პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


,,კარგად აზროვნება  გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესის მართვას”

დ. პერკინსი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 

საკვლევი თემა: მეტაკოგნიტური აზროვნება მოსწავლეებში 
კვლევის ავტორები:      სსიპ ქ.თბილისის #82 საჯარო სკოლის 
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: დოდო თოლორდავა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: სოფიკო ბოქოლიშვილი
ბუნებისმეტყველების მასწავლებელი: თამილა აბესაძე
2017-18 სასწ. წელი
(15.09.17--15.06.18)





სარჩევი:
1.შესავალი----------------------------------------------------------------------------4
2. პრობლემის აქტუალობა---------------------------------------------------------5
 3. კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------6
4. საკვლევი კითხვები--------------------------------------------------------------7
5.  ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------7
6.  კვლევის მეთოდოლოგია - მონაცემთა შეგროვების მეთოდები---------15
 ა) კითხვარი მოსწავლეებში
ბ)  ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან
გ)   გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვება  
7. მონაცემთა ანალიზი--------------------------------------------------------------17
8. კვლევის მიგნებები----------------------------------------------------------------33
9.  ინტერვენციები--------------------------------------------------------------------33
ა)კვირის გეგმა
ბ) პორტფოლიო
გ) პროექტი
10. ინტერვენციების შეფასება------------------------------------------------------48
ა) ანკეტირება
ბ)მოსწავლეთა ფოკუსჯგუფი
გ)მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფი
დ) გაკვეთილზე დაკვირვება
11.  რეკომენდაციები-------------------------------------------------------------------------62
12. შეზღუდვები-------------------------------------------------------------------------------63
13.  დასკვნა-------------------------------------------------------------------------------------64
14.  გამოყენებული ლიტერატურა -----------------------------------------------------------65
15. დანართები----------------------------------------------------------------------------------66











შესავალი
პრაქტიკული კვლევა განხორციელდა სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლაში, მიმდინარე სასწავლო წლის 15.09.17 დან--15.06.18- მდე დროის  პერიოდში.  კვლევა ეხება  ერთ-ერთ მეექვსე კლასში წამოჭრილი   საკვლევისაკითხის, კერძოდ,,მეტაკოგნიტური აზროვნება მოსწავლეებში” ირგვლივ , დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციების  შეფასებას.
კვლევის ეტაპზე, გამოიკვეთა პრობლემა, დაიგეგმა  პრობლემის მოგვარების გზები და  მოხდა მიღებული შედეგების შეფასება.
კვლევის ანგარიშში წარმოდგენილია: პრობლემის აქტუალობის დასაბუთება, განსაზღვრულია კვლევის მიზანი, დასმულია საკვლევი კითხვები, რომელზეც პასუხი  განსაზღვრავს კვლევის ეფექტურობას, განხილულია ლიტერატურა, რომლის  გათვალისწინებით დაიგეგმა  ინტერვენციები,    წარმოდგენილია მონაცემთა შეგროვების მეთოდები და განსაზღვრულია ამ მეთოდების გამოყენების მიზნობრიობა.  წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი და ამის საფუძველზე  დანახული კვლევის მიგნებები, ინტერვენციების შეფასება, შეთავაზებულია  რეკომენდაციები, რომლებიც  დაეხმარება მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას, მსგავსი ინტერვენციების განხორციელების შემთხვევაში, საუბარია  შეზღუდვებზე, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ინტერვენციების სრულყოფილად განხორციელებას.
  



პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
განათლების ერთ-ერთი მთავარი და საბოლოო მიზანი მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლის უნარის განვითარებაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში, დინამიური განვითარების ერაში,როდესაც საჭიროა მრავალმხრივი უნარის განვითარება.
პრაქტიკულ კვლევაზე მუშაობის  დაწყების საფუძვლად ,შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოსწავლეებს არ აქვთ განვითარებული  მეტაკოგნიტური უნარები,   კერძოდ, მოსწავლეთა უმეტესობას  უჭირს დაგეგმვა, რაც მოსწავლისგან მოითხოვს იმის გაცნობიერებასა და გადაწყვეტას, რამდენი ხანი დასჭირდება თითოეული დავალების შესასრულებლად, რომელი დავალებით დაიწყოს, სწავლის რა სტრატეგიები გამოიყენოს უკეთესი შედეგის მისაღწევად. უჭირს გაუწიოს მონიტორინგი საკუთარი სწავლის პროცესს-გააცნობიეროს,  როგორ ართმევს თავს დავალებას; სწორ გზაზე დგას თუ არა; იყენებს თუ არა შესაბამის ინფორმაციასა და რესურსებს; რა უნდა შეცვალოს უკეთესი შედეგის მისაღწევად, ასევე არ იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი სწავლის პროგრესი --განსაჯოს სწავლის პროცესები. 
სასწავლო პროცესზე დაკვირვებისას ,კერძოდ, დიაგნოსტიკური წერების, საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებების  ანალიზისას აღმოჩნდა ,რომ ერთ-ერთ მეექვსე კლასში განსაკუთრებულად  უჭირდათ  დავალებების შესრულება დამოუკიდებლად , ვერ ახერხებდნენ ცნებების ერთმანეთთან დაკავშირებას ,ლოგიკური დასკვნების გამოტანას , ინფორმაციის დამუშავებას, დახარისხებასა და გააზრებას , უჭირდათ  ანალიზი,   ცხრილებისა და დიაგრამების  გამოყენება, არ ჰქონდათ საკუთარი ცოდნის კოგნიტური სისტემისა და მისი ფუნქციონირების კონტროლის უნარი, რაც იწვევდა მოსწავლეთა  დემოტივაციასა და სწავლისადმი უარყოფით დამოკიდებულებას.
ამიტომ ,  მე , ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა თამილა აბესაძემ  და ჩემმა კოლეგებმა:   კლასის დამრიგებელმა სოფიკო ბოქოლიშვილმა და  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დოდო თოლორდავამ,  გადავწყვიტეთ დაგვეგემა და განგვეხორციელებინა კვლევა აღნიშნულ კლასში, მეტაკოგნიციური აზროვნების უნარის განვითარებაზე მოსწავლეებში.
რადგან სამივე მასწავლებელი აღნიშნულ კლასს ვასწავლით უკვე მეორე სასწავლო წელია და  კარგად ვიცნობთ ამ მოსწავლეების პრობლემებს ,ვიფიქრეთ, ერთობლივი ძალისხმევით უფრო მარტივად და მოკლე დროში მოვახერხებდით პრობლემის აღმოფხვრას.შესაბამისად,  თუნდაც  ერთი  მოზარდის  შემდგარი  მომავალი,  მისი  სწორი  და  გააზრებული  სვლა  ცოდნისაკენ  მიმავალ  გზაზე  იქნება  სკოლის  სარგებელი,     ამასთან სწავლების  პროცესი  მათთვის  უფრო  საინტერესო  და   მიმზიდველი   გახდება. ზემოთ აღწერილი პრობლემების მოგვარების   შედეგად    მოგებული  დარჩება  ორივე  მხარე : მასწავლებელი (აქტიური და საინტრესო გაკვეთილი)  და  მოსწავლე ( იმ საჭირო უნარებით აღჭურვა, რაც  აუცილებელია  21-ე  საუკუნის მოქალაქისთვის) ,  შესაბამისად  სკოლაც. ( რომლის ძირითადი მისია  აღზარდოს  კონკურენტუნარიანი მოქალაქე შესრულებული იქნება).
კვლევის მიზანი
წარმოდგენილი პრაქტიკული კვლევის მიზანია, სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლაში,  დაიგეგმოს და განხორციელდეს მიზნობრივი ინტერვენციები, რომლებიც დაეხმარება დაწყებითი საფეხურის,  კერძოდ, ერთ-ერთი მეექვსე კლასის , მოსწავლეებს თვითრეგულაციის უნარის გაუმჯობესებაში , მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებაში.


საკვლევი კითხვები
  •  რა ფაქტორები მოქმედებს  პრობლემის წარმოქნმაზე?
  • კონკრეტულად ,რომელ მეტაკოგნიტურ უნარს ვერ ფლობენ მოსწავლეები?
  • იყენებენ თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების

  • გასავითარებელ ეფექტურ სტრატეგიებს და როგორ ?
  • როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში  მეტაკოგნიტური უნარების
  • განვითარებას?
  • უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას მოსწავლის
  • სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების
  • შესახებ?



ლიტერატურის მიმოხილვა
მკვლევარი პედაგოგები გავეცანით ლიტერატურას, “სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები“. ჩვენი მიზანი იყო , გავცნობოდით ყველა იმ სტრატეგიას, რომელიც ეფექტურს გახდიდა ჩვენს მუშაობას.ლიტერატურის გაცნობა დაგვხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ პირველ რიგში, ჩვენს მოსწავლეებს უნდა დავხმარებოდით თვითრეგულაციის უნარის გავარჯიშებასა და დაუფლებაში.  ცოდნა მოსწავლისთვის მზა სახით კი არ მიგვეცა, არამედ თავად  მოსწაველე   ჩაგვერთო აქტიურად  სწავლების პროცესში. გადავწყვიტეთ ისეთი უნარების გავარჯიშებაში დავხმარებოდით მათ , როგორიცაა მიზნების დასახვა, დაგეგმვა, სწავლის სხვადასხვა  სტრატეგიების გამოყენება მიზნის მისაღწევად, თვითმონიტორინგი, დახმარებისთვის მიმართვა, თვითშეფასება. დასახული მიზნისათვის რომ მიგვეღწია,  მოსწავლეები ჩავრთეთ გააზრებული  კომპლექსური დავალებებისა და იმ კრიტერიუმების შემუშავებაში, რომლითაც მათი სასწავლო პროცესი და შედეგი შეფასდებოდა. გავეცანით დ. პერკინსის ეფექტური სწავლების პრინციპებს. მათი ცოდნა და სწავლა-სწავლების პროცესში მათი გათვალისწინება დაგვეხმარა მოსწავლეებში ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, როგორიც არის: მეტაკოგნიტური უნარები. ამ უნარების ფლობა მოსწავლეს დაეხმარება შეეძლოს დაგეგმვა, მონიტორინგი და  საკუთარი სწავლის პროცესის შეფასება, ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლეს  კრიტიკული  და რეფლექსიური აზროვნების ჩამოყალიბებაში.  
ლიტერატურის გაცნობის შემდეგ ყურადღება გავამახვილეთ სწავლისა და აზროვნების მარეგულირებელ სამ მეტაკოგნიტურ უნარზე:
 დაგეგმვა –(გაკვეთილებზე მოსწავლეებთან ერთად  ვახდენდით  მიზნის ფორმულირებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოკვეთას. მოსწავლეებს ვამუშავებდით  კვირის გეგმასა და პორტფოლიოზე. ისინი თავად წყვეტდნენ როგორ გადაეჭრათ მათ წინაშე არსებული პრობლემა. რა დრო დაეხარჯათ  კონკრეტული დავალების შესასრულებლად, რით დაეწყოთ, ან რა სტრატეგიები გამოეყენებინათ).
მონიტორინგი (წარმართვა) – (მოსწავლეები მონიტორინგს უწევდნენ საკუთარი სწავლის პროცესს. იყენებდნენ ყველა საჭირო რესურსს. ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ითხოვდნენ დახმარებას მასწავლებლისგან).
 შეფასება –( თემის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკვირდებოდნენ საკუთარ შედეგებს. ვაძლევდით ისეთი ტიპის დავალებებს ,რომელიც ხელს უწყობდა მიღებული ინფორმაციის განმტკიცებას. ვიყენებდით  კოგნიტურ სქემებს).

მასწავლებლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამსჯელო კითხვებს წარმოადგენს:

·    რა უნარებით უნდა აღვჭურვოთ მოსწავლეები იმისათვის, რომ მათ შეძლონ თანამედროვე , კონკურენტუნარიან გარემოში ეფექტურად ადაპტირება?
·   როგორ შევუქმნათ მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარების მოტივაცია?

 მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ მეტაკოგნიცია შედეგზე ორიენტირებული სწავლის უმნიშვნელოვანესი  ნაწილია [თ.ჭყოიძე, 2013:1] 
ჩემი, როგორც მასწავლებლის ვალია, მოსწავლეებს მივცე ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ დაეხმარება შეძლონ თანამედროვე კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირება. ანუ   მნიშვნელოვანია მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების  განვითარების ხელშეწყობა,    რადგან, მიმაჩნია ,რომ მოსწავლეს ჰქონდეს უნარი, თავად დაგეგმოს საკუთარი სწავლის პროცესი, გაუწიოს მონიტორინგი და კრიტიკულად შეაფასოს მიღებული შედეგი, რაც აყალიბებს მას დამოუკიდებელ, თვითმართვის უნარის მქონე, შემსწავლელად, რაც საბოლოოდ მისი წარმატების წინაპირობაა ცხოვრების ასპარეზზე.
მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია სწავლის სწავლისთვის. ისევე როგორც კრიტიკული აზროვნება,  მეტაკოგნიციაც ადმიანისაგან მოითხოვს პრობლემის იდენტიფიცირებას, სირთულის დადგენასა და შემდეგ დაძლევის სტრატეგიების შემუშავებას. მაგ. საშინაო დავალების მომზადებისას მოსწავლემ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისთვის გაუგებარია წაკითხული ტექსტის შინაარსი. სწორედ ეს პრობლემა ხდება მეტაკოგნიციის ამოქმედების ბიძგი. ბავშვი ცდილობს გაიაზროს, რა უშლის ხელს ტექსტის გაგებაში, ანალიზის საფუძველზე კი მოსწავლე პრობლემის მოგვარებაზე ორიენტებული სტრატეგიების მოფიქრებას იწყებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სტრატეგიები შეიძლება იყოს ლექსიკონის გამოყენება, ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა და თითოეული მონაკვეთის განხილვა და სხვ.
 მიჩნეულია, რომ მეტაკოგნიცია არის მაღალი დონის აზროვნება, მაგრამ მეტაკოგნიტური უნარების განვითარება ისევე წარმატებით შეიძლება განხორციელდეს უმცროსკლასელებში , როგორც უფროსკლასელებში.
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები [მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი:15].

