სოციალური პროექტი,,სიკეთე გადამდებია"
განხორციელდა 82 საჯარო სკოლაში.პროექტის მიზანი.: მოსწავლეებში ემპათიის განვითარების ხელშეწყობაკონფლიქტების მართვის გზების გაცნობა იმისთვის, რომ შეძლონ კონფლქტების პრევენცია და მათი თანამშრომლობის გზით გადაჭრა
- სოციალური ადაპტაციის გაუმჯობესება
პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: ,,სიკეთე გადამდებია“
|
-
2. პროექტში მონაწილეები: V კლასის მოსწავლეები
|
3. პრობლემების ანალიზი:ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ეთიკა ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. ის სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორებიცაა:.ეთიკური ნორმების დაცვა; სოლიდარობის განცდა; ემპათია; განსხვავებულობის მიმღებლობა; საკუთარ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ემპათია, თანაგანცდა – სხვა ადამიანის ემოციების, როგორც საკუთარის შეგრძნების და გაგების უნარი – თანდაყოლილია და ყველა ადამიანს აქვს, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ემპათია ხელს უწყობს ადამიანში ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა თანაგრძნობა, სიბრალული, წუხილი სხვისი გასაჭირის გამო. ემპათია გვეხმარება ურთიერთობაში, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში, მათ მორალურ დახმარებაში. სწორედ ემპათიურმა ადამიანმა იცის, რას განიცდის მის გვერდით მდგომი
დღევანდელ ცხოვრებაში ბავშვები,რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში იზრდებიან, ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობებისა და გრძნობების მიმართ. არ შეუძლიათ თანაგრძნობა და თანაგანცდა. აღნიშნულმა პრობლემამ თავი იჩინა ჩემს სადამრიგებლო კლასში სადაც მოსწავლეები არათუ ცდილობენ ერთმანეთში საერთო ენის გამონახვას და ერთმანეთისათვის მორალური დახმარების გაწევას, არამედ მუდმივად შედიან კონფლიქტში ერთმანეთთან, დასცინიან ერთმანეთს და აშ. აღნიშნული პრობლემა ხელს უშლის ,როგორც მოსწავლეებში ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ისე სასწავლო პროცესის ეფექტიან წარმართვას.
გასული სემესტრის მანძილზე, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს ინტენსიურად განვიხილავდით კლასის საათებზე ,ასევე საქმის არსს ვაცნობდით მშობლებს თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან განხილვა მხოლოდ დარიგებით შემოიფარგლებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ გდავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტი, რომელიც მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით წარიმართება. რათა უფრო მეტად გაეცნონ და თავადვე შეეცადონ არსებული პრობლემების მოგვარებას.
როგორც უკვე ითქვა, ემპათია თანდაყოლილია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება განვითარება, რათა გამოვლინდეს. მისი განვითარების საუკეთესო პერიოდი კი ბავშვობაა. თუ დროულად არ ვიზრუნეთ ემპათიურობის განვითარებაზე, ჩვენს თვალწინ შეიძლება ჩამოყალიბდეს ემოციურად ბრმა და ემოციურად ყრუ ადამიანი. ადამიანი, რომელიც უყურებს, მაგრამ ვერ ხედავს და ისმენს, მაგრამ არ ესმის.
|
|
5. პროექტის ამოცანები : შესაბამისი ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ეთიკასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების განვითარება და სოციალური ადაპტაციისათვის აუცილებელი ცოდნის მიცემა მოსწავლეებისათვის
|
|
7.მიზნობრივიჯგუფი/ები: 5 - კლასის მოსწავლეები. მშობლები.
|
პროექტის წარდგენა: მოსწავლეთა პროვოცირებისათვის გამოვიყენებთ ვიდეო რგოლს ,,სიკეთის ბუმერანგი – ერთი დღე’’ ჩვენება – https://www.youtube.com/watch?v=nwAYpLVyeFU.
ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ იწყება დღე იმით, რომ მშენებელი მუშა ეხმარება პატარა ბიჭუნას, რომელიც სკეიდბორდიდან ვარდება, შემდეგ კი ფეხზე წამომდგარი ბიჭუნა მოხუც ქალბატონს ეშველება მძიმე ჩანთის აწევაში და ასე გრძელდება მანამ, სანამ სიკეთე თავად მუშას არ დაუბრუნდება. ვიდეოს ჩვენების შემდეგ გავმართავთ დისკუსიას თემაზე . ,,სიკეთე გადამდებია“ რისთვისაც გამოვიყენებთ საორიენტაციო კითხვებს :
1.თუ რატომ ჰქვია, მათი აზრით, ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი?’’
2. თქვენ როგორ მოიქცეოდით ბიჭუნას, მოხუცი ქალბატონის, მიმტანის ან სხვა პერსონაჟის ადგილზე?
3. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევიან ადამიანები ამგვარად?
მოსწავლეებს შეექმნებათ წარმოდგენა, რომ სხვათა ემოციების წვდომა და სხვაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. გააცნობიერებენ იმას,რომ პირველ რიგში თანაგრძნობა სხვისი ემოციების გაგებით იწყება.
