გაკვეთილის გეგმა#3
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:თამილა აბესაძე,
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი : დაწყებითი/V
-ა კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
: 29(სსსმ. მოსწავლე კლასში არ ირიცხება)
გაკვეთილის თემა : ტყის რესურსები
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეებმა გამოავლინონ პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ტყის რესურსის შემცირებასთან, იმსჯელონ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები.
ესგ-ს
ბუნებისმეტყველების სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბუნ 5-12 მოსწავლემ შეძლოს გარემოსდაცვითი ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება
·
მოსწავლემ აღწეროს ადამიანის ჩარევით გამოწვეული პრობლემები და განსაზღვროს საკუთარი მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში( მაგ ხეების დარგვა).
გამჭოლი კომპეტენცია, რომლის განვითარებასაც ეწყობა ხელი:
სოციალური და სამოქალაქო
მოსწავლემ შეძლოს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლე ამოიცნობს აღდგენად ბუნებრივ რესურსებს
მოსწავლე აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში.
მოსწავლეები ავლენენ პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარს
სოციალური და სამოქალაქო
მოსწავლეს შეუძლია სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების გამომჯღავნება, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა
შეფასება:.
ურთიერთშეფასება, მასწავლებლის კომენტარი.
შეფასება
მოხდება წინაწარ შემუშავებული რუბრიკების საფუძველზე გაცემული განმავითარებელი კომენტარით.
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების რუბრიკა სეგმენტური მეთოდის გამოყენებისას
რუბრიკა ივსება, როგორც სეგმენტური აქტივობის მიმდინარეობაზე დაკვირვებისას, ისე მისი წარდგენისას.
გაკვეთილის გეგმა #4
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თამილა აბესაძე,
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი : დაწყებითი/V
მოსწავლეთა რაოდენობა :29 (სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება)
გაკვეთილის თემა : წყლის რესურსები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ სხვადასხვა გზით მიიღოს ინფორმაცია წყლის რესურსის შესახებ·
იმსჯელოს
ნარჩენების
ბუნებაში
დატოვების
შედეგად წყლის დაბინძურებით გამოწვეულ საფრთხეზე;
· აღწეროს ადამიანის აქტივობები და განსაზღვროს საკუთარი მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების აღდგენის (დაცვის)საქმეში.
ესგ-ს სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ბუნ.V.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
·
ამოიცნობს და აჯგუფებს აღდგენად და არააღდგენად ბუნებრივ რესურსებს;
· მსჯელობს ნარჩენების ბუნებაში დატოვების შედეგებზე;
· აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
ორგანიზაციული ნაწილის მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს გააცნობს რებუსის მეშვეობით (დანართი #1)
და ასევე აცნობს შეფასების კომპონენტებს, რომლებშიც შეფასდებიან მოსწავლეები აღნიშნულ გაკვეთილზე.
|
რებუსი
|
საერთო საკლასო
|
დანართი
#1, საპრეზენტაციო ფაილი
|
5 წთ
|
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს სვამს ჯგუფურად. თითოეულ ჯგუფს გასავლელი ექნება 3 გაჩერება, თითოეულ გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ სხვადასხვა ტიპის დავალება. რომელზეც მუშაობენ 5 წუთის მანძილზე. ჯგუფები შედგება შემთხვევითი არჩევის გზით (ფერადი ფურცლების მეშვეობით)
1. გაჩერება:
ა)მოსწავლეები ავსებენ კროსვორდს (დანართი 2) წყლის შესახებ
ბ) წყლის არსებობის ფორმებს(თოვლი,სეტყვა, წვიმა, ორთქლი) აჯგუფებენ აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით(მყარი,თხევადი, აირადი) (დანართი 3)
2. გაჩერება:
მოსწავლეები ვიდეოს სახით ნახულობენ წყლის წრებრუნვას ბუნებაში
და პასუხობენ კითხვებს.
ა) მოვლენა არის ნაჩვენები ვიდეოზე?