აღნიშნული ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მიმაჩნია,რომ   დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების უნარი მოსწავლეს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა გამოუმუშავდეს, რადგან ამ  უნარების ფლობა  სწავლას ბევრად უფრო სახალისოს და ეფექტურს   ხდის.   
 ჩემი, როგორც         მასწავლებლის, მთავარი მიზანი არის. ეროვნული და სასკოლო- სასწავლო  გეგმების გათვალისწინებით,  მოსწავლეთა ინტერესებზე, წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დაგეგმვა . რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნებისა და რეფლექსიური აზროვნების სწავლება. ამის განხორციელება კი მეტაკოგნიტური უნარების განვითარების გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.
 მეტაკოგნიცია (აზროვნება აზროვნების შესახებ), ანუ ცოდნა საკუთარი აზროვნების პროცესების შესახებ ეს არის  თვითკონტროლის პროცესი, რომელიც გულისხმობს სასწავლო პროცესის დაგეგმვას,  მონიტორინგსა და შეფასებას.   მეტაკოგნიტური აქტივობის განხორციელება მოსწავლეს მაშინ შეუძლია, თუ ის ფლობს არა მხოლოდ ე.წ. დეკლარაციულ ცოდნას (ფაქტებს, ინფორმაციას, მაგ. ცოდნას მეტაკოგნიტური სტრატეგიების შესახებ), არამედ   პროცედურულ  ცოდანასაც (იცის როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა-გეგმავს, ამოწმებს   და აფასებს სწავლის პროცესს).
როგორ იძენს მოსწავლე მეტაკოგნიციის უნარს? მიუთითებენ მის ოთხ წყაროზე:
1. სასწავლო დავალებებში საკუთარი და სხვისი წარმატებების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
2.   გამოცდილება, რომელიც მოსწავლემ შეიძინა სწავლის პროცესში (მაგ: რწმენის განცდა, როდესაც მოსწავლეს   შესწევს უნარი გაიგოს მასწავლებლის მითითება და პირიქით).
3. სასწავლო ამოცანებისა   და მიზნების ანალიზის უნარი.
 4. შემეცნებით დავალებათა შესრულების პროცესში სტრატეგიების გამოყენების და ანალიზის უნარი.   მეტაკოგნიციის უნარი მით უფრო ვითარდება რაც უფრო ხშირად იყენებს მოსწავლე მას.
მეტაკოგნიტური პროცესების გაცნობიერება და რეგულირება მთელი სასკოლო სწავლების პროცესში აგრძელებს განვითარებას. [მ.ნარიმანიშვილი, 2013:1 ]
როგორც აღვნიშნეთ,  მეტაკოგნიცია გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს განუვითაროს ეფექტური სწავლის სტრატეგიების გამოყენების უნარი, საჭიროა: მიუთითოს როგორ ამოიცნოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაახსენოს უკვე ნასწავლი ინფორმაცია, გააკეთებინოს არსებული მასალის ირგვლივ ჩანაწერი, მიღებული ინფორმაცია შეაერთოს, ანუ გაუკეთოს ორგანიზება, ამ ინფორმაციის ირგვლივ გააკეთებინოს დასკვნა, ანუ დაამუშავებინოს. დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს უნდა მიუთითოს არსებული, მიღებული მასალა შეაჯამოს რეზიუმეს სახით და მოამზადონ პრეზენტაცია. მუშაობის პერიოდში მასწავლებელმა უნდა აწარმოოს მოსწავლეებში მიღწეული შედეგის მონიტორინგის უნარის განვითარება,  რაშიც დაეხმარება ისეთი აქტივობა, როგორიც არის ცხრილების გამოყენება “რა ვიცოდი? ,რა გავიგე?,რა მინდა ვიცოდე?”,
გაკვთილისათვის ეფექტური ხერხია სხვადასხვა ტიპის კოგნიტური დიაგრამების გამოყენება.
კოგნიტური დიაგრამების საშუალებით მოსწავლე:

• ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
 •ამთლიანებს მიღებულ ინფორმაციას;
• შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
 • ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
• სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.
           კოგნიტური დიაგრამები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ახალი მასალის ახსნისას, აგრეთვე შემაჯამებლისთვის, საკლასო დავალებებისთვის. მაგალითად ხშირად გამოვიყენებთ  „ვენის დიაგრამას“. მოცემული დიაგრამების საშუალებით მოსწავლეებს უვითარდებათ ზემოაღნიშნული უნარები.    
T-დიაგრამა, ისევე როგორც ვენის დიაგრამა, მოსწავლეს ინფორმაციის ვიზუალურ ორგანიზებაში,   შედარების, მსგავსებებისა და განსხვავებების იდენტიფიცირებაში ეხმარება.
           მრავალმა  კვლევამ დაადასტურა, რომ მეტაკოგნიცია შედეგზე ორიენტირებული სწავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და საშუალებას აძლევს მოსწავლეს, განივითაროს თვითშემეცნების, საკუთარი აზროვნების მართვის, დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც არამარტო სწავლაში, არამედ სხვა საქმიანობებშიც მაღალი შედეგების მიღწევას განაპირობებს. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომა გულისხმობს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლის პროცესში, საკუთარი სასწავლო მიზნების დაგეგმვასა და მართვაში..მასწავლებელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი აზროვნების პროცესების გაცნობიერებაში. ამისათვის საჭიროა მასწავლებელმა აზროვნება გახადოს უფრო ხილვადი. ეს მოსწავლეს დაეხმარება აზროვნების სწავლაში.
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები[მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი:18].

ლიტერატურის გაცნობა  დაგვეხმარა გაგვეაზრებინა, რომ სხვა მიდგომები    გვჭირდებოდა მიზნის მისაღწევად. დავტვირთეთ ჩვენი გაკვეთილები ისეთი აქტივობებით , რომელებიც ხელს უწყობდა მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.
გაკვეთილის პროცესში ხშირად ვახალისებდით მოსწავლეებს დამოუკიდებლად  განესაზღვრათ დავალების წარმატებით დაძლევისათვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია, ამის შემდეგ კი ხდებოდა იმის განხილვა, თუ რამდენად გაამართლა შერჩეულმა გზამ და რა იყო ამის წინაპირობა, სამუშაოს დასრულების შემდეგ ვაფასებდით მიღებულ შედეგებს. ვეხმარებოდით სწორად განესაზღვრათ თავიანთი ძლიერი  და სუსტი  მხარეები  და დაეგეგმათ მათი გაუმჯობესების გზები. მსგავსი მიდგომა ეხმარებოდათ მოსწავლეებს საკითხის სიღრმისეულ გააზრებაში
 ლიტერატურის განხილვის შემდეგ , გავიაზრეთ, რომ  თვითშეფასება და ურთიერთშეფასება ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი აზროვნების გაცნობიერებაში,   ამიტომ ყველა გაკვეთილზე ვცდილობდით  ხელი  შეგვეწყო ამ უნარების განვითარებისათვის. მოსწავლეებს ვაძლევდით საშუალებას,  წინასწარ შემუშავებული  რუბრიკების  დახმარებით, განეხორციელებინათ ურთიერთშეფასება და თვითშეფასება. რაც საშუალებას აძლევდათ თვალი ედევნებინათ  საკუთარი განვითარების პროცესისათვის. 

კვლევის ფარგლებში ასევე გავეცანით  სხვა დამატებით სტრატეგიებს, რომელიც ხელს უწყობს  მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.
        დავალების შესრულების პროცესის გააზრება: _ მუშაობის დროს მოსწავლეებს ვუსვამდით ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ეხმარებოდა მათ იმის გააზრებაში, რამდენად ეფექტური გზა აქვთ არჩეული დავალების შესასრულებლად. მაგ:  “რას აკეთებ ახლა? რატომ აკეთებ ამას? როგორ დაგეხმარება ეს?” და ა.შ. ვახალისებდით              მოსწავლეებს, თავადაც დაესვათ  მსგავსი ტიპის შეკითხვები საკუთარი თავისთვის.
·         სხვადასხვა ტიპის შეკითხვები :– მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა, ცოდნის შემოწმებისა და სააზროვნო პროცესების მართვის მიზნით, საკუთარ თავს და ერთმანეთს დაუსვან შემდეგი სახის შეკითხვები: რა იციან განსახილველი ან/და შესასწავლი საკითხის შესახებ? რა შეიძლება, რომ არ იცოდნენ? რა აინტერესებთ? რა უნდათ, რომ იცოდნენ? რა ისწავლეს? რა ვერ გაიგეს? რაში დასჭირდებათ დახმარება? და ა.შ.
გარდა ზემოთ აღნიშნული კითხვებისა,  ჩვენ ვუბიძგებდით მოსწავლეებს, დაესვათ შეკითხვები როგორც საკუთარ თავის, ასევე თანაკლასელებისათვის უშუალოდ დავალების შინაარსიდან და ფორმიდან გამომდინარე (წერითი, კითხვითი, მსჯელობითი და ა.შ), მაგ.: ვეთანხმები თუ არა ავტორის პოზიციას და რატომ? მოცემული პრობლემის გადაჭრის რა ალტერნატიული გზები არსებობს? რა დააინტერესებს ჩემს მკითხველს? და ა.შ. მსგავსი ტიპის შეკითხვებით მოსწავლე დამოუკიდებლად იაზრებდა საკითხს და პარალელურად ახდენდა საკუთარი აღქმის გაკონტროლებას.
·         შედეგების პროგნოზირება: –  საკითხის დამუშავებამდე მისაღები შედეგის პროგნოზირება ეხმარება მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი, თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება დასჭირდეთ პრობლემის წარმატებით გადაჭრისთვის. პროგნოზირება ასევე ეხმარება მოსწავლეებს, შეადარონ საკუთარი მოსაზრება პრობლემის ან ექსპერიმენტის საბოლოო რეზულტატს. ამგვარად გააზრებული საკითხი კი ხელს უწყობს ახალი მენტალური სქემის ჩამოყალიბებასა და მყარი გამოცდილების შეძენას.
·         მსჯელობა: – მოსწავლეთა მიერ გარკვეული იდეებისა და მოსაზრებების საკუთარ თავთან, ერთმანეთთან ან მასწავლებელთან ერთად განხილვა ხელს უწყობს მათ, ისწავლონ კითხვების დასმა, სხვისი ნაფიქრის გაზიარება და საკუთარ მოსაზრებებთან შედარება- შეჯერება, არსებულ ცოდნასა და გამოცდილებაში ხარვეზების იდენტიფიცირება, პირადი მოსაზრებების გაანალიზება და შეფასება.
·         უკუკავშირი: – შესრულებული საქმიანობის კონსტრუქციული მიდგომით განხილვა და უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეებს, პოზიტიურ კონტექსტში გაიაზრონ საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და დაფიქრდნენ, რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის.
·         გადამოწმება :– მოსწავლეებს ვუბიძგებდით,  უკუკავშირის მიღების შემდეგ დაუბრუნდნენ შესრულებულ სამუშაოს და შეეტანათ შესაბამისი ცვლილებები. ეს შესაძლებლობას აძლევს მათ,  გადაამოწმონ სწავლის სტრატეგიის გამოყენების ადეკვატურობა და აზროვნების პროცესი.
მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა სწავლის სტილის განსაზღვრა, რაც მათი ინდივიდუალური მახასითებელია და დიდ გავლენას ახდენს სწავლის შედეგებზე. სხვადასხვა მოსწავლე ავლენს ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური ან ტაქტილური აზროვნების სტილს, რის გამოც მასწავლებელმა ხშირად უნდა ცვალოს სწავლების მეთოდები. მან უნდა შეძლოს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინება.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ზემოთ მოცემული რეკომენდაციებისა, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა ემოციური მხადაჭერა და გამხნევება, რაც გულისხმობს მათი პიროვნების აღიარებას, მოსაზრებების პატივისცემას, საკლასო ოთახში სამრთლიანობის პრინციპის დაცვას, ინდივიდუალური ძალისხმევის დაფასებას, ნდობის ატმოსფეროს შექმნას, თვითრწმენის განმტკიცებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას იმისათვის, რომ უფრო ხალისით ჩაერთონ საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში. [თ.ჭყოიძე, 2013:1] 

ჩემი, როგორც მასწავლებლის ვალია, ხელი შევუწყო ისეთი მომავალი თაობის აღზრდას, რომელიც მარტივად შეძლებს ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებს აუწყოს ფეხი, ვინაიდან , ვთვლი, რომ განათლება, რომელსაც მე მათ ვაძლევ, უნდა იყოს თანადროული - დროის გამოწვევების შესაბამისი - რაც გულისხმობს მოსწავლეების იმ უნარებით აღჭურვას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მათ შეძლონ და იყონ აქტიური, წარმატებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, ამას კი ვერ მოახერხებენ თუ არე ექნებათ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები,თუ არ ეცოდინებათ როგორ დაგეგმონ, მოიპოვონ, აწარმოონ მონიტორინგი და შეაფასონ სწავლის პროცესი .
 ლიტერატურის   გაცნობის შემდეგ, კიდევ უფრო კარგად და სიღრმისეულად გავიაზრეთ,  მეტაკოგნიტური უნარის ფლობის აუცილებლობა  მოსწავლეებში.
გაცნობილი  მრავალმხრივი  მიდგომები დაგვეხმარა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში. რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსწავლეებს განუვითარდათ თვითრეგულაციის: დაგეგმვის , შეფასებისა  და მონიტორინგის  უნარები. 
    ლიტერატურის გაცნობის შემდეგ , ჩემი პრაქტიკული მუშაობა უფრო დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა, ვინაიდან ადრე ასე ღრმად და ამ რაოდენობით  არ ვიცნობდი სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს და არც ამ სიხშირით არ ვიყენებდი მათ საგაკვეთილო პროცესში .  
კვლევის მეთოდოლოგია
  • კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენეთ შერეული
  • მეთოდები, რაც გულისხმობს რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების კომბინირებას,
  • კითხვარი  (მოსწავლეებში ), ფოკუსჯგუფი  (მასწავლებლებთან),დაკვირვება
  • გაკვეთილებზე.  
პრობლემის იდენტიფიცირებისათვის,  ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა მეექვსე კლასის ყველა მასწავლებლი  და მოსწავლე.

მონაცემთა შეგროვების მეთოდები

  • გამოკითხვა- ჩატარდა  მეექვსე  კლასის მოსწავლეებთან. მთავარი მიზანი ამ კითხვარის
  • არის გავარკვიოთ -რამდენად შეუძლიათ  მოსწავლეებს  საკუთარი სწავლის პროცესის
  • დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება, ანუ რამდენად აქვთ განვითარებული
  • მეტაკოგნიტური უნარები, რას და როგორ აკეთებენ მასწავლებლები, მოსწავლეების
  • აზრით, ამისთვის. აღნიშნულ კითხვებზე პასუხი  დაგვეხმარა  კვლევის  სწორად 
  • წარმართვაში.

  • ფოკუსჯგუფი  (მასწავლებლებთან) 
ასევე  ჩატარდა ფოკუსჯგუფი მეექვსე  კლასის მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფის მიზანი იყო  დაგვედგინა , რა მეთოდებით მუშაობენ პედაგოგები მოსწავლეებთან, როგორ უწყობენ ხელს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების გამომუშავებას და რამდენად ახერხებენ  ამას.
მასწავლებლებთან  შეხვედრის  შემდეგ  შევჯერდით,  რა  არის   გასაუმჯობესებელი  და  რა  შეიძლება  იყოს  აღნიშნული  პრობლემის  გამომწვევი  მიზეზები და რა შეიძლებოდა მათი მიდგომებიდან, წარმატებული პრაქტიკიდან გაგვეზიარებინა ჩვენ და დაგვეგეგმა თუნდაც, როგორც ინტერვენცია.

