ კედლის გაზეთების გამოფენას.
კომპედენტური პიროვნებებისგან (ექიმი, ) მიიღებენ საჭირო ინფორმაციას და გაუზიარებენ
ერთმანეთს პროექტის ბოლოს დაგეგმილ. პრეზენტაციაზე.ასევე
ჩაატარებენ ცდებს, დაკვირვების საფუძველზე
გააკეთებენ ანალიზს და დაასკვნიან, რომ სიგარეტი და ალკოჰოლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რომლებიც საფრთხეს უქმნის
ადამიანის ორგანიზმს,კერძოდ აზიანებს ფილტვებს და ღვიძლს
ა)ჯგუფების შექმნა და თემატიკის და ფუნქცია მოვალეობების
განაწილება( ბაქტერიები და ვირუსები, ალკოჰოლი,სიგარეტი,
ნარკოტიკები, რადიაცია)
ბ) შეფასების კრიტერიუმის ერთობლივი შემუშავება
გ) ინფორმაციის მოძიება და
დამუშავება
დ) გამოკითხვის ანკეტის
შექმნა(თემატიკიდან გამომდინარე), გამოკითხვის ჩატარება და მიღებულ
შედეგემზე დაყრდნობით სტატისტიკის გაკეთება–გამოკითხვის მიზანია დადგინდეს რა
იციან მოსწავლეებმა ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების მოქმედების შესახებ.და იმ მიზეზის დადგენა თუ რატომ
უჩნდება მოზარდს მსგავსი ნივთიერებების გასინჯვის
სურვილი.
ე) ცდის ჩატარება და გაანალიზება–მოსწავლემ
შეძლოს განსაზღვროს კვლევის კვლევის საგანი და კვლევის ეტაპეპი
ვ) ინტერვიუ ( ექიმი. ,). –იტერვიუს მიზანს წარმოადგენს
კომპეტენტური პიროვნებისგან რჩევის და საჭირო
ინფორმაციის მიღება.
ზ) სააგიტაციო პლაკატების
შექმნა და საინფორმაციო აქციის მოწყობა,(კედლის გაზეთების გამოფენა)
თ) პროექტის შეჯამება და
პრეზენტაციის სახით წარმოდგენა
7.პროექტში მონაწილეების ასაკი, 11–12
წელი კლასი: 6.
8.პროექტის მონიტორინგის და შფასების სტრატეგია:
პროექტის
ფარგლებში ხდება სხვადასხვა უნარებზე დაკვირვება,
, მუშაობის პროცესში ხშირია პრეზენტაციებსა და გაზეთებზე მუშაობა ,რომელთა შესაფასებლად ვიყენებთ
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, ეს
რუბრიკა თანაბრად შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მასწავლებლის მიერ მოსწავლის
შესააფასებლად, ასევე მოსწავლეთა მიერ, როგორც ურთიერთ შეფასების ინსტრუმენტი .
პროექტის შფასების რუბრიკა
|
3 ქულა
|
2 ქულა
|
1 ქულა
|
მიზანი
|
კარგად გამკვეთილი მიზანი,მარტივი აღსაქმელად
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ორგანიზება
|
კარგად ორგანიზებული; ლოგიკური გადასვლა ერთი
აზრიდან მეორეზე
|
გააზრებულია თანმიმდევრობა,
|
სუსტად ორგანიზებულიარ არის იდეებს შორის ლოგიკური
ჯაჭვი, რაც აბნევს მსმენელს
|
შინაარსის კორექტულობა
|
მთლიანადკორექტული,ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
ძირითადად კორექტული,ზოგი შეუსაბამო ან მცდარი
|
ხშირადგვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცი
|
მასალის მოძიება
|
სრულად აღწერს პრობლემას,მის გამომწვევ მიზეზებსა
და გადაჭრის გზებს
|
აქვს ინფორმაცია პრობლემის გამომწვევი მიზეზების
შსახებ. ცდილობს დაასახელოს გადაჭრის გზები
|
აქვს მწირი ინფორმაცია პრობლემის შესახებ. არ
მსჯელობს გადაჭრის გზებზე
|
თვალსაჩინოება
|
მრავალფეროვანი. შინაარსის შესატყვისი
|
თვალსაჩინოების კავშირი შინაარსთან ნათელია
მაგრამ ერტფეროვანი
|
თვალსაჩინოებები შეუსაბამოა მიზანთან
|
შემოქმედობითობა
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა, თავისებური ხედვარაც
პროექტს საინტერესოს ხდის
|
ზოგჯერ იკვეთება ჯგუფისორიგინალური იდეები
|
მცირეა შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის
მხრიდან
|
ჯგ.მუშაობა
|
მიზანი კარგად გაცნობიერებულია,სამუშაო კარგადორგანიზებული,ფუნქციები
სწორად გადანაწილებული, შეიმჩნევა თანამშრომლობის და აზრთა გაცვლის უნარი.იცავენ
დროის ლიმიტს
|
მიზანი გაცნობიერებულია, სამუშაო ორგანიზებული,
მაგრამ ფუნქციები არ არის სწორად განაწილებული.უჭირთ დროის ლიმიტიაქტიურობს ჯგუფის
წევრების ნაწილი
|
ჯგუფმა მიზანი ვერ გააცნობიერა, სამუშაო არ
იყო ორგანიზებული. ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
კვლევა
|
კვლევა არის დაგეგმილი,გამოყენებულია სხვადასხვა წყარო.ანალიზი სიღრმისეულია
|
კვლევა დაგეგმილია შეზღუდულია წყაროს რაოდენობა.ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არაეფექტურად არის დაგეგმილი. გამოყენებული წყაროები არ არს სანდო.ანალიზი
ზედაპირულია
|
დასკვნა
|
დასკვნაში არის სიახლე,ლოგიკური კავშირი იგრძნობაკვლევასთან.მკაფიოდაა
ჩამოყალიბებული
|
დასკვნა ადექვატურია, მაგრამ ბუნდოვანი
|
დასკვნა ბუნდოვანია