ბ)სად გვხვდება წყალი ბუნებაში?
გ)რატომ არის წყალი აღდგენადი და ამოუწურავი რესურსი?
3.
გაჩერება:
წყლის პრობლემა
(დანართი 4)
მოსწავლეები გაანალიზებენ ბარათებზე მოცემულ ტექსტებს დააჯგუფებენ პრობლემად, პრობლემის გამომწვევ მიზეზად, პრობლემით გამოწვეულ შედეგს, დაგეგმავენ პრობლემის მოგვარების გზებს და დაიტანენ
ფლიფჩარტზე დატანილ
დიაგრამაზე (პრობლემა-გამომწვევი მიზეზი-შედეგი,პრობლემის გადაჭრის გზა ) დანართი 5
,,პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა”
დავალების დასრულების შემდეგ მოსწავლეები ნამუშევრებს გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
|
სასწავლო გაჩერებები
|
ჯგუფური
|
30 წთ
|
|
3
|
პრეზენტაცია. პრეზენტაციას გააკეთებს ის ჯგუფი, რომლის ნომერიც ამოვა გამოსაკითხ ჩხირზე
|
პრეზენტაცია
|
საერთო საკლასო
|
საპრეზენტაციო მასალა
|
5წთ
|
4
|
შეფასება, ზეპირი განმავითარებელი კომენტარით მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთს, შეფასებას გააკეთებს ის ჯგუფი,რომელის ნომერიც ამოვა გამოსაკითხ ჩხირზე. ასევე მასწავლებელი მოსწავლეს რომელიც მოახდენს დავალების პრეზენტაციას შეაფასებს განმსაზღვრელი ქულით შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკების მეშვეობით.
|
ურთიერთშეფასება
მასწავლებლის განმსაზღვრელი შეფასება
|
ჯგუფური
|
შეფასების რუბრიკები
|
5 წთ
|
5
|
შეჯამება
მოსწავლეები გაკვეთილს შეაჯამებენ წინადადებების დასრულებით:
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა--------
მიღებულ ცოდნას მომავალში გამოვიყენებ--------
|
დაუსრულებელი წინადადებები
|
საერთო საკლასო
|
საპრეზენტაციო ფაილი
|
5 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლემ იცის, როგორ ბუნებრივ რესურსს მიეკუთვნება წყალი
·
მსჯელობს ნარჩენების ბუნებაში დატოვების შედეგად წყლის დაბინძურებით გამოწვეულ საფრთხეზე;
· აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში
შეფასება:ზეპირი განმავითარებელი კომენტარი. განმსაზღვრელი შეფასება (ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის რუბრიკის შედეგების საშუალო არითმეტიკულით შეფასდება მხოლოდ პრეზენტატორი, (ჯგუფური მუშაობის მაქსიმალური ქულა კომპონენტების მიხედვით არის 12, ასევე არის პრეზენტაციის რუბრიკაშიც 12,
ჯამში 24, ამიტომ მოსწავლის მიერ დაგროვილი ჯამური ქულა გაიყოფა 2,4 -ზე)).
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)
ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
1
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
2
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
3
|
ჯგუფის წევრების თანაბარი ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა ჩართულია
|
ყველა ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არის არასაქმიანი ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ ნაკლებად საქმიანად, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს, ან გადააჭარბეს დროს
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
განსავითარებელი
1
|
ნაწილობრივ განსავითარებელი
2
|
სრულად განვითარებული
3
|
|
პრეზენტატორი
|
·
პრეზენტატორის მეტყველება ფაქტობრივად გაუგებარია.
·
პრეზენტატორი მუდმივად იყენებს „პარაზიტ” შორისდებულებს.
·
არასწორად ან თემის შეუსაბამოდ იყენებს ცნებებსა და ტერმინებს.
·
პრეზენტატოტი საერთოდ არ ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.
|
· პრეზენტატორი მეტყველებს ნაწილობრივ მკაფიოდ და გასაგებად.
· იშვიათად იყენებს “პარაზიტ” შორისდებულებს.
