პროექტი ,,ეკოლოგიის კვალდაკვალ"

 


  1. პროექტის სახელწოდება:,,ეკოლოგიის კვალდაკვალ“

ბუნებრივი და ხელოვნური მასალები


  1. პროექტის ავტორი: სსიპ ქ, თბილისის #82 საჯარო სკოლის მასწავლებელი : თამილა აბესაძე.


  1. პრობლემის ანალიზი: დღეს ჩვენს ქვეყანაში მწვავედ დგას საკითხი სხვადასხვა სახის მასალის ავკარგიანობის , მათი ნარჩენების არასწორი  განთავსების  შესახებ, მოსახლეობას გარდა იმისა,რომ  აწუხებს დანაგვიანებული გარემო ასევე აღშფოთებს ის  უარყოფითი შედეგები, რაც სამომავლოდ მოყვება ეკოლოგიურ   დაბინძურებას. ამიტომ ვფიქრობ ამ სიტუაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაშია, რაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ სასკოლო საზოგადოებას ეკისრება.

              ვფიქრობ ანიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემეცნებითი,კვლევითი, რეფლექსიური უნარების  განვითარებას,რაც დაეხმარებათ მომავალში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში


  1. პროექტის მიზანი:მოსწავლემ შეძლოს  სხეულისა და მისი შემადგენელი ნივთიერებების/ მასალის თვისებების დაკავშირება მის დანიშნულებასთან.

მოიძიოს ინფორმაცია და იმსჯელოს ,როგორ შეიძლება  საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენება, რითაც ხელი შეეწყობა ეკოლოგიური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას. ხელი შეეწყოს მოსწავლეებში შემეცნებითი,კვლევითი, რეფლექსიური უნარების  განვითარებას.


  1. პროექტის ამოცანები:

პროექტის დაწყებამდე:

მასწავლებელი:  გეგმავს პროექტს, მოიძიებს რესურსებს ექსკურსიისათვის.  ამზადებს მასალებს, ცხრილებს, უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაჯგუფებას., მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს მუზეუმში ქცევის წესებს, და  განიხილავს ექსპერიმენტების დროს უსაფრთხოების  წესებს. აცნობს მოსწავლეებს მუზეუმის შინაგანაწესს.

მოსწავლეები:  ეცნობიან ქცევისდა უსაფრთხოების  წესებს. ასევე ეცნობიან პროექტის მიზნებს და  დაგეგმილ აქტივობებს.

მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს

 https://www.amerikiskhma.com/a/plastic-waste-in-oceans/4536292.html

 და ერთვებიან დისკუსიაში:  ა)როგორ ფიქრობთ საიდან გაჩნდა პლასტმასა?

ბ) ჩამოთვალეთ  თქვენს ირგვლივ არსებული ნივთები რომელიც  პლასტმასასაგან არის დამზადებული. გ) როგორ ფიქტობთ რა განაპირობებს პლასტმასას ასეთ ფართო მასშტაბიან გამოყენებას? დ) როგორ ფიქრობთ ადრე სანამ პლასტმასა არ არსებობდა რომელ ნივთიერებებს იყენებდნენ საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად?

ე) როგორ ფიქრობთ რატომ გახდა აუცილებელი პლასტმასას შექმნა? ვ)   როგორ შეიძლება მოვერიოთ  პლასტმასას  არასწორი განთავსებით გამოწვეულ პრობლემას?



პროექტის მიმდინარეობისას:

1. შესაბამისი კვლევითი უნარების ჩამოყალიბება:

ა) მოსწავლეები ამოიცნობენ სხვადასხვასხეულის შემადგენელ მასალას და იკვლევენ მის თვისებებს( ფერი, გამჭვირვალობა, სიგლუვე, წყალგამტარობა და აშ)

ბ)ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა მასალას და მსჯელობს თუ რომელი სხეულის და რა თვისებების გამო შეიძლება მათი გამოყენება ამა თუ იმ  სხეულის დასამზადებლად

2.  ინფორმაციის მოძიება გაანალიზების მიზნით:

ა)ექსკურსია   საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სადაც გაეცნობიან ჩვენს ქვეყანაში  გამოყენებულ უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს,  ამოიცნობენ მათ დასამზადებლად გამოყენებულ მასალებს. [ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენებენ წინასწარ  შემუშავებულ ცხრილებს ( სხეული---მასალა--- გამოყენების სფერო)]

ბ) მოიძიებენ ინფორმაცის ხელოვნურ  და ბუნებრივ მასალებზე და შეავსებენ ცხრილს  ( დადებითი თვისებები---- უარყოფითი თვისებები)

გ)დაწერენ თემას:   ,,ხელოვნური მასალები,როგორც ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე“

3. შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის

ა) სხვადასხვა  ,,ნარჩენი“  მასალისაგან დაამზადენენ  ნივთებს( პლასტმასის ბოთლებისგან  კალმების  ჩასადებებს, მინის ნამსხვრევებისგან--მოზაიკებს. ქაღალდისგან  სანიშნეებს)


პროექტის შემდეგ:

 

4. კომუნიკაციის და პრეზენტაციისუნარების განვითარებისთვის


ა) მოაწყობენ გამოფენას. ( ხელნაკეთი ნივთები,  მუზეუმში გადაღებული ფოტო მასალა)


ბ) შექმნიან  საინფორმაციო ბუკლეტებს   მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე 

,, ნარჩენების მართვა“


  1. მოსალოდნელი  შედეგები:მოსწავლეს შეუძლია  სხეულისა და მისი შემადგენელი ნივთიერებების/ მასალის თვისებების დაკავშირება მის დანიშნულებასთან.

მსჯელობს თუ  როგორ შეიძლება  საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენება, რითაც ხელი შეეწყობა ეკოლოგიური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას


  1. საფრთხეები: რისკები

ა)მუზეუმში ქცევის წესები------ქცევის წესების ერთობლივი შემუშავება

ბ) კვლევის დროს უსაფრთხოება------უსაფრთხოების წესების  გაცნობა


  1. მიზნობრივი ჯგუფები: 2 კლასის მოსწავლეები 

სარგებელი: მოსწავლეებს განუვითარდათ პრობლემის იდენტიფიცირების და გადაჭრის გზების დასახვის უნარი.   კომუნიკაციის უნარი, კვლევის უნარი, ასევე გაიზარდა  მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნის მიმართ.


Комментариев нет:

Отправить комментарий