  • დაკვირვება გაკვეთილებზე
 დავაკვირდით კვლევაში მონაწილე მასწავლებლები ერთმანეთს, ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია, რამდენად ვფლობდით იმ  სტრატეგიებს, რომლებიც დაგვეხმარებოდა დასახული მიზნის მიღწევაში  და რამდენად   ადექვატურად ვიყენებდით მას საგაკვეთილო პროცესში. ამავე დროს ვაკვირდებოდით, რამდენად სწორად  აღიქვამდნენ  და იყენებდნენ  მოსწავლეები  შეძენილ ცოდნასა და უნარებს სწავლისას. რადგან აღნიშნული დაკვირვებების მიზანი  იყო გაგვერკვია  ახდენდა თუ არა გავლენას მასწავლებელთა მიდგომები  პრობლემაზე. ჩვენი აზრით, ამას უკეთ დავინახავდით, თუ მხოლოდ ჩვენი, კვლევის ავტორების, გაკვეთილებით არ შემოვიფარგლებოდით. ამიტომ , დავაკვირდით   რუსული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის,  ჩვენი საქართველოს, მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს. ჩვენი  დაკვირვების მიზანი იყო გაგვერკვია   საგაკვეთილო პროცესში  იყენებდნენ თუ არა მასწავლებლები ისეთ აქტივობებს ,რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების  (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება)  განვითარებას, კერძოდ, ვაკვირდებოდით  რამდენად ხშირად სთავაზობდა მასწავლებელი მოსწავლეებს არჩევით დავალებებს, რომელშიც  გათვალისწინებული იქნებოდა მათი შესაძლებლობები და ინტერესები. რამდენად ხშირად უბიძგებდა მოსწავლეებს შეეფასებინათ სწავლის პროცესი . იყენებდნენ თუ არა შეფასებისა და თვითშეფასების მრავალმხრივ სტრატეგიებს. აგებდნენ თუ არა  ახალ ცოდნას ძველ გამოცდილებაზე,  თუ აჯამებინებდნენ მოსწავლეებს მნიშვნელოვან პუნქტებს .რამდენად ხშირად იყენებდნენ კოგნიტურ სქემებს . აწვდიდნენ თუ არა კონკრეტულ რეკომენდაციებს იმ დროს, როდესაც მოსწავლეს უჭირდა დავალების შესრულება.





მონაცემთა ანალიზი
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად მიღებული  მონაცემთა ანალიზი
გამოიკითხა მეექვსე  კლასის 25 მოსწავლე
გამოკითხვა მიზნად ისახავდა გამერკვია  -რამდენად შეუძლიათ  მოსწავლეებს საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება, ანუ რამდენად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები,რას და როგორ აკეთებენ მასწავლებლები ამისთვის და რა უნდა შეიცვალოს, მოსწავლეთა აზრით, უკეთესი შედეგის მისაღწევად.

https://lh3.googleusercontent.com/vE2uJWLmdqE8aF8gRlOT0B0NsPvLtlrtb13IuMMvOPTaVaA6tVAfItz8RKvIre7g5IeOIfXmpno4qDFJNN--PqfqFUi1JcPxZuQPtUvLfTdjoZ0DJRc_VtTNZwWTtiQ-NUHmeceo
 მოსწავლეთა უმეტესობამ სწავლისადმი  დაინტერესება მაღალ ქულაზე შეაფასა. მხოლოდ 3 -მა მოსწავლემ  გამოამჟღავნა ნაკლები ინტერესი. მაღალი ინტერესის მიზეზად ასახელებენ  იმას ,რომ სწავლობენ საინტერესო თემებს. ზოგი ინტერესს უკავშირებს მასწავლებლის სიყვარულს, ბევრის გაგების სურვილს.

https://lh5.googleusercontent.com/c5HtbzrQfR-XlRHm1EJb2d5iG3GUfoJZeMp0-vA1gChiTc5z2O-gswB6ACL9LiLmtVsVgBAVBlQ2i0KKw6WCSXp8LFwraYDWgroYoEMHKUV1FdsZcNaTHwEXDLVvMsPudRkTWEzu
მხოლოდ 5 მოსწავლეს უადვილდება სწავლა,  საშუალო დონეზე სწავლობს 10 მოსწავლე, ხოლო სწავლა უჭირს 10 მოსწავლეს.
https://lh3.googleusercontent.com/FLbyIvspq8BTntg6tpp7huCp7LbNARSTfNKcNuChor5XFCNYXrVIotAVIuTOBMpUtYENvPFmfOiDqvzZ2eMvFTFOXzmkgdGpFq8dwF5Q3LclTM3IiKuOgKa8XbPMfSfUOTBSe6DLgxsR6LDSdw

https://lh6.googleusercontent.com/FyKuoJkg-ip48GnueMw5cIgSDrI3zGpUHzZqpd7UBmXCNusbiNKHmtcI9ns3edPRkTmdX73tavADi0nyrvTLq7oKem4JvInIZK7FenqBGva8UVyMWe4caxrEiMrX34wuM6tceYrRIF5XSSHoag

 რა ტიპის დახმარება სჭირდებათ მასწავლებლისგან:  მოსწავლეებმა უპასუხეს, რომ მეტი დაძალება სჭირდებათ მასწავლებლისგან,  ზოგს უნდა,რომ  ტექსტი  წავიკითხოთ და განვიხილოთ გაკვეთილზე,  რამდენიმეს სურს რთული და გაუგებარი საკითხების  ხელმეორედ ახსნა ინდივიდუალურად.

https://lh3.googleusercontent.com/4_waNRg8W36y0BU0Uik-1yOLEZdm1Lh3hX2ZsslfQElHubU0Xd8ctJTxjc4fIl3q2A0HCESP5N5k1hRgjLNhVr_BvHJYM-pkjiKFKu4SRuoe-6TODB-brB4vbYFfXVC3WMgCJmt2B2ItjR2Smw
გამოკითხვამ აჩვენა ,რომ  მოსწავლეთა ინტერესი   სწავლისადმი საკმაოდ მაღალია, რაც განპირობებულია მასწავლებლის   მიერ  სასწავლო პროცესში გამოყენებული მიდგომებით.

დავალების შესრულებამდე,რამდენად უსვამთ საკუთარ თავს  შემდეგ შეკითხვებს:
https://lh3.googleusercontent.com/c1gQQgPtcKOhnPyOdgC9kXvhZ03aSovQFhbZ2YrVN0-XVpJ0wSku5EwJ0Tg0O9HbTJDnDGKxPkdTnFMrsWpRg2RWytICr9Vh2tQG00IPynoJCjUsSCreIITF7FkIqSOz8uEKPDhqCpzkuPs3lw
კვლევამ აჩვენა ,რომ  მოსწავლეების საკმაოდ დიდი ნაწილს არ აქვს განვითარებული  სწავლის დაგეგმვის  უნარები. ისინი  არ იაზრებენ დავალების პირობას. არ გამოყოფენ  პირობიდან ძირითად კითხვებს, არ გეგმავენ პრობლემის გადაჭრის გზებს.   ვერ აცნობიერებენ რა დრო დახარჯონ დავალებაზე, რა სტრატეგიები გამოიყენონ, რით დაიწყონ და ა.შ


პრობლემის გადაჭრის პროცესში, საკუთარ თავს უსვამთ თუ არა შემდეგ კითხვებს :
https://lh4.googleusercontent.com/Jy4xTjFIEsPIacZQYUm7PhaWrPnlxlXSWbRafiVQybbh-fnJQ6p34VdfvYhCrMP-NdJQ0fyyi6gM9B0iAmeOuawZrqlnacaMhzoFh0RYvX7r5G4lUauO_3Hg78C5ukxq26rB18Vn1Arc7usbzw
კითხვარმა აჩვენა ,რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს არ აქვს განვითარებული მონიტორინგის უნარი.  16 მოსწავლე იშვიათად ან თითქმის არასდროს ცდილობს იმის გაცნობიერებას თუ რა უნდა შეცვალოს სწავლის პროცესში, რათა შედეგები გააუმჯობესოს
ამოცანის დასრულების  შემდეგ, სვამთ თუ არა კითხვას :
https://lh3.googleusercontent.com/FbVu8HJ7AcgOicQwdqcJlChk9dQPlu9GYLkgPocrE9AwZGV47N801_gBcGarJuV-SdJc9uTVyF7MG6ztW9SHODRBH585KBQS74pUoEglLbW73ZzHy9aiPnzrX8a0Le5zIUNIW8QqpzjdYZpzig
მოსწავლეთა  თითქმის ნახევარი  ვერ ახერხებს საკუთარი ცოდნის შეფასებას. ისინი არ ფიქრობენ  შედეგების გასაუმჯობესებელი სტრატეგიების გამოყენებაზე.
  • რა შეკითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს, 
  • როგორ უნდა გამოიყენონ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები, 
  • როგორ უნდა მოახდინონ საკუთარი აზროვნების მონიტორინგი და წარმართო
  • იგი სწორი მიმართულებით და ა.შ.

https://lh3.googleusercontent.com/nmT36FQmLPM-cww_lTnb6K9ZvT60SoXCeZ91KelbOFkX3qPYH-cba6TK4UCavuLk27mxGJgbBGVkrpIQIZIoFDTLS5dkLpQSsaWiFV2XXUGB_Z8gs1u_e8PC3fyyDaXx4bUb40KqjwdVs3grLg

როგორ იქცევი ტექსტის დამუშავებისას?

https://lh4.googleusercontent.com/SbXyxhn7lBG94g-Win-cjf-zk0P_rmSbHM3FSmIkM3MEQ21HADft9nJdXuBHcwEbvtmuibD9sfDLf5WLmOrSv7p0MUeiN6GkZAKO-kYKLB4dL2HT91FRCkfmIXB7VFFzlHsi-US_
მოსწავლეების დიდი ნაწილი 15 მოსწავლე ტექსტს განიხილავს მთლიანობაში, ამიტომ მათ უჭირთ ტექსტის  გააზრება,პრობლემის გამოკვეთა და გაცნობიერება.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ
https://lh5.googleusercontent.com/wIDqFmsrRWmluuA3LllGsYioqOhMRelUgYNl4mzM27SCQbDZmArtdzOAr1CTXm6lY7ChqPZ2KhdqPaZBzo5uS0PxQS39gqVKZ8_ODYS_h21Belh6cDaqOStKD9_dHVTfLps4q-1glEMFjdZk2Q
მოსწავლეთა უმეტესობა იშვიათად ან არასდროს არ  აჯამებს ტექსტიდან  მიღებულ ინფორმაციას. არ ფიქრობს  რა ისწავლეს ახალი და რაში შეიძლება ამ ცოდნის გამოყენება.
ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას,რომ მოსწავლეებს უჭირთ, როგორც   საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა ასევე მონიტორინგი და შეფასებაც



ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან

    წინასწარ შეთანხმების საფუძველზე, შევხვდით დაწყებითი საფეხურის ,კერძოდ , საკვლევი მეექვსე კლასის პედაგოგებს.
    ფოკუსჯგუფის მიზანი იყო :გაგვერკვია სხვა საგნის პედაგოგების აზრი, დაწყებით საფეხურზე არსებულ მდგომარეობაზე. რა მეთოდებით მუშაობენ მასწავლებლები მოსწავლეებთან, როგორ უწყობენ ხელს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.
რა ტიპის მეთოდებს იყენებენ გაკვეთილზე და რომელი მეთოდით აღწევენ უკეთეს შედეგს. შესაბამისად,  მოგვესმინა რეკომენდაციები, რომელსაც შემოგვთავაზებდნენ და ჩვენ, შესაბამისად, დავნერგავდით კვლევის მიმდინარეობისას.
გამოიკვეთა შემდეგი: მასწავლებლები თვლიან, რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზები არის შემდეგი: მოსწავლეებს არ შეუძლიათ ყურადღების მობილიზება, არ იჩენენ სწავლისადმი მაღალ ინტერესს, ასევე აქვთ სიძნელეები დასწავლაში . საუბრისას გამოიკვეთა ,რომ მოსწავლეთა უმეტესობას მეტაკოგნიტური უნარები არ აქვთ განვითარებული.  მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს წაკითხულისა და მოსმენილის გააზრება, რაც ხელისშემშლელ ფაქტორად ვლინდება პედაგოგთა მუშაობაში.  ასევე გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე გაკვეთილები უმეტეს საგანში არ არის დაგეგმილი თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებით, ნაკლებად ხორციელდება დიფერენცირებული მიდგომა.
მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშუალებას თავად აირჩიონ დავალების ტიპი მათი შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ,   ის ვინც მუშაობს მსგავსი მიდგომით აღიარებს მის დადებით მხარეებს, კერძოდ ,ამბობენ, რომ მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების მონიტორინგის საშუალებას.
იშვიათად ახდენენ მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვის, მონიტორინგის, შეფასების) განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვას. რაც გამოიხატება იმაში,რომ მოსწავლეებს არ უბიძგებენ დაუსვან საკუთარ თავს შემდეგი  კითხვები. რა პრობლემა შეექმნათ დავალების შესრულებისას. რა წინარე ცოდნა დასჭირდებოდათ დავალების უკეთ შესასრულებლად.  რადგან თვლიან , რომ მოსწავლეებს ამ ეტაპზე არ აქვთ საჭირო ცოდნა და უნარები მსგავსი აქტივობების შესასრულებლად
მსჯელობის დროს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შეფასების უნარის განვითარებაზე. საუბრისას გამოიკვეთა ,რომ მასწავლებლები ძირიდად იყენებენ განმსაზღვრელ შეფასებას. არ უბიძგებენ მოსწავლეებს ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასებისაკენ. რადგან ურთიერთშეფასების დროს მოსწავლეები გარდა საგნობრივი შეფასებისა, გადადიან პიროვნულ შეფასებაზე  (ზარმაცია, არ სწავლობს).   ხშირად არ მუშაობენ რუბრიკებით. მოსწავლეებისათვის ბუნდოვანია  რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება მათი შეფასება  რადგან ,მასწავლებლები იშვიათად იყენებენ განმავითარებელ შეფასებას, და მაშინაც ნაკლებად  იღებენ მოსწავლეთა მხრიდან ადექვატურ უკუკავშირს.
კითხვაზე აცნობენ თუ არა მოსწავლეებს სწავლის სტრატეგიებს და ეხმარებიან თუ არა მათ ადეკვატურ გამოყენებაში, და როგორ, მასწავლებლებლებმა აღნიშნეს,რომ ნაკლებად აცნობენ სწავლის სტრატეგიებს, თუმცა ისინი იყენებენ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლესეხმარება ინფორმაციის ამოცნობაში- გმირის დახასიათება,. არსებული ცოდნის გახსენებაში- კითხვა-პასუხით, მასალის შეჯამებაში -რეზიუმირებით. რეფლექსიის დაწერით.
ახალი მასალის ახსნისას არ იყენებენ მრავალფეროვან დიაგრამებს,რომლებიც დაეხმარებათ ცოდნის კონსტრუირებასა და მასალის გააზრებაში. იშვიათად იყენებენ ვენის დიაგრამას, T  დიაგრამას, ცნების რუკას. აქედან შეიძლება დავასკვნათ,რომ მასწავლებლები სწავლებისას იყენებენ გრაფიკულ ორგანიზატორებს, მაგრამ თავად მოსწავლეებს არ უხსნიან , როგორ და კონკრეტულად ,რომელი დავალების შესრულებისას უნდა გამოიყენონ  ისინი, რაც, შესაძლებელია, რომ იწვევდეს  პრობლემას.
შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ კლასში სწავლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მეტაკოგნიტური უნარების არქონა მოსწავლეთა უმეტეს ნაწილში. ამიტომ მასწავლებლებს მივმართეთ კითხვით თუ როგორ ,რა მეთოდებით და აქტივობებით მოხერხდებოდა ამ პრობლემის უკეთ მოგვარება,  მასწავლებლებმა დაასახელეს კონკრეტული აქტივობები მაგ, კითხვა კომენტარებით, ტექსტის ანალიზზე მუშაობა. ასევე თვლიან ,რომ უნარების გამომუშავებას ხელს შეუწყობს პროექტული სწავლება, კვირის გეგმით მუშაობა.
მასწავლებლებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფის შედეგად გამოვლინდა,რომ მოსწავლეებში ნაკლებად განვითარებული მეტაკოგნიტური უნარების მიზეზად შეიძლება დასახელდეს შემდეგი: არასაკმარისი სასწავლო რესურსები, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების იშვიათად გამოყენება.მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების ნაკლებობა.  
   


გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების შედეგები

მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფის ჩატარების შემდეგ გადავწყვიტეთ გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების განხორციელება. რათა უკეთ შეგვეფასებინა თუ რა კონკრეტული ფაქტორები იწვევდა პრობლემას .  შევადგინეთ დაკვირვების ფორმა (დანართი),   რომელიც დაგვეხმარებოდა იმის გაგებაში თუ რამდენად უწყობდნენ მასწავლებლები მოსწავლეებს ხელს ისეთი მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში, როგორიცაა დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება. დავაკვირდით, როგორც კვლევაში მონაწილე მასწავლებლებს, ასევე  რუსული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის,  ჩვენი საქართველოს მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს.
დაკვირვების შედეგად გამოვლინდა,  რომ მასწავლებლები იშვიათად იყენებენ ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაგეგმვის უნარის განვითარებას. მაგ:ინფორმაციის ამოცნობა , არადა მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს დაეხმარება საკითხის უკეთ დამახსოვრებაში, რადგან მათ  უჭირთ დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება. კარგი იქნება თუ აქცენტი გაკეთდება ძირითად ასპექტებზე.
შედარებით ხშირად იყენებენ მონიტორინგის უნარების განმავითარებელ სტრატეგიებს: კითხვა-პასუხს, ცოდნის გახსენება- კონსტრუირებას ,ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რადგან მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ახალი ცნებების და არსებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება. ამისთვის ძირითადად იყენებენ ვიცი ,გავიგე, მინდა ვიცოდე სტრატეგიას.
               მასწავლებელთა უმეტესობა ნაკლებად უზრუნველყოფს მოსწავლეებში, როგორც         გაკვეთილის შეფასების,ასევე მოსწავლეებში თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარების განვითარებას.
კვლევაში მონაწილე მასწავლებლების შემთხვევაში კი მინდა აღვნიშნო,რომ   ისინი თავიანთ გაკვეთილებზე იყენებდნენ მსგავს სტრატეგიებს, მაგრამ თავდაპირველად  მათ არ ჰქონდათ სისტემური ხასიათი . 
საბოლოო ჯამში, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას,რომ   საგაკვეთილო პროცესი ძირითადად  არ არის მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების  განვითარებაზე ორიენტირებული. ამიტომ, კვლევის მიმდინარეობის საწყის ეტაპზე, კვლევის მონაწილე მასწავლებლები შევთანხმდით,რომ,  შეგვემუშავებინა თითოეული უნარის  გასაუმჯობესებელი საერთო სტრატეგია, რადგან მიგვაჩნდა,რომ სხვადასხვა საგნის ფარგლებში გამოყენებული ერთი და იგივე მიდგომა შედარებით სწარფად მოაგვარებდა აღნიშნულ პრობლემას. 
პირველ ეტაპზე მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ გვემუშავა ტექსტის  გაანალიზებაზე, რადგან მოსწავლეთა უმეტესობა ვერ ახერხებდა ტექსტიდან მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოყოფას, რაც აძნელებდა მთლიანობაში ტექსტის აღქმასა და გააზრებას. ამიტომ ,  გაკვეთილზე , ახალ მასალას ვამუშავებდით  შემდეგნაირად: ვთხოვდით მოსწავლეებს ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი და მოენიშნათ ყოველ აბზაცში მთავარი  აზრი. შემდეგ განვიხილავდით , ვის  რა მიაჩნდა მნიშვნელოვნად და რატომ.   მიზნობრივად დასმული შეკითხვებით ვამახვილებინებდით   მოსწავლეებს ყურადღებს  მთავარსა და არსებითზე და ასე თანდათანობით  ვცდილობდით მათში დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარებას. პარალელურად ,  ეგრეთ წოდებული, ფონური ცოდნის გააქტიურებისას, რომელსაც , ძირითადად კითხვა-პასუხითა და  გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით ვახორციელებდით,   განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით ,რომ მოსწავლეებისათვის დაგვეძლევინებინა შეცდომების დაშვების შიში. ამას ვახერხებდით იმ მარტივი მიდგომით, როგორიცაა ,, ყველა აზრი მისაღებია”.  ცოდნის კონსტრუირებისათვის ხშირად ვიყენებდით: ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე სტრატეგიას , რომლის მეშვეობითაც  მოსწავლეებს ვეხმარებოდით იმის გააზრებაში თუ რა, იცოდნენ და რა იყო ისეთი , რაზეც არასაკმაარისი ცოდნა ჰქონდათ, ამით  ხელს ვუწყობდით მათში თვითშეფასების უნარის განვითარებას.
შემდეგ ეტაპზე უკვე მოსწავლეებს ვასწავლიდით  მასალის შეჯამებისთვის საჭირო სტრატეგიებს. ამისთვის ყველაზე ხშირად ვიყენებდით რეზიუმირებას. მოსწავლეებს ვთხოვდით ,  ჩვენ მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით  შეეჯამებინათ საკითხი, ან განხილული ქვეთავი, ამით ხელს ვუწყობდით არა მარტო მასალის  ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას, არამედ მათში დამოუკიდებელი მუშაობის  უნარის განვითარებას.
 სწავლების პროცესში პერიოდულად ვიყენებდით მონიტორინგის უნარის განვითარებისთვის  საჭირო სტრატეგიას, მოსწავლეთა თვითშეფასებისათვის ვიყენებდით,  ,, მოსწავლის  სწავლის აღრიცხვის” ფორმას .   მოცემულ ცხრილში მოსწავლეები  აფიქსირებდნენ  ნასწავლი მასალის გაგების ხარისხს,  გამოყოფდნენ  თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს და აანალიზებდნენ  იმას, თუ რა დაეხმარათ, ან რამ შეუშალათ ხელი,  საკითხის შესწავლაში.
მას შემდეგ, რაც ჩავთვალეთ, რომ მოსწავლეებს  გარკვეულწილად  განუვითარდათ  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი,  დავიწყეთ  სასწავლო პროცესში ,,კვირის გეგმით“, ,,პორტფოლიოთი’’ , ,,პროექტული სწავლებით”, მუშაობის დანერგვა. იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო მოსწავლეებში დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების   უნარის განვითარებისთვის. მაგალითად  კვირის გეგმით მუშაობამ  მოგვცა  დიფერენცირებული მიდგომის  საშუალება,  რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსწავლეებს ვთავაზობდით არჩევით  მრავალფეროვან დავალებებს, სადაც გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობები და ინტერესები.
სწავლების პროცესში ასევე აქტიურად ვიყენებდით გრაფიკულ ორგანიზატორებს ,( ვენის დიაგრამა, ცნების რუკა, გრაფიკულ სქემებს ანალოგიებისათვის, პერსონაჟის დახასითებისათვის, აღწერით პარადიგმებს), რომელთა მეშვეობით  ხელს ვუწყობდით მოსწავლეებში   მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. კოგნიტურ სქემებს ვიყენებდით,როგორც უშუალოდ გაკვეთილის პროცესში ასევე შემაჯამებელი დავალებების  დროსაც. 
საერთო სტრატეგიებთან ერთად ბუნებრივია საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვმუშაობდით განსხვავებული მეთოდებითაც, მაგალითად  ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მოსწავლეები ეუფლებოდნენ ექსპერიმენტული სამუშაოების დაგეგმვასა და შეფასებას, ასეთი ტიპის გაკვეთილები ძირითადად ტარდებოდა ჯგუფურად, რომლის დროსაც, მასწავლებელი ცდილობდა მოსწავლეებში , როგორც ურთიერთშეფასების   ასევე ჯგუფური შეფასების უნარების განვითარებას .ამასთან  ხელს უწყობდა, როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განვითარებას.  ჯგუფური მუშაობა აქტიურად გამოიყენებოდა სამივე საგნის გაკვეთილზე.
 კვლევაში მონაწილე სამივე მასწავლებელი გაკვეთილზე აქტიურად ვიყენებდით შეფასების რუბრიკებს. რომელთა შედგენაში მონაწილეობდნენ მოსწავლეებიც.    

კვლევის მიგნებები

მონაცემთა  ანალიზისას  გამოიკვეთა  რამდენიმე  მნიშვნელოვანი  მიგნება:
  • კვლევის შედეგად გამოვლინდა,რომ მოსწავლეთა უმეტესობას არ აქვს განვითარებული
  • მეტაკოგნიტური  უნარები,რომ მათ უჭირთ საკუთარი სწავლის დაგეგმვა, მონიტორინგი
  • და შეფასება. მიუხედავად იმისა,რომ მათ აქვთ საკმაოდ დიდი ინტერესი საგნის მიმართ,
  • უჭირთ სწავლა, რამაც შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს  მოსწავლეთა დემოტივაცია.
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების ნაკლებობა. 
  •  მასწავლებლები  აღნიშნავენ,  რომ  მოსწავლეთა  უმეტესობას  აქვს  ყურადღების 
  • კონცენტრაციის  პრობლემა.
  • ნაკლებად ექცევა ყურადღება  მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას გაკვეთილზე
  • (იშვიათად იყენებენ ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას)
  • პედაგოგები ერთმანეთთან  მხოლოდ  საუბრობენ სწავლებისას წარმოქმნილ სირთულეებზე
  • და არ  განიხილავენ პრობლემის   მოგვარების გზებს.

შესაძლო ინტერვენციები

მოსწავლეთა გამოკითხვის ,  მასწავლებლებთან  ფოკუსჯგუფისა  და  გაკვეთილზე  დაკვირვების,  ანალიზის  საფუძველზე  დავასკვენით,რომ მოსწავლეებმა არ იციან, როგორ მართონ საკუთარი სწავლის პროცესი და ამის გამო უჭირთ მასალის ათვისება,  რაც იწვევს მათ დემოტივაციას, ნაკლებ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და ყოველგვარი დავალება მათთვის ხდებოდა უინტერესო. ამიტომ  შევიმუშავეთ  სავარაუდო  ინტერვენციების  რამდენიმე   ვარიანტი, რომლებიც, ჩვენი აზრით, უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდიდა მათ სასკოლო ცხოვრებას. ამასთან არ ექნებოდა დავალებებს ყოველდღიური რუტინის სახე,  რაც ასე თრგუნავდა ჩვენს მოსწავლეებს და რაც მთავარია, შერჩეული ინტერვენციები მოგვცემდა დიფერენცირებული სწავლების საშუალებს, რაც  გაზრდიდა არამარტო  მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას ,არამედ  დადებითად შეცვლიდა დამოკიდებულებებს, როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე თავად მოსწავლეებს შორის :
დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელებამდე,  ვიყენებდით მიზნობრივ სწავლების სტრატეგიებს, როგორიცაა ინფორმაციის ამოცნობა, კოგნიტური  დიაგრამები. რეზიუმირება.
ინფორმაციის ამოცნობაზე მუშაობის მიზანი იყო:მოსწვავლეებს გამომუშავებოდათ მნიშვნელოვანის გამორჩევის და დახარისხების უნარი.
კოგნიტური დიაგრამებით  მუშაობის მიზანი იყო, მოსწავლეებს დავხმარებოდით   ნაწილისა და მთელის , ცნებისა და დეტალების  ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში.
 რეზიუმირების  გამოყენების მიზანი იყო:მასალის შეჯამება, რომელიც მოიცავს არსებითი და არაარსებითი ინფორმაციის განსხვავებას, ცნებებსა და იდეებს შორის მნიშვნელოვანი კავშირების დანახვას და ინფორმაციის სინთეზს.
 საბოლოო ჯამში  აღნიშნული მიდგომების გამოყენების მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის.

  1. კვირის გეგმით მუშაობა

„კვირის გეგმით“ მუშაობა წარმოადგენს ტრადიციული, ფრონტალური გაკვეთილის ალტერნატივას. კვირის გეგმით მუშაობა საშუალებას იძლევა მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი შეიცვალოს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, რაც მოსწავლეს დამოუკიდებელი სწავლის საშუალებას აძლევს. ამ მეთოდით მუშაობის დროს მოსწავლეები ეცნობიან ერთ თემაზე, საგანში, თუ საგნებში დასამუშავებელ დავალებებს, რომლებიც უნდა შესრულდეს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

      ინტერვენციად ,,კვირის გეგმის „გამოყენების მიზანია  მოსწავლეებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა:
  • სამუშაოს დაგეგმვა და გადანაწილება
  • მონიტორინგი  და  ანალიზი
  • შეფასება  და თვითშეფასება  

  1. მოსწავლის პორტფოლიო
საგანმანათლებლო პრაქტიკაში  საკლასო პორტფოლიო არის მოსწავლის ნამუშევრების (ნიმუშები, პროექტები, მასალები და ა.შ.) ნაკრები, რომელიც ასახავს მის განვითარებას და მიღწევებს, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. პორტფოლიო ასევე ასახავს მოსწავლის განვითარებას, რადგან დასრულებული და საუკეთესო ნამუშევრების გარდა მასში შედის დაუსრულებელი ნამუშევრები, საპილოტე ნამუშევრები და ა.შ
პორტფოლიოს წარმოების მიზანია:
  • მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი
  • სწავლის შედეგების ჩვენება
  • საგნობრივი  შეფასება
  • სწავლების მეთოდოლოგიის შეფასება

დაგეგმვა 
 შეფასდება კოგნიტური პროცესები: ინფორმაციის ორგანიზება, შეგროვება, დამუშავება გამოყენება და ა.შ
 პროცესში ჩართული არიან საგნის მასწავლებელი და  მეექვსე  კლასის  მოსწავლეები
ნამუშევრების შერჩევის პრინციპი: 
პორტფოლიოში შეგროვდება შემდეგი ნიმუშები:
  • საგნობრივი თვითშეფასება(პრე, I სემესტრის ბოლოს, II სემესტრის დასასრულს)
  • თვითშეფასებისათვის გამოყენებული იქნება  შეფასების ინსტრუმენტი,, მოსწავლეთა
  • სწავლის აღრიცხვის ფორმა“  მოსწავლეთა სწავლის აღრიცხვის ფორმა(მოსწავლის სწავლის
  • აღრიცხვის ფორმა წარმოადგენს მოსწავლის თვითშეფასების ინსტრუმენტს, რომლითაც
  • მოსწავლე შეაფასებს საკუთარ პროგრესს სასწავლო მიზანთან მიმართებით. აღნიშნული ფორმა

  • მოიცავს სასწავლო თემასთან დაკავშირებული ქვეთემების ჩამონათვალს, რომლებიც
  • განაწილებულია დროის გარკვეულ პერიოდზე. ქვეთემები შეიძლება განვიხილოთ, როგორც
  • ქვემიზნებიც. მოსწავლე რეფლექსიური კითხვების დახმარებით შეაფასებს საკუთარ მიღწევებს
  • სასწავლო მიზანთან მიმართებაში.)