· ნაწილობრივ სწორად იყენებს ცნებებსა და ტერმინებს
· იშვიათად ამყარებს თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან.
|
· პრეზენტატორი მეტყველებს მკაფიოდ და გასაგებად.
· საერთოდ არ იყენებს „პარაზიტ” შორისდებულებს.
· სწორად და თემის შესაბამისად იყენებს ცნებებსა და ტერმინებს.
· პრეზენტატორი მუდმივად ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.
|
პრეზენტაციის
შინაარსი
|
·
დავალებათა უმეტესობა სწორად არ არის შესრულებული.
·
კროსვორდი სწორად არის შევსებული
·
წყლის ამოუწურვადობა სწორად არ არის დაკავშირებული მის წრებრუნვასთან
·
უჭირთ პრობლემის ამოცნობა.
ამოცნობილია მისი გამომწვევი მიზეზი, შედეგი, და უჭირთ პრობლემის მოგვარების გზის მონახვა
|
·
2 დავალება
სწორად
არის შესრულებული.
·
კროსვორდი სწორად არის შევსებული
·
წყლის ამოუწურვადობა სწორად არის დაკავშირებული მის წრებრუნვასთან
·
პრობლემა სწორად არის ამოცნობილი,ამოცნობილია მისი გამომწვევი მხოლოდ ერთი მიზეზი, შედეგი, და სწორად არის დასახელებული პრობლემის მოგვარების გზა
|
· ყველა დავალება
სწორად არის შესრულებული.
· კროსვორდი სწორად არის შევსებული
· წყლის ამოუწურვადობა სწორად არის დაკავშირებული მის წრებრუნვასთან
· პრობლემა სწორად არის ამოცნობილი,ამოცნობილია მისი გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, შედეგი, და სწორად არის დასახელებული პრობლემის მოგვარების გზა
|
დროის რეგლამენტი
|
·
პრეზენტაცია ზედმეტად მოკლე, ან ზედმეტად გრძელია და შესაბამისად დროის რეგლამენტი სრულებით დარღვეულია.
|
· პრეზენტატორი რამდენიმე წუთით აჭარბებს ან ოდნავ უფრო ადრე ასრულებს თავის პრეზენტაციის წარდგენას, ვიდრე ეს რეგლამენტითაა გათვალისწინებული.
|
· პრეზენტატორი მაქსიმალური სიზუსტით იცავს მისთვის განკუთვნილ დროის ლიმიტს.
|
პასუხები აუდიტორიის კითხვებზე
|
·
უჭირს პასუხის გაცემა.
|
· პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას.
|
· ამომწურავად პასუხობს ყველა შეკითხვას.
|
დანართი 1
კროსვორდი (დანართი2)
შეავსეთ კროსვორდი, თუ სწორად შეავსებთ ვერტიკალურ სვეტში იმ ნივთიერების სახელწოდებას მიიღებთ, რომელიც ბუნებაში სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში არსებობს:
1, ნალექი,რომელიც წყლის წვეთების სახით ეცემა დედამიწაზე
2, ნალექი,რომელიც ყინულის მარცვლების სახით მოდის
3, წყლის აირადიდან თხევად მდგომარეობაში გადასვლა
4, წყლის თხევადიდან აირად მდგომარეობაში გადასვლა
5, ნალექი,რომელიც ფიფქების სახით ეცემა დედამიწაზე
1
|
||||||||||||||
2
|
||||||||||||||
3
|
||||||||||||||
4
|
||||||||||||||
↓
|
5
|
|||||||||||||
(დანართი #3.) 2 დაუკავშირე ერთმანეთს წყლის აგრეგატული მდგომარეობა და ბუნებაში მისი არსებობის ფორმა და შეავსე დიაგრამა
ორთქლი, წვიმა,ყინული,თოვლი,სეტყვა, ნისლი,ცვარი,
წყალი ბუნებაში
|
მყარი
|
თხევადი
|
აირადი
|
დანართი # 4
წყალი (
ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო 5 კლასი. მ.ბლიაძე. რ.ახვლედიანი)
დედამიწაზე იმეზე მეტი წყლის რესურსია, რაც მსოფლიო მოსახლეობას სჭირდება, მაგრამ წყალი არათანაბრადაა განაწილებული. ამასთან სასმელი წყლის მარაგი ძალიან ცოტაა.