სარგებელი : მოსწავლეებს ეხმარება ღირებულებათა იერარქიის ფორმირებაში და მათ განხორციელებაში
სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის,სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხებში
სარგებელი --ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვებისათვის დახმარების გაწევა და მდგომარეობის შემსუბუქება პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა, აკადემიური მიზნების კვალდაკვალ. პროექტის მონაწილე ფიქრობს იმ კონკრეტულ სიკეთეზე, რომელიც მან შეიძლება გაუკეთოს სამიზნე ჯგუფს, რითაც გააუმჯობესებს, შეუმსუბუქებს მათ ყოფასა და მდგომარეობას. პროექტში მონაწილე მოსწავლეები მიიღებენ საინტერესო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილებას, მოხდება მათი დაახლოვება. პროექტის სამიზნე ჯგუფს პირველ რიგში გაუჩნდება ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, შემოქმედებითობაზე ორიენტირებული მოლოდინები (ნაცვლად პრიმიტიული, ძღვენის მიღების მოლოდინისა). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება საზოგადოებაში გავრცელებული დამოკიდებულებების ტრანსფორმაცია.
სარგებელი: ბლოგის საშუალებით შესაძლებელია ვირტუალური თემების შექმნა, სადაც თემის წევრები ერთობლივად მსჯელობენ . უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებას, მართავენ დისკუსიებს მათთვის საინტერესო თემებზე, ბლოგი აძლევს მოსწავლეს საშუალებას მიაწვდინოს ხმა საკმაოდ დიდ აუდიტორიას ეს ზრდის პასუხისმგებლობას და ავითარებს საკუთარ თავზე დაკვირვების უნარს
სარგებელი:
სარგებელი:ადამიანებთან ურთიერთობა, თანაცხოვრების პრინციპების დაცვა, უმწეოთა მიმართ თანაგრძნობის უნარების განვითარება
სარგებელი ბავშვებსა და ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება,სამოქალაქო ფასეულობების განვითარების ხელშეწყობა.
ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობის, ტოლერანტული უნარების განვითარების ხელშეწყობა
|
9.სამუშაოგეგმა
| ||||||
საპროექტო საქმიანობები
|
პასუხისმგებელი პირი
|
ვადები
(მიუთითეთ თვეები)
| ||||
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
| ||
1.მოსწავლეები ნანახი ვიდეორგილოს საფუძველზე ერთვებიან დისკუსიაში
| ||||||
2.მოსწავლეები კლასის საათზე განიხილავენ სხვადასხვა სითუაციებს, (ფილმებს, ბარათებს, ქეისებს,) რომლის შემდეგ ერთვებიან დისკუსიაში და მსჯელობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც სხვისი ემოციების გაგებას და პატივისცემას ეხება
|
1.მშვიდობა
2.სიყვარული
3.ბედნიერება
|
1.პასუხისმგებლობა
2.პატივისცემა
3. თანამშრომლობა
|
|
|
| |
3.მოსწავლეები აწყობენ საქველმოქმედო აქციას და სტუმრობენ ბავშვთა სახლს
| ||||||
4.მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ქმნიან ბლოგს
| ||||||
5.მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამზადებენ საინფორმაციო ვიდეო- რგოლებს და განათავსებენ ბლოგზე და სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე
| ||||||
6. მოსწავლეები გამართავენ ამხანაგურ სპორტულ ღონისძიებას სახელწოდებით ,, მეგობრობა უპირველეს ყოვლისა“
| ||||||
7. მე-5 კლასის მოსწავლეები დაგეგმავენ და ჩაატარებენ ღონისძიებას. სახელწოდებით
,, სიყვარული გადაგვარჩენს“
| ||||||
10. პროექტის ბიუჯეტი
| ||||||
თანხა (ლარებში)
|
% წილი
| |||||
პროექტის მთლიანი ღირებულება
| ||||||
თანადაფინანსება
| ||||||
სკოლის წვლილი პროექტის დანერგვის პროცესში
| ||||||
საზოგადოების წვლილი პროექტის დანერგვის პროცესში
| ||||||
ხარჯების დეტალური აღწერა
| ||||||
დასახელება
|
რაოდენობა
|
ერთეულის ღირებულება
|
სულ
|
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობოდნენ დაგანიხილავდნენ სხვადასხვა ვიდეოს,რომელიც ძირითადად სხვისი ემოციების გაცნობასა დაგაზიარებაზე იყო ორიენტირებული. ასევე მსჯელობდნენ და განიხილავდნენ თავიანთ,როლზე აღნიშნულ საქმეში
მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში. აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის ბაზაზე განხორციელებულ სოლიდარობის და სხვადასხვა სინდრომთან(დაუნი, აუტიზმი) დაკავშირებულ ცნობადობის ასამაღლებლად გამართულ ღონისძიებებში.
მოსწავლეების მიერ მოეწყო სოლიდარობის აქცია,რომლის ფარგლებშიც მოინახულეს მიუსაფარი ბავშვები და მათთან ერთად გაატარეს ერთი სასიამოვნო დღე.
ერთმანეთის უკეთ გასაცნობად დევიზის ,, მოგება და წაგება ძმები არიან " გაიმართა სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები"
Комментариев нет:
Отправить комментарий