|
პრეზენტაცია
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო
მეტყველება, ძირითადი იდეები გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს, ფლობს აუდიტორიას
|
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს.იყენებს
თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხებს
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი.უჭირს
აზრის ჩამოყალიბება. პასუხობს კითხვებს
|
|
|
|
|
გაზეთის შეფასების რუბრიკა
|
|
4
|
3
|
2
|
1
|
1
|
დიზაინი
|
კარგად არის გაფორმებული,
ილუსტრაციები ზომიერად და გემოვნებით არის განთავსებული, მიმზიდველია და წაკითხვის
სურვილს ბადებს
|
კარგად არის გაფორმებული,
ილუსტრაციები ზომიერად და გემოვნებით არის განთავსებული
|
გაფორმებულია,
ილუსტრაციები ზომიერად არის განთავსებული
|
გაფორმებულია,
მაგრამ ილუსტრაციები უგემოვნოდ არის განთავსებული
|
2
|
გაზეთის ორგანიზება
|
გააზრებულია თანმიმდევრობა,
გაზეთის სტრუქტურა მწყობრია და ლოგიკური, ეფექტურია მთლიანობაში
|
გააზრებულია თანმიმდევრობა,
გაზეთის სტრუქტურა მწყობრია და ლოგიკური
|
სტატიები განლაგებულია
გარკვეული სისტემით
|
სუსტად ორგანიზებული
რაც აბნევს მკითხველს
|
3
|
შინაარსის კორექტულობა
|
მთლიანად კორექტული,
ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
ძირითადად კორექტულია
|
ზოგჯერ არის მცდარი
ინფორმაცია
|
ხშირად გვხვდება
შეუსაბამობა
|
4
|
ენობრივი შესაბამისობა
|
ლაპარაკობს ძალიან კარგად, თავისუფლად და თანმიმდევრულად ლექსიკა მდიდარი და მრავალფეროვანია
|
პასუხობს მოთხოვნებს თუმცა არის
სიტყვების არაადეკვატურად გამოყენების რამდენიმე
ფაქტი .ლექსიკა კარგია
|
ლექსიკური მარაგი მწირიალაპარაკობუალოდარგუმენტები სუსტია
|
ლექსიკა არაადეკვატურია.გრამატიკული
შეცდომები ხელს უშლის აზრია გაგებას.
|
5
|
რამდენად საინტერესოა
|
სტატიები, საინტერესო
ინფორმაციას მოიცავს, ხალისით იკითხება
|
სტატიები საინტერესო
ინფორმაციას მოიცავს, სახალისოა
|
სტატიები საინტერესო
ინფორმაციას მოიცავს, მაგრამ ძნელად აღსაქმელია
|
სტატიების შინაარსი
ბუნდოვანია და ძნელად აღსაქმელი
|
9.პროექტის განხორციელების რისკები, შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები;პროექტის მსვლელობის პროცესში შესაძლოა გაჩნდეს უმნიშვნელო პრობლემები, შესაძლოა
მოსწავლეებმა ვერ მოახერხონ ჯგუფში თანამშრომლობა.ასეთ შემთხვევაში შესაძლო მიზეზი
შეიძლება აღმოჩნდეს ჯგუფში ფუნქციების არასწორი გადანაწილება, ამიტომ ვთხოვ მოსწავლეებს ფუნქციები ინტერესის სფეროს მიხედვით გადაანაწილონ.
კვლევბის პროცესში შეიძლება გაჩნდეს პრობლემა კითხვარების შევსების
პროცესში. შესაძლოა მოზარდებმა დამალონ სიმართლე და გულახდილად არ უპასუხონ შემდეგი
შინაარსის კითხვას, მაგ. გაგისინჯავთ თუ არა ალკოჰოლი ან სიგარეტი. ამიტომ გამოკითხვა
ჩატარდება ანონიმურად.
10. მოსალოდნელი შდეგები:მოსწავლეები შეძლებენ :
გრძელვადიანი:
·
ციფრული წიგნიერება
ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას
მოსწავლეებში;
·
სწავლის სწავლა.
ამით ხელი შეეწყობა მოსწავლეებში სწავლის
სტრატეგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარის განვითარებას;
·
რაოდენობრივი წიგნიერება. გულისხმობს სტატისტიკის შესაქმნელად გამოკითხვის შედეგების
დათვლას და დახარისხებას.
·
მოსწავლე შეძლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი
მავნე ფაქტორების ამოცნობას. ამით ხელი შეეწყობა თავდაცვისათვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას
·
აუდიტორიის
მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, პრეზენტაციას/სლაიდებს მომზადებას საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად
ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ამით ხელი შეეწყობა მოსწავლეებში პრეზენტაციის და ინფორმაციის
დამუშავების, ასევე ურთიერთსწავლების უნარების გამომუშავებას.
მოკლევადიანი:
·
მოსწავლე შეძლებს დაავადების გამომწვევი მიკრორგანიზმებისგან
თავდაცვისათვის საჭირო პროფილაქტიკური მეთოდების დასახელებას
·
დაასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ
ფაქტორებს.
·
მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ
და მოამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას.
11. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო: 5-6 კვირა
Комментариев нет:
Отправить комментарий