წყლის ნაკლებობა მოუსავლიანობას,შიმშილს, მრავალი დაავადებისა და ეპიდემიის გავრცელებას იწვევს
წყალი მავნე ნივთიერებებით,საყოფაცხოვრებო და წამრეწველო ნარჩენებით ჭუჭყიანდება.
მტკნარ წყალში სიბინძურე სხვადასხვა წყაროდან ხვდება,რაც ადამიანის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის შედეგია
ხშირად ადამიანები ნაგავს პირდაპირ წყალში ყრიან, ჩაყრილი ნაგავი ლპება და უდიდეს ზიანს აყენებს წყლის ბინადრებს
სანამ წყალი ჩვენს სახლამდე მოაღწევს,მას სპეციალურ აუზებში აგროვებენ და სხვადასხვა ხერხით ფილტრავენ
ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური დანადგარებით ზღვის მლაშე წყალს მტკნარ წყლად გარდაქმნიან
წყლის ხელახალ გამოყენებას რეციკლინგი ჰქვია. მაგალითად, სამრეწველო ნარჩენებით დაჭუჭყიანებული წყალი შეიძლება ხელოვნურად გაიწმინდოს და ხელმეორედ იქნას გამოყენებული
დანართი #5
,,პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა”
გაკვეთილის გეგმა #5
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თამილა, აბესაძე,
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი : დაწყებითი/V
მოსწავლეთა რაოდენობა : 29 (სსსმ მოსწავლე
არ ირიცხება)
გაკვეთილის თემა : ბუნებრივი რესურსების მეორეული გამოყენება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ იმსჯელოს ნარჩენების ბუნებაში დატოვების შედეგებზე;
·ისაუბროს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენების გზებსა და მათ მნიშვნელობაზე ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში
ესგ-ს სტანდარტით
განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბუნ.V.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
· მსჯელობს ნარჩენების ბუნებაში დატოვების შედეგებზე;
· საუბრობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენების გზებსა და მათ მნიშვნელობაზე ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
ორგანიზაციული ნაწილის მოგვარების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს, სთხოვს უყურონ ვიდეოს და მისი ანალიზის შემდეგ (კითხვებზე პასუხის)
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ გაკვეთილის მიზანს.
კითხვები: რა თემას ეხებოდა ვიდეორგოლი?
რა შეიძლება იყოს ჩვენი გაკვეთილის მიზანი?
მასწავლებელი აზუსტებს მიზანს და აცნობს მოსწავლეებს იმ კომპონენტებს, რომლებშიც შეფასდებიან აღნიშნულ გაკვეთილზე.
|
ვიდეოს
ანალიზი
|
საერთო
საკლასო
|
0.26 წთ-მდე
|
5 წთ
|
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს.
1.
რომელი
ბუნებრივი მასალები გამოიყენება მინის, პლასტმასას მისაღებად?
2.
რატომ გახდა აუცილებელი ხელოვნური მასალების შექმნა
3. რა უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ხელოვნურ მასალებს გარემოზე?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო
საკლასო
|
საპრეზენტაციო ფაილი
|
5 წთ
|
3
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს ჯგუფებში სამუშაოდ. (ჯგუფი შედგება დაკავებული ადგილის მიხედვით) იგი ჯგუფებს ურიგებს #1 სამუშაო ფურცელს და სთხოვს გამოთქვან თავიანთი ვარაუდები იმის შესახებ, თუ რომელი ნივთის სრულად დაშლას რა დრო სჭირდება:
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. ისინი გამოთქვამენ ვარაუდებს და ავსებენ ცხრილს. მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე გამოტანილი სწორი პასუხებით სთავაზობს შეამოწმონ, რამდენად ახლოს არის მათ მიერ გამოთქმული ვარაუდები სწორ პასუხებთან.