  • 3. საშინაო  და საკლასო დავალება(მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას
  • , მიეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს
  • პასუხისმგებლობის გრძნობას და  არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს.)
  • ამასთან საშინაო დავალება ანვითრებს შემდეგ უნარებს
  1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
  2. კვლევის უნარ-ჩვევები;
  3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
  4. თვითმართვის უნარ-ჩვევები.

 დავალების ტიპები:
  1. ლაბორატორიულ სამუშაოს ოქმი;
  2. თემის  შემაჯამებელი რეზიუმე
  3. კოგნიტური  დიაგრამები  და სხვა
  • ყველა შემაჯამებელი დავალების რეფლექსია:რეფლექსია ეხმარება მოსწავლეს სწორად
  • შეაფასოს თავისი შესაძლებლობები,გამოყოს ძლიერი და სუსტი მხარეები, დაგეგმოს სუსტი
  • მხარეების დაძლევის გზები, რაც იმის საწინდარია,რომ მომავალში სწორად დაგეგმოს და
  • განახორციელოს   დასწავლის პროცესი

  •  პორტფოლიოს რეფლექსია(იგი ეხმარება მოსწავლეს, გამოავლინოს და შეიმეცნოს თავისი
  • საქმიანობის ძირითადი კომპონენტები, მისი აზრი და ტიპი, საშუალებები, პრობლემები და
  • მათი გადაწყვეტის გზები, მიღებული შედეგები, მერე კი განსაზღვროს შემდგომი საქმიანობის
  • მიზნები. )

საორიენტაციო შეკითხვები :
  1. რა  გამოცდილება შევიძინე პორტფოლიოზე  მუშაობისას?
  2. რა გამიჭირდა ყველაზე მეტად?
  3. რამ დამაინტერესა ყველაზე მეტად მუშაობის პროცესში
  4. რამდენად  შევიძინე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  5. რას გავითვალისწინებ მომავალში პორტფოლიოს წარმოებისას?

შეფასების  კრიტერიუმები
  • პორტფოლიოში ყველა ნამუშევარი შეფასდება წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების
  • მიხედვით. შეფასების კრიტერიუმები წინასწარ იქნება ცნობილი მოსწავლეებისათვის.
( შეფასების რუბრიკები დანართების სახით თან ახლავს კვლევის ანგარიშს)  

  1. პროექტი
პროექტები რეალურ პრაქტიკულ საქმიანობას, ცხოვრებას უკავშირდება და მოსწავლეებს წინასწარვე ცხადად ესმით მუშაობის მიზანი. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი განახორციელებენ და შეასრულებენ ინდივიდუალურად, ჯგუფში, მასწავლებლის თუ სხვა ადამიანების მხარდაჭერით, მათ მიერვე დამოუკიდებლად დაიგეგმება, შესრულდება, გაანალიზდება და შეფასდება. მისი  შესრულება მრავალმხრივ ცოდნას და პრობლემების მთელი კომპლექსის გადაწყვეტას მოითხოვს. შედეგად მიიღება სინთეზური (და არადისკრეტული)ცოდნა ( როგორც რეალურ ცხოვრებაში), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდისთვის .
ინტერვენციად პროექტის  „გამოყენების მიზანია  მოსწავლეებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა:
  • დაგეგმვის უნარის განვითარება;
  • პროექტის შედეგების  მიმოხილვა და პრეზენტაციის უნარის განვითარება ;
  • შედეგებისა და პროექტული საქმიანობის პროცესის შეფასების უნარის განვითარება.

 მთავარი ის არის, რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ ახალ  ფაქტებს, ააგებენ ახალ ცოდნას, და არ მიიღებენ მას მზა ფორმით  მასწავლებლის მონათხრობიდან ან სახელმძღვანელოდან.ასე ხდებიან ისინი ხელახლა ცოდნის „აღმომჩენები”.
 განხორციელებული ინტერვენციების რეფლექსია

კვირის გეგმა:გამომდინერე იქიდან,რომ  კვირის გეგმაზე მუშაობისას მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი მნიშვნელოვანი მეტაკოგნიტური უნარები, როგორებიცაა: სამუშაოს დაგეგმვისა  და გადანაწილების უნარი,  მონიტორინგის/ანალიზის უნარი,  შეფასებისა და თვითშეფასების უნარი, გადავწყვიტე აღნიშნულ კლასში დამენერგა მსგავსი მიდგომით მუშაობა.
ჩემთვის ეს მეთოდი იმით გახდა საინტერესო,რომ  მისი მეშვეობით მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, მოსწავლეზე ორიენტირებულით იცვლება, რაც მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის საშუალებას ძლევს. 
 პირველ ეტაპზე  მოსწავლეებს გავაცანი კვირის გეგმის არსი და  ვესაუბრე იმის შესახებ, თუ რა დადებით  ზეგავლენას  მოახდენს  მათი სწავლის პროცესზე   მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.
მოსწავლეთა დიდი ნაწილი ამ მეთოდით დაინტერესდა,თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თავდაპირველად ვერ გაიაზრეს კვირის გეგმის  მნიშვნელობა და  ნაკლები ინტერესი გამოამჟღავნეს.
იმისათვის ,რომ მოსწავლეები  შეჩვეოდნენ ამ მეთოდით მუშაობას, თავდაპირველად მათთან  ერთად ვგეგმავდი ყოველ დღეს ,რაც თანდათან კვირის გეგმად გადაიქცა.   შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე კვირის გეგმები ,სადაც  დავალებები ისე იყო შერჩეული, რომ მოსწავლეებს  ადვილად მოერგოთ ისინი თავიანთი შესაძლებლობებსა და ინტერესებზე. მოსწავლეები   ცდილობდნენ დავალებები შეესრულებინათ დამოუკიდებლად. მე კი მხოლოდ ფასილიტატორის როლს ვასრულებდი.
პირველი კვირის გეგმის შესრულებისას მოსწავლეებთან  უფრო  ხშირად მჭირდებოდა  საუბარი  დაგეგმვის საკითხებზე, მათ გაუჭირდათ დავალებების დროში გადანაწილება, პრიორიტეტებისა და შესრულების სირთულის მიხედვით დალაგება,  თუმცა კვირის გეგმის პრეზენტაციისას აღნიშნავდნენ,რომ მათ გააცნობიერეს   დაგეგმვის აუცილებლობა და, რომ ისინი მომდევნო დავალებები სშესრულებისას გაითვალისწინებდნენ მასწავლებლის რეკომენდაციებს. , კერძოდ აქცენტს ვაკეთებდი იმაზე,რომ  მასწავლებლის მიერ შემუშავებული გეგმა აუცილებლად უნდა მოარგონ   მოსწავლეებმა  საკუთარ შესაძლებლობებსა და ინტერესებს. ამით მათ არჩევანის საშუალება ეძლევათ, რაც ზრდის მათ შინაგან მოტივაციას და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. 
ჩემთვის ძალიან  მნიშვნელოვანი იყო ის,რომ კვირის გეგმით სწავლებისას მოსწავლეები მხოლოდ საგნობრივ ცოდნას კი არ  ეუფლებოდნენ, არამედ იძენდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციებს,როგორიცაა დამოუკიდებლად მუშაობის, დროის რაციონალური განაწილების უნარი  და პასუხისმგებლობის  გრძნობა, რაც აშკარად გამოიკვეთა მეორე თემასთან დაკავშირებული კვირის გეგმის პრეზენტაციისას, რომლის დროსაც  ყველა მოსწავლეს ჰქონდა დავალებები შესრულებული და გულწრფელად  გამოკვეთდნენ დავალებებს,რომელთა შესრულებაც გაუჭირდათ, ასევე გულწრფელად აღნიშნავდნენ საკუთარ დამოკიდებულებებს    კვირის გეგმასთან დაკავშირებით, ისინი აღიარებდნენ საკუთარ პროგრესს წინა წელთან შედარებით,როცა არ სწავლობდნენ მსგავსი მეთოდით.
განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდნენ მოსწავლეები ღია  კვირის გეგმით მუშაობას.  სადაც მოსწავლეები უკვე აბსოლუტურად დამოუკიდებლად გეგმავდნენ, უწევდნენ მონიტორინგს და აფასებდნენ საკუთარი სწავლის პროცესს, რეფლექსიაში ისინი აღნიშნავენ,რომ მათთვის საინტერესო იყო ამ კუთხით მუშაობა,რადგან თავად  არჩევდნენ დავალებებს  იმ მიზნის მისაღწევად ,რაც მასწავლებელმა მიაწოდათ, ამ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობდნენ პირობის შედგენას, კითხვის დასმას, რაც მომავალში დაეხმარებათ სხვადასხვა ტიპის დავალებების  პირობის გააზრებაში მინდა აღვნიშნო, რომ  ღია კვირის გეგმით მუშაობისას მოსწავლეებს მოუწიათ  შემცვლელ მასწავლებელთან მუშაობა და მიუხედავად ამისა მათი პასუხისმგებლობა არ განელებულა, როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში და დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას
მოსწავლეების მხრიდან კვირის გეგმის ანალიზზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან ამ დროს მათ ეძლევათ საშუალება, გამოკვეთონ პრობლემები და სირთულეები და დასახონ მათი დაძლევის გზები, რაც მათ თვითრეგულაციის უნარს გამოუმუშავებს. ამიტომ მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ სარეკომენდაციო კითხვები ,რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა   მოახდინეს კვირის გეგმების რეფლექსია,რომელიც წარმოადგინეს კლასში პრეზენტაციის სახით. 
  1. რომელი დავალება გამიჭირდა ყველაზე მეტად?
  2. რომელი დავალება გამიადვილდა ყველაზე მეტად?
  3. არჩევითი დავალებებიდან რომელმა დამაინტერესა ყველაზე მეტად?
  4. რამდენად ვახერხებდი დავალებებზე მუშაობას დამოუკიდებლად?
  5. რამდენად ხშირად მჭირდებოდა დახმარებისათვის მიმემართა თანაკლასელებისთვის
  6. რა  გამოცდილება შევიძინე კვირის გეგმაზე მუშაობისას?
  7. მომავალში რას გავითვალისწინებ კვირის გეგმაზე მუშაობისას?

პრეზენტაციებისას მოსწავლეებმა  გამოყვეს კონკრეტული დავალებები, რომლის   შესრულებაც გაუჭირდათ. აღსანიშნავია,რომ მათი უმრავლესობა ასახელებდა ერთი და იმავე დავალებას, და სირთულის მიზეზად თვლიდა პირობის ვერგაგებას,  ამისთვის მათ დასჭირდათ თანაკლასელების დახმარება, უნდა აღიიშნოს,რომ ისინი უბრალოდ გაუაზრებლად კი არ ცდილობდნენ მასალის გადაწერას,არამედ ცდილობდნენ თვითონ გარკვეულიყვნენ დავალების პირობაში და შემდეგ დამოუკიდებლად შეესრულებინათ

 კითხვაზე თუ რამდენად მუშაობდნენ დამოუკიდებლად, პირველ  კვირის გეგმასთან  შედარებით, მოსწავლეთა უმეტესობა აღნიშნავდა,რომ დავალებების უმეტესობამ   დახმარების გარეშე შეასრულა, რადგან მიეჩვია წიგნთან მუშაობას,  და პრობლემის გადასაჭრელად აირჩია თვითგანვითარების გზა.

 რეფლექსიების გაანალიზებისას ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა , ის რომ მოსწავლეები  მომავალი კვირის გეგმაზე მუშაობისას აპირებენ   დავალებების პრიორიტეტებად დალაგებას,  დროის რაციონალურად გადანაწილებას,  საკუთარი შედეგების კრიტიკულ თვითშეფასებას, ასევე მზად არიან ითხოვონ დახმარება და გაიარონ კონსულტაცია,როგორც მასწავლებელთან ,ასევე თანაკლასელებთან.
 კვირის გეგმით მუშაობამ  დაწყებით საფეხურზე მომცა საშუალება, უფრო მეტ მოსწავლეში  გამეღვივებინა რწმენა,რომ მათ შეუძლიათ სწავლა, სწორი მიდგომის შემთხვევაში.  რამაც გამოიწვია მოტივაციის გაზრდა, ისინი  დიდი გულისყურით ეკიდებიან სამუშაოს, რაც მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას,რომ მეთოდმა  შედეგი გამოიღო, როგორც ცოდნის დაგროვების ასევე საჭირო უნარების განვითარების კუთხით.