|
ჯგუფური დისკუსია
|
ჯგუფური,
საერთო საკლასო
|
ცხრილი, საპრეზენტაციო ფაილი, პროექტორი
|
5 წთ
|
4
|
საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა: ნარჩენების მართვა. მასწავლებელი მოსწავლეებს დააფიქრებს ნარჩენების ეფექტურად მართვის შესაძლებლობაზე. იგი მოსწავლეებს ეკითხება: რა შეიძლება თქვენ, თქვენმა მეგობრებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა გააკეთონ იმისთვის, რომ ნაკლები ნარჩენი იყოს ჩვენ გარშემო? (2წთ)მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს #2 სამუშაო ფურცელს. მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ტექსტის ნაწილებს ნარჩენების მართვის შესახებ. კითხვის დასრულების შემდეგ ისინი მუშაობენ ჯგუფებში და ავსებენ ორგანაიზერს. (დანართი 3) (13წთ)მოსწავლეები ასახელებენ ტექსტში აღწერილ მთავარ პრობლემას და მისი მოგვარების სამ გზას შესაბამისი დეტალებით. მოსწავლეები ნამუშევარს გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილას და მხოლოდ ერთი ჯგუფი( რომელსაც შეხვდება დანიშნული ფურცელი) აკეთებს პრეზენტაციას, (5წთ)კითხვებზე დაყრდნობით. რა მთავარი პრობლემის შესახებ არის ტექსტში საუბარი?
მოგვარების რამდენი გზაა წარმოდგენილი?
რას გულისხმობს ნარჩენების შემცირება? კონკრეტულად რა ქმედებებს გულისხმობს იგი?
რას გულისხმობს ნარჩენების ხელახლა გამოყენება? როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ ნარჩენების ხელახლა გამოყენებას? ხელახალი გამოყენების რა მაგალითებია ტექსტში აღწერილი?
რას გულისხმობს ნარჩნების გადამუშავება? რატომ არის ნარჩენების გადამუშავება მნიშვნელოვანი?
რას ნიშნავს ნარჩენების დახარისხება? რატომ არის ნარჩენების დახარისხება მნიშვნელოვანი ნარჩენების გადამუშავებისთვის?
|
ტექსტის
ანალიზი, პრეზენტაცია
|
ჯგუფური,
საერთო საკლასო
|
საინფორმაციო ტექსტი, ფლიფჩარტი. წებოვანი ლენტი, სამუშაო ფურცელი #2, დანართი #3
|
20 წთ
|
შეფასება: შეფასებას მოახდენს ჯგუფი,რომელსაც შეხვდება დანიშნული ფურცელი ,,შემფასებელი”
|
მოსწავლის შეფასება
|
ჯგუფური
|
შეფასების რუბრიკები
|
5წთ
|
|
5
|
მასწავლებელი გაკვეთილს აჯამებს შემდეგნაირად: მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ ორი რამ, რაც ძალიან მოეწონათ დღევანდელ გაკვეთილში და ერთი რეკომენდაცია.
|
ორი ვარსკვლავი ერთი რეკომენდაცია
|
საერთო
საკლასო
|
კომპიუტერი
|
5წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
· მსჯელობს ნარჩენების ბუნებაში დატოვების შედეგებზე;
· საუბრობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენების გზებსა და მათ მნიშვნელობაზე ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში
შეფასება:ზეპირი განმავითარებელი კომენტარი
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)
დანართი #1
დედამიწის მოსახლეობის ზრდასა და მათი ასევე მზარდი მოთხოვნილებების პარალელურად გამუდმებით იზრდება პროდუქციისა და მომსახურების წარმოების, ასევე მათი მოხმარების რაოდენობა. შედეგად ჩვენს პლანეტაზე წარმოიქმნა ნარჩენების უზარმაზარი რაოდენობა, რამაც მრავალ ქვეყანაში “ნარჩენების კრიზისი” გამოიწვია. დღეს მსოფლიოში ერთი ქვეყანაც კი არ არსებობს, ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ ჰქონდეს. ზოგიერთი მათგანი ყველა ქვეყნისათვის საერთოა, ზოგი კი – განსაკუთრებული და მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე მრავალი წელია ცდილობენ ნარჩენების პრობლემის გადაწყვეტას და ნარჩენების მართვის სფეროში მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობენ.
2005 წელს, იაპონიაში ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია 3R-ის ინიციატივის დანერგვასთან დაკავშირებით.
ტერმინი – 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი ქმედების) პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება.
ნარჩენების შემცირება (Reduce) გულისხმობს, ნაკლების ყიდვას და შესაბამისად ნაკლების მოხმარებას. ნარჩენების შემცირება არის პროცესი ან პოლიტიკა, რომლის დროსაც ხდება ცალკეულ ადამიანთა ან მთლიანად საზოგადოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირება. სხვანაირად რომ ვთქვათ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიძინოთ ოპტიმალური რაოდენობის როგორც პროდუქტი, ასევე სხვა საქონელი, რითაც თავიდან ავიცილებთ ნარჩენების წარმოქმნას. ნარჩენების შემცირების გარდა, ამ პროცესში ასევე იგულისხმება მოხმარებული ენერგიისა და რესურსების შემცირებაც.
ნარჩენების ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას. ეს შეიძლება იყოს ნივთების იგივე ან სხვა დანიშნულებით გამოყენება. საჭირო და კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთების გაცვლა ან ხელახალი გამოყენება, მათი ტექნოლოგიური გადამუშავების გარეშე ზოგავს დროს, ფულს, ენერგიას და რესურსებს. ხელახალი გამოყენების კლასიკური მაგალითებია: მინის ბოთლების ჩაბარება საწარმოში, სადაც მას ხელახლა იყენებენ პროდუქციის ჩამოსასხმელად, ავტომობილების და მათი ნაწილების ხელახალი გამოყენება, მეორადი ტანსაცმლით სარგებლობა და სხვა.
ნარჩენების რეციკლირება, ანუ გადამუშავება (Recycle) ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარ კომპონენტად ითვლება და გულისხმობს გამოყენებული ნივთის ან ნარჩენის ტექნოლოგიურ გადამუშავებას სხვა პროდუქტად. ამ კომპონენტს უდიდესი ყურადღება ექცეოდა საერთაშორისი დონეზე ჯერ კიდევ, 3R-ის ინიციატივის დანერგვამდე. რეციკლირების შედეგად მცირდება ნედლი მასალის ან რესურსის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, ზოგავს ენერგიას, ამცირებს ჰაერისა და წყლის დაბინძურებას (ნაგავსაყრელებიდან) და ა.შ. დღეისათვის ფართოდ მოხმარებული ნივთების უმეტესობა გადამუშავებას ექვემდებარება. 2003 წელს ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ავალდებულებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში რეცილკირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი, მუყაო, მინა, ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი, ხის ნაკეთობა.
დანართი 3 წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. დავალება წარმოადგინეთ ცხრილის სახით.
რა მთავარი პრობლემის შესახებ არის ტექსტში საუბარი ?
მოგვარების რამდენი გზაა წარმოდგენილი ?
რას გულისხმობს ნარჩენების შემცირება ?კონკრეტულად რა ქმედებებს გულისხმობს იგი ?
რას გულისხმობს ნარჩენების ხელახლა გამოყენება ? როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ ნარჩენების ხელა ხლა გამოყენებას ? ხელახალი გამოყენების რა მაგალითებია ტექსტში აღწერილი ?
რას გულისხმობს ნარჩნების გადამუშავება ? რატომ არის ნარჩენების გადამუშავება მნიშვნელოვანი ?
რას ნიშნავს ნარჩენების დახარისხება ? რატომ არის ნარჩენების დახარისხება მნიშვნელოვანი ნარჩენების გ ადამუშავებისთვის ?
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
Комментариев нет:
Отправить комментарий