პორტფოლიო
პორტფოლიოს წარმოება ეყრდნობა იმის გაცნობიერებას, რომ ეფექტური შეფასება მოსწავლით იწყება. თუ რომელიმე მოსწავლის აკადემიური მოსწრება გასაუმჯობესებელია , უპირველესყოვლისა, თავად მოსწავლემ უნდა დაინახოს ამის საჭიროება. მას უნდა შეეძლოს თვითშეფასება და განსჯა იმისა, როგორ განვითარდეს შემდგომში, როგორ განსაზღვროს გასავარჯიშებელი და გასაუმჯობესებელი უნარები და სფეროები, რომლებზეც უნდა მოახდინოს ფოკუსირება–განათლების მიზანი ხომ სწორედ ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელსაც შეუძლია სწავლის გაგრძელება მასწავლებლის მითითების გარეშე. პორტფოლიოც, უწინარესყოვლისა, ამ მიზნითაა შექმნილი და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლის პროგრესი. ჩავთვალე, თუ პორტფოლიოთი შეფასების მეთოდს გამოვიყებდი,ხელს შევუწყობდი მოსწავლის არა მხოლოდ, როგორც თვითშემფასებლის განვითარებას, არამედ ვაქცევდი გაკვეთილების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასწავლო კომპონენტად, რაც მოსწავლეს ასწავლის იმ გზების ძიებაზე ფიქრს, რომლებითაც საკუთარი კომპეტენციები და უნარები უნდა გააუმჯობესოს.ერთი სიტყვით, მინდოდა მოსწავლესთან ერთად მედევნებინა თვალი მისი პროგრესისთვის.პორტფოლიო გახდა ჩვენი ურთიერთობისა და დისკუსიის ცენტრალური პუნქტი.
პირველ ეტაპზე  მოსწავლეებს გავაცანი პორტოლიოს არსი და  მივეცი რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, როგორ ეწარმოებინათ პორტფოლიო. განვსაზღვრეთ პორტფოლიოს მიზანი. გავაცანი პორტფოლიოზე მუშაობის ძირითადი საფეხურები. პორტფოლიოს ფუნქციები,   რომ პორტფოლიო უნდა შეიცავდეს ყოველგვარ ნაწერს და მასალას, რომელიც უკავშირდება მოსწავლის მიერ წაკითხულ ან წასაკითხ ტექსტებს. პორტფოლიოში შესული მასალების ბალანსი დამოკიდებული იყო მათ ინდივიდუალურ ინტერესებზე, აზროვნების ჩვევებზე, აზრების წყაროებზე და ა.შ. პორტფოლიოს მოხმარების „თავისუფალი“ შინაარსი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მოსწავლე თავს გრძნობდეს თავისი კრებულის ჭეშმარიტ  მფლობელად. 
იმისათვის ,რომ მოსწავლეები  შეჩვეოდნენ ამ მეთოდით მუშაობას, თავდაპირველად მათთან  ერთად ვიღებდი მონაწილეობას პორტფოლიოს ორგანიზებაში.მასალების თავმოყრაში. ხანდახან ვურჩევდი ამა თუ იმ მასალის დამატებას და ვუხსნიდი, რატომ იქნებოდა კარგი პორტფოლიოში მისი შენახვა.   მოსწავლეები   ცდილობდნენ დავალებები შეესრულებინათ დამოუკიდებლად. მე კი მხოლოდ ფასილიტატორის როლს ვასრულებდი.
ჩემთვის ძალიან  მნიშვნელოვანი იყო ის,რომ პორტფოლიოთი სწავლისას მოსწავლეები მხოლოდ საგნობრივ ცოდნას კი არ  ეუფლებოდნენ, არამედ იძენდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციებს, როგორიცაა დამოუკიდებლად მუშაობის, თვითშფასებისა და განსჯის უნარი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ პორტფოლიოს  წარმოებას.  მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ, თავად შეექმნათ და გაეფორმებინათ საქაღალდე. მოსწავლეებმა აირჩიეს კლასში ადგილი, სადაც თავიანთ პორტფოლიოებს განათავსებდნენ, ცდილობდნენ, წარმატებით შეესრულებინათ დავალებები, რათა შემდგომ ისინი საქაღალდეში მოეთავსებინათ. მე მათ ვაძლევდი პერიოდულ უკუკავშირს.
მოსწავლეების მხრიდან პორტფოლიოს ანალიზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დროს მათ ეძლევათ საშუალება, გამოკვეთონ პრობლემები და სირთულეები და დასახონ მათი დაძლევის გზები, რაც მათ თვითრეგულაციის უნარს გამოუმუშავებს. ამიტომ მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე სარეკომენდაციო კითხვები ,რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა   შეძლეს პორტფოლიოს რეფლექსია,რომელიც წარმოადგინეს კლასში პრეზენტაციის სახით. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მათ ასე ობიექტურად შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება. ისინი  გამოყოფდნენ თავიანთ ძლიერ და  გასაუმჯობესებელ მხარეებს და თამამად საუბრობდნენ   სირთულეების გადაჭრის გზებზე.
ვთვლი, რომ პორტფოლიოს, როგორც სწავლების ახალ მეთოდოლოგიურ საფუძველს,  განსაკუთრებული საგანმანათლებლო ღირებულება აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ სწავლებისადმი ამგვარი მიდგომა გაკვეთილს ერთმნიშვნელოვნად შედეგიანს   ხდის. სასწავლო პროცესში პორტფოლიოს წარმოების დანერგვა უზრუნველყოფს, რომ სწავლება პროცესზე ორიენტირებული გახდეს. ასეთ შემთხვევაში, საბოლოო შედეგი მიიღწევა მოსწავლის მიერ საკუთარ შემეცნებით პროცესზე სისტემატური  რეფლექსიით, შეცდომათა ანალიზითა და ახალი მცდელობების შედეგად. პორტფოლიოს რეფლექსია წამყვანი შემეცნებითი აქტივობა ხდება. პორტფოლიოს წარმოებისას მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და ჩართულობა გარანტია აღმოჩნდა იმისა, რომ პორტფოლიოთი მუშაობამ დადებითი შედეგები გამოიღო.
აღსანიშნავია,რომ  ფორტფოლიოში შენახულმა , მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმამ, მისცათ მოსწავლეებს იმის საშუალება გაეგოთ რა იცოდნენ  სემესტრის დასაწყისში, პირველი სემესტრის ბოლოს და რა იციან ახლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებში თვითშფასების უნარის განვითარებისთვის. მოსწავლეებმა  პირველი სემესტრის  ბოლოს და წლის ბოლოს მოახდინეს პორტფოლიოზე მუშაობის რეფლექსია შემდეგი საორიენტაციო შეკითხვების მიხედვით
  • პორტფოლიოზე მუშაობისას რა იყო  ჩემთვის ყველაზე საინტერესო?
  • რა იყო პორტფოლიოზე მუშაობისას ჩემთვის ყველაზე რთული?
  • რატომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი პორტფოლიოზე მუშაობა?
    • რაში დამეხმარება პორტფოლიოზე მუშაობისას მიღებული გამოცდილება?
    • რა გავაკეთე კარგად? რა იყო ჩემი წარმატების მიზეზი?
    • რა ვერ გავაკეთე კარგად?რა იყო ჩემი წარუმატებლობის მიზეზი?
    • რის  უკეთ გაკეთებას ვისურვებდი შემდეგში?
პრეზენტაციებისას მოსწავლეებმა  გამოყვეს კონკრეტული დავალებები, მაგ, შემაჯამებლების რეფლექსია, რომელზეც ამბობდნენ, რომ ეხმარებოდათ შეცდომების გააზრებაში და ცდილობდნენ მის გამოსწორებას. ასევე მათთვის საინტერესო იყო დავალებათა შერჩევის პროცესი,რომლის დროსაც ცდილობდნენ  მრავალფეროვანი დავალებების წარმოდგენას.

 რეფლექსიების გაანალიზებისას ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ,ის რომ მოსწავლეები პორტფოლიოზე მუშაობისას ახერხებდნენ ცოდნის დოკუმენტირებას , მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანას, თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან დაკავშირებას,  საკუთარი შედეგების კრიტიკულ თვითშეფასებას,  ასევე  მომცა საშუალება, მოსწავლეებს საკუთარ პორტფოლიოზე დაკვირვებით თვალსაჩინოდ დაენახათ საკუთარი მიღწევების  პროგრესი. 






პროექტი
სწავლის პროცესში ხშირია მოსწავლეთა მხრიდან  შემდეგი შინაარსის კითხვები: რატომ ვსწავლობთ საკითხს? რაში შეიძლება გამოვიყენოთ არსებული ცოდნა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში სასწავლო პროექტის მოსწავლეებისთვის, და, ზოგადად, საზოგადოებისთვის აქტუალურ თემაზე დაგეგმვა და მასში მოსწავლეების აქტიური ჩართვა დამეხმარა.
მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარების მიზნით  დახურული ტიპის კვირის გეგმებზე მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე   მოსწავლეებისთვის მიმენიჭებინა თავისუფლება, რათა დამოუკიდებლად გამოეყენებინათ ის უნარები რაც შეიძინეს კვირის გეგმებზე მუშაობისას კერძოდ დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება და დავიწყე პროექტის განხორციელება. 
 გარდა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისა პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა როგორიცაა:
ციფრული წიგნიერება. -რაც გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას და დამუშავებას  სხვადასხვა ელექტრონული  წყაროს  მეშვეობით.
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.- მოსწავლემ შეძლოს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჯგუფის წევრებს შორის.
პროექტის  ფარგლებში დაგეგმილმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში  მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას კერძოდ:  
დაგეგმვის უნარის განვითარებისთვის გამოვიყენე -----ფუნქციების გადანაწილება. მიზნის განსაზღვრა. მოდელის შექმნა.
შეფასების უნარის განვითარებისთვის-----შეფასების რუბრიკების შექმნა.
გაგება-გააზრების მონიტორინგის უნარის განვითარებისათვის  კი გამოვიყენე  ტექსტის და მოძიებული ინფორმაციის  გააზრება
 პირველ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, ისინი მთელი მონდომებით იყვნენ ჩართულნი  მოდელების შექმნაში, საკმაოდ კარგად მოახერხეს ტექსტის დამუშავებაც, მაგრამ ცოტა გაუჭირდათ პროექტის შეჯამება და პრეზენტაციის სახით  წარმოდგენა.  ამიტომ გადავწყვიტე განმეხორციელებინა კიდევ ერთი პროექტი
                       
ამ პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ კონსულტანტის როლს ვასრულებდი, ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს   მიმართულებას ვაძლევდი. ასევე, ვუთითებდი საინფორმაციო წყაროებს.
პროექტულმა სწავლებამ მოსწავლეებს მისცა საშუალება განეხორციელებინათ მრავალფეროვანი დავალებები (ლაბორატორიული სამუშაო,  მოდელის შექმნა, ტექსტების დამუშავება, კითხვარების შედგენა, კედლის გაზეთების გამოშვება  და სხვა.) რაც დაეხმარათ , როგორც საკუთარი, ასევე თანაკლასელების  შესაძლებლობების მრავალმხრივ დანახვაში. რის ფონზეც ხელი ეწყობოდა მათში თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარის განვითარებას.
პროექტი საბოლოო ჯამში წარმოადგინეს და განვიხილეთ პრეზენტაციის   სახით სადაც მოსწავლეებს გათვალისწინებული ჰქონდათ მიღებული რეკომენდაციები  და რაც მთავარია მაქსიმალურად გამოსწორებული.
პროექტულმა სწავლებამ გაამართლა, რაც გამოიხატება იმაში,რომ ხელი შეეწყო მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას, რაც აშკარად იგრძნობოდა  ორივე  პროექტის მსვლელობისას.
ინტერვენციის  შეფასება

იმისათვის  რომ  დაგვედგინა  გამოიღო  თუ  არა  შედეგი  დაგეგმილმა  ინტერვენციებმა,    ჩავატარეთ: მოსწავლეთა გამოკითხვა,   ფოკუსჯგუფი   მოსწავლეებთან,  ფოკუსჯგუფი  მასწავლებლებთან და კვლავ განვახორციელეთ  ფოკუსირებული დაკვირვება საგაკვეთილო პროცესზე.

მოსწავლეთა გამოკითხვა(ანკეტირება)
 ინტერვენციების განხორციელების შემდეგ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა მოსწავლეთა ხელმეორედ გამოკითხვა, რათა  მიღებული შედეგი გაგვეზომა ობიექტურად.
 ამისათვის მოსწავლეებს   დავურიგეთ  კითხვარი, თითქმის იგივე ,რაც გამოვიყენეთ ინტერვენციების განხორციელებამდე,  განსაკუთრებულად პრობლემური საკითხის დიაგნოსტირების მიზნით.  გამოიკითხა 25 მოსწავლე.
კითხვაზე  ხუთბალიანი  შეფასების სისტემით რა ქულაზე შეაფასებდით ბუნებისმეტყველების სწავლების სირთულეებს,  წლის დასაწყისთან შედარებით უფრო მეტი  9  მოსწავლე ამბობს, რომ   წინა წლებთან შედარებით უადვილდება საგნის სწავლა, საშუალო  დონეზე სწავლობს  13 მოსწავლე და კვლავ უჭირს  3 მოსწავლეს .
ვფიქრობ, აღნიშნული მონაცემები იძლევა იმის საშუალებას დავასკვნათ,რომ მთელი წლის მანძილზე განხორციელებულმა ინტერვენციებმა,  გამოუმუშავათ მოსწავლეებს ,,სწავლის უნარი“   , რის გამოც უკვე  შედარებით უადვილდებათ მასალის ათვისება.
https://lh5.googleusercontent.com/nyV-hU9DwjaS_vVYPLJqXgUVX2yDSeD7k9MQcZEXVJQR90y9HpjE2BqqoFe1JEM32ibs4DIYhHBEO5srWmzNlq2Gf82di9etkn6gFwsrMWt5O4cJRlS_vngXVPzBw6ORFdpy1Ymg4Xm8tCiTmA
 მდგომარეობა  უმნიშვნელოდ ,მაგრამ მაინც   არის შეცვლილი. კითხვაზე   თუ  რამდენად   ხშირად იყენებენ მასწავლებლები საკითხის გასააზრებლად ცხრილებს, დიაგრამებს და აშ. გამოკითხვამ აჩვენება  ,რომ მასწავლებლები აქტიურად იყენებენ მიდგომებს ( მუშაობდნენ კოგნიტურ სქემებსა და ტექსტის გააზრებაზე, ახდენენ ცოდნის კონსტრუირებას),რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში  მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას ,რაც უზრუნველყოფს საკითხის  უკეთ გაგებასა და გააზრებას.
განმეორებითმა გამოკითხვამ აჩვენა,რომ მოსწავლეთა უმეტესობა დავალების შესრულებამდე  აუცილებლად უსმევს  საკუთარ თავს  კითხვებს, რომლებშიც  ნათლად ჩანს,რომ  მათ აქვთ დაგეგმვის უნარი. თუმცა კლასში რჩებიან მოსწავლეები, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული,რომ სწორად დაგეგმილი ქმედება წარმატების საწინდარია.
https://lh5.googleusercontent.com/lM84pUr8WXNTwQDMja8944HtXkGhasPImy-n7ctXb_WVfESAsfIJNffd51z0XJvEK78ORnrCaMREt7lw6mLJeIqj2QjIoRYLWD4J3AdDyWrZrq29l8NHV8SGrIUTK-6dk-txfhxi
ანალიზის შედეგად  გამოვლინდა,რომ მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა შეიძინა  საკუთარი სწავლის მონიტორინგის უნარი, რაც გამოიხატება იმაში,რომ ახლა უფრო ხშირად     ფიქრობენ იმაზე თუ რა უნდა შეცვალონ სწავლის პროცესში,რომ უკეთეს შედეგზე გავიდნენ.
https://lh4.googleusercontent.com/0Vho7yHSLqTK43EIHpa5mkozu5pQr8Tbj9FaU6H_de0B9CsGuB5aeh5OmPXivXwUPjzx06IDHICwclfTzHOsDHXsswsnVUHCKSGpxSkHX83ameik7gJmGFToqIE9N1PbFTBRbuBU

წლის დასაწყისში  მოსწავლეთა თითქმის ნახევარი ვერ ახერხებდა საკუთარი ცოდნის შეფასებას, რადგან ვერ ფლობდნენ შეფასებისთვის საჭირო უნარებს. ახლანდელი გამოკითხვით დადგინდა,რომ მდგომარეობა შეიცვალა  და  ახლა  დავალების დასრულების შემდეგ   მოსწავლეთა უმეტესობა საკუთარ თავს უსმევს შეკითხვას ,, რამდენად სწორად  გადავჭერი ამოცანა“   ,,რისი გაუმჯობესება არის საჭირო უკეთესი შედეგის მისაღწევად“
https://lh5.googleusercontent.com/-6Fvb3BeQLa3S6vTJSPm_kNfv6AwGJiBV-gX6TJwIrgYJ5xwnXHAOHXq1IMippUSjLvFHvkktuJbqAW5s4gyPr_bNcT3Mr6DYC-iKS0TuL55769Ejhtq8Opo5I4OUTMunLs_EEPg
ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის მთავარი მიზანი იყო ხელი შეგვეწყო მოსწავლეებში დამოუკიდებელი თვითმართვადი სწავლის უნარის განვითარებისთვის. გამოკითხვამ აჩვენა,რომ  კლასში,მხოლოდ 3 მოსწავლეს  ჭირდება კიდევ სხვისი დახმარება სწავლისას, დანარჩენი კი  უკვე სწავლობს დამოუკიდებლად
https://lh4.googleusercontent.com/pUfaTA655SWslXGpV1THDjfRccL0HAWBM23GD_-LHyq8QvedUGM7Q-KGr5JvrdRnu21OPXxB94wZdI7QtBdi6QwLebfkwio1HwjGcpbO3vYaj-UxYzuszijfQI_9Up5qkUIUvLM6OHQga1j5iA ინტერვენციების განხორციელებამდე  თხუტმეტი   მოსწავლე ტექსტს განიხილავდა მთლიანობაში, რაც  ართულებდა ტექსტის  შინაარსის აღქმასა და გააზრებას.  კვლევის ფარგლებში განხილულმა მრავალმხრივმა სტრატეგიებმა(გამოყენებულმა დიაგრამებმ.ა. კომენტარებით კითხვამ) კი  მოსწავლეებს გაუადვილა სწავლის პროცესი . დღეს უკვე მოსწავლეებმა იციან,რომ  ტექსტის მარტივად დასამუშავებლად საჭიროა ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოყოფა და დახარისხება.

https://lh6.googleusercontent.com/aEmc9SV3dFQEtnss90cBfJIq8zHMfPbD3eZ2bi3F7qcIGbCLbKMlMyoP0OKmo3UFWwC0ZtYasRMKVgLvOsF4185PnIrwQTipOk3fdiPne-A42NV3B2njvXwT5l-SRu6LbRXhucaBv0VFRKyB5A

https://lh6.googleusercontent.com/8BhDj-_Iw5T9czDBa7V5y4eNPdyd7G9efzPum5MDtLnAPYj_sK79KXc6SPybEG1DZDpd1BCa1gbO7ZXmgywIvAqN8gdsbmCqOQ7veH25OKzbku0tuycVMh0r_7zKSjxufQJ1usnY
თავდაპირველ გამოკითხვასთან შედარებით ამ კუთხითაც შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება. უნდა აღინიშნოს, რომ კლასში არ არის მოსწავლე, რომელიც ვერ აანალიზებს საკუთარი სწავლის პროცესს.
გამოკითხვამ აჩვენა,რომ მოსწავლეთა უმეტესობას აქვს დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების უნარი, რაც ასეთი მნიშვნელოვანია წარმატებული და სრულყოფილი სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის.

მოსწავლეებთან  ფოკუსჯგუფი:ინტევენციების შესაფასებლად გამოვიყენეთ ფოკუსჯგუფი  მოსწავლეებთან .ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეთა მხრიდან , განხორციელებული ინტერვენციების შეფასება, რაც დაგვეხმარა იმის გააზრებაში თუ რამდენად განუვითარათ მოსწავლეებს  კვირის გეგმით, პორტფოლიოთი და პროექტებით  სწავლამ მეტაკოგნიტური უნარები. ახლა რას ფიქრობენ და კიდევ რა უნდა გაკეთდეს უკეთესი შედეგის მისაღწევად.
მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო კვირის გეგმებზე მუშაობა, ვინაიდან უფრო მეტი ინფორმაციის გაგება და დახარისხება  მოახერხეს. კვირის გეგმაზე მუშაობის პროცესში ისწავლეს სამუშაოს დაგეგმვა და არსებული დავალებების  დროში გადანაწილება , ”ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამე, პირველ რიგში დაგეგმვა , დროის გადანაწილება , რა დრო დამჭირდებოდა თითოეული დავალების შესასრულებლად“.  მოსწავლეებმა აღნიშნეს , რომ თავდაპირველად ( პირველი კვირის გეგმის შესრულების დროს  )  ძალიან გაუჭირდათ დავალებების დროში გადანაწილება , ამის გამო უწევდათ ყველა სამუშაოს ერთდროულად შესრულება,  შემდეგი კვირის გეგმების შესრულების დროს კი, დროს ეფექტიანად იყენებდნენ ,რაც გამოიხატებოდა იმაში , რომ პირველ დღეს მათთვის სასურველ  ორ დავალებას ასრულებდნენ , მეორე დღეს შესაბამისად კიდევ ორს და ა.შ.   კვირის გეგმაზე მუშაობამ მოსწავლეებს შესძინა პასუხისმგებლობის გრძნობა, თანამშრომლობითი და  გუნდური მუშაობის უნარი ,“ კვირის გეგმა მომეწონა იმიტომ,  რომ  პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა, მინდოდა დროშიც ზუსტდ ჩავტეულიყავი და დავალებებიც სწორად მქონოდა შესრულებული, ხოლო რასაც ვერ ვიგებდი დახმარებას ვთხოვდი თანაკლასელებს და ჩვენ ერთდ ვმუშაობდით  დავალებებზე“ (აღნიშნავდნენ მოსწავლეები )
       კვირის გეგმებზე მუშაობის  პროცესში მოსწავლეებს  უწევდათ დავალებების სირთულეების მიხედვით დალაგებაც, აღნიშნეს რომ თავიდან გაუჭირდათ   ამ ქრონოლოგიის დაცვა  და (რთული, შედარებით რთული, მარტივი ძალიან მარტივი.... ) დასახმარებლად მასწავლებლებს მიმართავდნენ , ხოლო შემდეგში   ამას თვითონ აკეთებდნენ, დავალებების შესრულების დროს ზომავდნენ საკუთარ შესაძლებლობებსაც,   რომელ დავალებას გააკეთებდნენ პირველს, რა დროს მოანდომებდნენ თითოეული  დავალების შესრულებას.
      საინტერესო იყო მოსწავლეების პასუხი კითხვაზე აანალიზებდნენ თუ არა იმ მიზეზებს ,თუ  რატომ უჭირდათ  სწავლა ინტერვენციებამდე , მოსწავლეებმა აღნიშნეს , რომ საწყის ეტაპზე სასწავლო პროცესი მოსაბეზრებელი იყო და ხშირ შემთხვევაში გაუგებარი, ვინაიდან დავალებები რთულად ეჩვენებოდათ, ყველა დავალება ერთმანეთს გავდა  და მთლიანობაში რუტინული იყო, ხოლო  სასწავლო პროცესში სწავლა სწავლების მრავალფეროვანმა  მიდგომებმა  ( მარკირებით კითხვა, ტექსტიდან ძირეული ინფორმაციის გამოხშირვა მეორეხარისხოვანი ინფორმაციისგან, დიაგრამების გამოყენება . ... ) გაუადვილათ სწავლა , უფრო მრავალფეროვანი გახადა სასწავლო პროცესი და   ხალისით ასრულებდნენ მათზედ დაკისრებულ მოვალეობებს. 
    მუშაობის პროცესში მოსწავლეებისთვის სირთულეს წარმოადგენდა დავალებების რაოდენობა, ვინაიდან სამ საგანში ერთდროულად მუშაობდნენ და საამისოდ  საკმარისი დრო არ ქონდათ,  ამ სიტუაციიდან ,ნაწილისთვის გამოსავალი იყო დავალებების შემცირებაში „გვქონდეს 7 სავალდებულო და 2 არჩევითი დავალება“ , ხოლო ნაწილისთვის გამოსავალი დროის გაზრდაში იყო.
   კვირის გეგმებზე სისტემატური  მუშაობის შედეგია ის, რომ მოსწავლეები უკვე  დამოუკიდებლად  გეგმავენ და ანაწილებენ დროს,  ახდენენ სამუშაო პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას    „ საკუთარ თავს ვუსვამდით ხოლმე შეკითხვებს,   ვაანალიზებდით რა გვიჭირდა და ეს გვეხმარებოდა ჩვენ სიძნელეების დაძლევაში „  შეფასების  რუბრიკების აქტიური გამოყენებით მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  შეფასების და თვითშეფასების უნარი.
    პორტფოლიოთი მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარა მოცულობითი და მრავალფეროვანი ინფორმაციების   ორგანიზებაში, დროის მართვასა და სამუშაოს  დგეგმვაში, თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებაში   „ თუ რამე დაგვავიწყდება გადავხედავთ ხოლმე და გაგვახსენდება ჩვენი ნასწავლი მასალა, აგრეთვე   ჩვენს რეფლექსიებს ჩავხედავთ  და გაგვახსენდება რა გაგვიჭირდა და რა გვქონდა კარგად გაკეთებული _ ასე ვისწავლეთ საკუთრი თავის შეფასებაც“.  პორტფოლიოთი მუშაობით მოსწავლეებმა ისწავლეს  დამოუკიდებლად მუშაობა,  დასაწყისში უჭირდათ დავლებების დალაგება - აწყობა , ორგანიზება ,ჰქონდათ თვისუფალი ნება, რომელი დავალებაც უნდოდათ იმას ინახავდნენ, დიდი მასალის ორგანიზებაში და კლასიფიკაციაში მათ ძალიან დაეხმარათ სარჩევი , რომელიც გამოყოფდა ერთმანეთისაგან სხვადასხვა ტიპის დავალებებს მაგ: საშინაო დავალებები, კვირის გეგმა ,პროექტი და სხვა.  სამომავლოდ კი თუ ისევ  პორტფოლიოზე გააგრძელებენ მუშაობას მათ გამოთქვეს სურვილი,  რომ იყოს უფრო რთული დავალებები , კლასგარეშე საკითხავი მასალები „თუ ისევ პორტფოლიოთი ვისწავლით  უფრო რთული დავალებები გვქონდეს და  დამატებითი მასალა წასაკითხი,   ასე უფრო ბევრ ახალ რამეს  გავიგებთ „ 
                          პროექტზე მუშაობის განმავლობაში მოსწავლეებმა ბევრი მრავალფეროვანი,         შემეცნებითი და შემოქმედებითი  დავალებები შეასრულეს, ინფორმაციის მოძიება შეძლეს სხვადასხვა წყაროს  საშუალებით მაგ: ინტერნეტი, წიგნი, ინტერვიუ   და აგრეთვე ინფორმაციის გადაცემა შეძლეს მრავალფეროვანი საშუალებებით , პრეზენტაცია ( ისტის გამოყენებით)  კედლის გაზეთი , მაკეტები,  ქანდაკება ...
 „ პროექტის განმავლობაში გვქონდა   გასვლითი ღონისძიება მუზეუმში  და ეს მოგვეწონა ყველაზე მეტად , პირველ  რიგში დაგვეხმარა იმაში, რომ საკუთარი თვალით ვნახეთ  მუზეუმში ის ნიმუშები რაც დავალებაში გვქონდა დასამუშავებელი , მერე თანაკლასელებს ვეკითხებოდით და ჯგუფურად ვასრულებდით დავალებებს „ პროექტზე და ღია კვირის გეგმებზე მუშაობამ მოსწავლეებს ასწავლა აგრეთვე კითხვის დასმის ტექნიკა „  ბუნებაში პროექტი  ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი” დაგვეხმარა,თუ   როგორ დაგვესვა კითხვები სწორად , ინტერვიუს ჩაწერის დროს  ვისწავლეთ კითხვების დასმა , ვისთვის  როგორი კითხვა დაგვესვა მაგ : ექიმთან ინტერვიუზე რომ ჩავედით მას შესაბამისი რთული  კითხვები  დავუსვით  , ხალხს   უფრო მარტივი“

  პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს შესძინა ისეთი მნიშვნელოვანი უნარები როგორიცაა ურთიერთთანამშრომლობა და  გუნდურობა „ადრე ჯგუფში ბავშვები არ იყვნენ ჩართულები , რაც კვირის გეგმით და პროექტით დავიწყეთ მუშაობა უფრო მეტად გავხდით ჩართულები, ვეხმარებით ერთმანეთს და ერთმანეთთანაც უფრო კარგი ურთიერთობა გვაქვს _ დავვახლოვდით „   პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა უკეთ შეიცნეს ერთმანეთი ისწავლეს ჯგუფის შერჩევაც _  „  პროექტის მუშაობის დროს ვისწავლე ჯგუფის შერჩევა , რომელი ბავშვი შევარჩო ჯგუფში მუშაობის დროს , გავიგე ვის აქვს კარგი წერის უნარი, ვინ აანალიზებს ინფორმაციას კარგად , ვინ იძიებს ინფორმაციას სწორად და ვიცი ვინ მოიტანს დავალებას სწორად,  დამეხმარა ადამიანების შეცნობაში  და  ვიცი სამომავლოდ როგორ დავგეგმო სამუშაო“
   მთლიანობაში  პორტფოლიოთი მუშაობამ მოსწავლეებს შესძინა გამოცდილება საკუთარი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, წარმართვაში და შეფასებაში, სამომავლოდ კი მოსწავლეებმა გამოთქვეს მზაობა დამატებითი  დავალებების შესასრულებლად, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის .
     საბოლოოდ გამოვლინდა , რომ კვირის გეგმის, პროექტის და პორტფოლიოს   მუშაობის უპირატესობა განაპირობებს :
  • სწავლის ეფექტურობის ამაღლებას(მოაზროვნე მოსწავლეები; მოწესრიგებული
  • სასწავლო გარემო ; მოსწავლეთა აკადემიური დონის მატება;)
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითრების ხელშეწყობას(სამუშაოს დაგეგმვა და
  • გადანაწილება ,მონიტორინგი და ანალიზი)

  •  მოსწავლეთა გაძლიერებულ მოტივაციას
  • მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას საგაკვეთილო პროცესში
  • მოწესრიგებულ და ორგანიზებულ საწავლოგარემოს და ასევე
  • მოსწავლეთა პროგრესის შემოწმების კარგი საშუალებაა 

 გამოყენებული მეთოდების სუსტმხარედ შეიძლება ჩაითვალოს : 
  • დროის ნაკლებობა 
  • შესასრულებელი სამუშაოს რაოდენობა 
მასწავლებელთა ფოკუსჯგუფი:

     კვლევის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან ჩატარდა ფოკუს ჯგუფი , რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა  თუ ,რამდენად დაეხმარათ მოსწავლეებს განხორციელებული ინტერვენციები მეტაკოგნიტური უნარების  განვითარებაში.   ახლა რას ფიქრობენ და  კიდევ რა უნდა გაკეთდეს  უკეთესი შედეგის მისაღწევად.
მასწავლებლებმა ერთხმად აღნიშნეს , რომ კლასში მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვლა , არა მხოლოდ მეტაკოგნიტური უნარების მიმართულებით არამედ ზოგადად ურთიერთობაშიც,,ეტყობა ბავშვებს მეტი მონდომება  და მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა.“  ამას აღნიშნავენ ის მასწავლებლები, რომლებიც ამ კლასში წელს პირველად შევიდნენ და აგრეთვე ის მასწავლებლებიც , რომლებიც მათ მეხუთე კლასიდან ასწავლიან  „ ამ კლასში მე წელს პირველად შევედი  და სექტემბერ- ოქტომბერსა და  ნოემბერშიც კი  რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო. ახლა კი მდგომარეობა სულ სხვანაირია   „ მეტაგოგნიტური უნარების განვითარების მიმართულებით მდგომარეობა  აშკარად გაუმჯობესდა  მაგალითად: უადვილდებათ თავიანთი სამუშაოს დაგეგმვა. ამაში კი  მათ კვირის გეგმებზე მუშაობა დაეხმარა, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებითაც   აშკარად იგრძნობა  პროგრესი, ინტერვენციებამდე, შეფასების დროს მოსწავლეებს არ ქონდათ  განვითარებული ადეკვატური თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარი.მასწავლებლები აღნიშნავენ,რომ თუ მოსწავლეები „ადრე ყველაფერზე წერდნენ ვიცი ,ვიცი, ახლა უფრო გულწრფელები არიან“  ,   ლექსიკური მარაგიდან გამომდინარე უცხოურ ენებში უჭირთ მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა ( მსჯელობა ,ანალიზი...)  პროგრესი იგრძნობა, თუმცა ეს არაა მაქსიმალური შედეგი , ვინაიდან ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია „_აღნიშნეს უცოური ენების მასწავლებლებმა
მეტაკოგნიტური უნარების განვითარების მიმართულებით ბავშვების აზროვნება კითხვების მოდიფიკაციის დროსაც.თუ ადრე მოსწავლეებს უჭირდათ კითხვის  დასმა ,ახლა მათ შეუძლიათ კითხვების კლასიფიკაცია,თუ როგორი უნდა იყოს ფაქტობრივ ცოდნაზე, თუ გაგება-გააზრებაზე ორიენტირეული კითხვა.
მოსწავლეებს უადვილდებათ აგრეთვე დამოუკიდებლად მუშაობის პროცესიც , თავდაპირველად დამოუკიდებლად საერთოდ ვერ მუშაობდნენ_ „ამის დასტურია პირველი დამოუკიდებელი სამუშაოები კლასში და შემაჯამებელი წერა , არასახარბიელო შედეგები იყო,  თუმცა დროთა განმავლობაში, მასწავლეებლების ერთობლივი ძალისხმევით, მოსწავლეები შეეჩვივნენ დამოუკიდებლად აზროვნებას, ეს ჩანს როგორც საკლასო დავალებებში ასევე საშინაო დავალებებშიც , დამოუკიდებლად მუშაობის  უნარების განვითარებაში მოსწავლეებს დაეხმარა ასევე,  კვირის გეგმსა  და პორტფოლიოზე მუშაობა_  მარტივად   იაზრებენ დავალების პირობას. მეტად არიან მოტივირებულები.აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს. ითხოვენ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.  თუმცა მასწავლებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ არსებული შედეგის მიღწევამდე მასწავლებლებს სისტემატურად უწევდათ მათი კონსულტირება, მასწავლებელი იყო აქტიური ფასილიტატორი, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიგ საგნებში მოსწავლეებს ჯერ კიდევ უჭით დამოუკიდებლად მუშაობა.მაგრამ პროგრესი ნამდვილად შესამჩნევია,რაც არ არის მხოლოდ ერთი, ან ორი მასწავლებლის  დამსახურება, ეს ერთობლივი მუშაობის შედეგია  .
მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ   ჩატარებულმა ინტერვენციებმა მოსწავლეების მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა , რაც პირველ რიგში  სასწავლო პროცესში, მათ დამოკიდებულებებზე გამოვლინდა, რადგანაც  უფრო მეტად მობილიზებულები არიან და პასუხისმგებლობის გრძნობაც მოემატათ.საინტერესო იყო იმ მასწავლებლების მოსაზრება ვინც სასწავლო პროცესში არ იყენებდა  პორტფოლიოს , მათ აღნიშნეს, რომ მოსწავლეებს’’ფუსფუსი’შეეტყოთ _პასუხისმგებლობის  გრძნობა გაუჩნდათ, ადრე სექტემბერში და ოქტომბერში რაც გინდა მიმეცა დავალებად უმეტესობა  არაფერს არ ასრულებდა , მოდიოდნენ ისევ ისე“ , იმ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გავაკეთებთ ანალიზს, რაც ინტერვენციებამდე ამ კლასში იყო მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია .
 მე ვფიქრობ, რომ ამ ინტერვენციებმა მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. ძალიან მოეწონათ პირველ რიგში ,გახალისდნენ და რაც მთავარია პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდათ. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მხრივ ჯერ სამუშაო ძალიან ბევრია და ეს მხოლოდ „ძვრებია“ პროგრესისკენ .
მასწავლებლებმა ისაუბრეს აგრეთვე მოსწავლეების მიერ სწავლის სხვადასხვა სტრატეგიების დაუფლების ეტაპებზე, მათ აღნიშნეს, რომ სწავლის სხვადასხვა სტრატეგიებზე ქონდათ  მოსწავლეებთან საუბრები და თქვეს  , რომ როდესაც ისინი შეეცადნენ აეხსნათ თუ რა პროცესი იყო გამარტივებული სწავლა „ თქვეს, რომ ეს მრავალფეროვანი სტრატეგიები მოსწავლეებმა უკვე იცოდნენ მაგ: „ ჩანიშვნებით კითხვა, უკვე კარგად იცოდნენ ძირეული ინფორმაციის გამოხშირვა მეორეხარისხოვანი ინფორმაციისგან ,  ტექსტების მოკლე ჩანაწერები , „საწყის ეტაპზე მოსწავლეები ამ უნარებს არ ფლოდნენ,არ შეეძლოთ ტექსტში  ძირითადი _საჭირო ინფორმაციის ამოღება ,ახლა ამას თვისუფლად აკეთებენ „ აღნიშნეს მასწავლებლებმა. მოსწავლეები სწავლის მრავალფეროვანი   სტრატეგიებიდან ძალიან ხშირად იყენებენ კოგნიტურ დიაგრამებსაც  , ამას ინდივიდუალურადაც აკეთებენ და ჯგუფურადაც,  ჯგუფებში და  წყვილებში მუშაობის დროს კი  ისინი უფრო მეგობრულები გახდნენ_გაძლიერდა    მეგობრის ინსტიტუტი .
   მოსწავლეებთან ურთიერთობის მიმართულებით მასწავლებლებმა აღნიშნეს რომ უკვე მეორე სემესტრიდან მათ უადვილდებათ მოსწავლეებთან ურთიერთობა , რადგან მარტივად იაზრებენ დავალებებს, აღარ უწევთ  დამაზუსტებელი  ინსტრუქციების გაცემა და ეს მათ  მუშაობის პროცესს უადვილებს _“ შეიცვალა იმ მიმართებით რომ ბავშვები ბევრ რამეს იგებენ , ჩემი ახსნის გარეშე  „  რაც შეეხება სამომავლოდ მათთან მუშაობას , მათ თქვეს , რომ სამუშაო ჯერ კიდევ ძლაინ ბევრია და მომდევნო წლიდან მხოლოდ სამ საგანში კი არა, არამედ ყველა მასწავლებელმა ერთობლივი  დაგეგმვით, მოსწავლეთა ზედმეტი გადატვირთვის გარეშე  უნდა წარმართოს მუშაობა აღნიშნული ინტერვენციების გამოყენებით. 

 გაკვეთილზე  დაკვირვება:
დაკვირვების შედეგად გამოვლინდა,რომ  მასწავლებლებს  ახლა უფრო უადვილდებათ სასწავლო პროცესის წარმართვა.  გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი, ადვილად იგებენ ინსტრუქციას. მოსწავლეები გაკვეთილზე იყენებენ სწავლის პროცესის  შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ყველაზე მეტად მოსწონთ განწყობის გამომხატველი ნიშნების გამოყენება. უკვე აქტიურად იყენებენ შეფასების რუბრიკებს, და არა მარტო იყენებენ,არამედ მონაწილეობენ კიდეც, მათ შედგენაში. მაგ. კონკრეტული გაკვეთილისთვის შეუძლით მოახდინონ შეფსების რუბრიკის კორექტირება. მოსწავლეები ფლობენ სწავლის სხვადასხვა მეთოდებს, ფლობენ ინფომაციის გაანალიზების შესაბამის სტრატეგიებს ( ინფორმაციის დახარისხება პირველად და მეორე ხარისხოვნად, პაუზებით კითხვა და აშ) აქტიურად იყენებენ კოგნიტურ სქემებს. მინდა აღვნიშნო, რომ კვლევაში მონაწილე მასწავლებლებთან ერთად პროგრესი იგრძნობა  სხვა საგნებშიც, რაც გამოხატება იმაში,რომ  მოსწავლეები შედარებით ადვილად ახერხებენ, ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას,  წარდგენას და შეფასებას .
 მკვლევარი  მასწავლებლების შემთხვევაში კი მინდა აღვნიშნო,რომ  თავდაპირველ მდგომარეობასთან შედარებით, წლის განმავლობაში მდგომარეობა საგრძნობლად  შეიცვალა, რაც გამოიხატება იმაში,რომ  მასწავლებლები აქტიურად იყენებდნენ   დაგეგმვის, მონიტორინგის, შეფასების  განმავითარებელ სტრატეგიებს, ხელს უწყობდნენ მოსწავლეებში  ადექვატური ურთიერთშეფასების  უნარის განვითარებას, რაც ნამდვილად აისახება   მოსწავლეთა მიღწევებში,როგორც აკადემიური მდგომარეობის , ისე   მეტაკოგნიტური უნარების გაუმჯობესების მხრივ.
დაკვირვების შდეგად გამოვლინდა,რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რათა მოხერხდეს ყველა მოსწავლის სრულყოფილი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, ამისთვის კი აუცილებელია მათში თვითმარდვადი სწავლის უნარის განმტკიცება.

რეკომენდაციები: კვლევის ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების გასაუმჯობესებლად:
            რეკომენდაციები მასწავლებლებს:
  • დავეხმაროთ მოსწავლეებს კვირის გეგმის შედგენაში; 
  • შეაფასოს, როდის უკეთეს შედეგზე გადის, როცა დაგეგმა, თუ სანამ დაგეგმავდა;
  • ჩვენც ვაწარმოოთ მასთან ერთად მონიტორინგი და პერიოდულად ერთად შევაჯამოთ
  • შედეგები; 
  • მკაფიოდ განსაზღვრეთ პორტფოლიოს მიზანი; დაგეგმეთ რა უნარებს აფასებთ;

  • პორტფოლიოში ჩასადები მასალის ჩამონათვალი შეათანხმეთ მოსწავლეებთან და
  • გაითვალისწინეთ მათი ინტერესები; 

  • მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს როგორ აწარმოოს პორტფოლიო, რა
  • კრიტერიუმებით შეფასდება, რა ინტენსივობით შემოწმდება და ა.შ. 
  • გამოიყენეთ პორტფოლიო შეფასების სხვა ფორმებთან ერთად. 
  • ასწავლეთ მოსწავლეებს პროექტის დაგეგმვა
  • წაახალისეთ მოსწავლეები გააკეთონ აღმოჩენები
  • მიეცით მოსაწავლეებს საშუალება გამოავლინონ პრობლემა და სირთულეები და
  • თავად დასახონ მათი დაძლევის გზები

რეკომენდაციები სკოლას
  • სკოლამ კი ყველაფერ ამის რეალიზაციაში ხელი შეუწყოს მასწავლებელს,
  • მოახდინოს მასწავლებლის მხარდაჭერა და დაეხმაროს  იდეების პრაქტიკაში 
  • დანერგვაში
  • ხელი შეუწყოს მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას, სკოლის ბაზაზე სამუშაო
  • შეხვედრების ორგანიზებით
  • მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პოზიტიური თანამშრომლობითი სასწავლო
  • გარემოს შექმნას

შეზღუდვები

  • დრო -მეტაკოგნიტური უნარების  სრულყოფილად განვითარებას  სჭირდება ბევრად
  • მეტი დრო, ვიდრე ჩვენ დავუთმეთ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომდევნო წლებშიც
  • უნდა გაგრძელდეს მსგავსი მიდგომებით მუშაობა, რათა შეძენილი უნარი
  • განუმტკიცდეს და  გადაიქცეს ყოველდღიურ ჩვევად;
  • მასწავლებელთა კვალიფიკაცია -შესაძლებელია მასწავლებლის კვალიფიკაცია
  • არ ყოფილიყო საკმარისი იმ ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, რომლებიც
  • ინტერვენციებისთვის იქნა გამოყენებული, რადგან მასწავლებლების პრაქტიკაში ახალი იყო აღნიშნული ინსტრუმენტები;
  • სუბიექტურობა გაკვეთილებზე დაკვირვებისას-შესაძლებელია მკვლევარი
  • მასწავლებლები ერთმანეთის პრაქტიკის შეასებისას ყოფილიყვნენ სუბიექტურები.
  • ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელი იყო კოლეგა მასწავლებლების ჩათვა
  • კვლევის პროცესში.

დასკვნა

სკოლაში  ჩატარებული პრაქტიკული  კვლევის  საფუძველზე ( კვლევა  მოიცავდა  პრობლემის  შესწავლის, ცვლილების:  კვირის გეგმის, პორტფოლიოს, პროექტის დაგეგმვა  განხორციელებისა  და  შეფასების  ეტაპებს)  შეგვიძლია  დავასკვნათ,  რომ მეექვსე კლასში არსებული პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა. მოსწავლეთა დიდი  ნაწილი უკეთესად ახერხებს საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და მონიტორინგს. ასევე გამოუმუშავდათ თანამშრომლობითი. პასუხისმგებლობის  უნარები. კლასში შემსვლელი ყველა  მასწავლებელი აღნიშნავს ამ  კუთხით მიღწეულ პროგრესს. რაც  გამოიხატება მოწესრიგებულ და ორგანიზებულ სასწავლო გარემოში.
  აღნიშნულმა კვლევამ დიდი გამოცდილებმა შემძინა, გავეცანი ლიტერატურას მეტაკოგნიციის  შესახებ . გავიაზრე, როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ისეთი უნმიშვნელოვანესი უნარების დაუფლებაში, როგორიცაა მეტაკოგნიტური უნარები,  რათა ისინი შევაიარაღოთ იმ აუცილებელი ცოდნითა და გამოცდილებით,რომელიც პასუხობს ეპოქის გამოწვევებს და რომელიც მოგვეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის  მიხედვით. 



გამოყენებული ლიტერატურა: 
  1.  ლობჟანიძე.ს. (11.03.2014) 
,,როგორ განვუვითაროთ მოსწავლეს თვითმართვადი სწავლის უნარები -ნაწილი პირველი”   WWW. mastsavlebeli.ge

2. ნარიმანიშვილი.მ (21.01.2013) 
 ,, მეტაკოგნიცია, ანუ აზროვნება აზროვნების შესახებ”  WWW.education.ge

3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრი. (2014)
სატრენინგო მასალა, მოდული: ,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა” 

4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრი. 
,,სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები” WWW.tpdc.gov.ge

5. ჯანაშია.ნ, იმედაძე ნ,გორგოძე.ს  (2010) 
,,განვითარებისა და სწავლის თეორიები” ,,მეტაკოგნიცია” [119]  














2 комментария:

  1. თამილა, მთლიანად კვლევაც საინტერესო იქნება შენი კოლეგებისთვის.

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან საინტერესო კვლევაა. წარმატებებს გისურვებ

    ОтветитьУдалить