გარე დაკვირვების გეგმები1-2


გაკვეთილის გეგმა #1                             
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თამილა აბესაძე,
საგანი:ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი : დაწყებითი/V- კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა :  29 (სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება)
გაკვეთილის თემა : ამოუწურავი ბუნებრივი რესურსები
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები 
გაეცნონ ინფორმაციას განახლებადი ენერგიის წყაროების სარგებლიანობისა და საფრთხეების შესახებ;
იმსჯელონ ენერგიის ალტერნატიული წყაროების მნიშვნელობის შესახებ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის

ესგ- ბუნებისმეტყველების სტანდარტით  განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  
 ბუნ V.11 მოსწავლემ შეძლოს გარემოსდაცვითი ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება
  • აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი  რესურსების აღდგენის საქმეში.



N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1


ორგანიზაციული ნაწილი: სიის ამოკითხვა
მიზნის გამოცნობა. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოს
რომელშიც საუბარია  ენერგიის  მისაღებად გამოყენებულ რესურსებზე.
ვიდეოს ნახვის შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვას და მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ გაკვეთილის მიზანს
კითხვა:
1.  რა ვნახეთ ვიდეოზე?
2. ვიდეოდან  გამომდინარე რა შეიძლება იყოს დღევანდელი გაკვეთილის  თემა? მიზანი?
 შეფასების კომპონენტების  გაცნობა: მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს იმ კომპონენტებს, რომლითაც შეფასდებიან გაკვეთილზე
ვიდეოს ანალიზი


საერთო საკლასო
 5 წთ
2


მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს  5 კაციან  ჯგუფებად დაკავებული ადგილის მიხედვით (2-3 წთ. ). მათ ჯგუფებს ურიგდებათ ტექსტები დასამუშავებლად. დანართი 1 (ტექსტი შედგება 5 ნაწილისგან, თითოეული მოსწავლე   დამოუკიდებლად  ამუშავებს   ტექსტის, რომელიმე ერთ ნაწილს დიაგრამის  მიხედვით-გამოყოფს  კონკრეტული  განახლებადი ენერგიის გამოყენების სარგებელს  და  საფრთხეებს რომლის გამოც ვერ ხერხდება ამ ენერგიების გამოყენება  (დანართი 2 თან ახლავს ტექსტს),  - 5 წთ. შემდეგ  ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ მიღებულ ინფორმაციას (7წთ) და ავსებენ  კოგნიტური დიაგრამას, (5წთ) (დანართი 3 ) სადაც აანალიზებენ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას. ნამუშევარს გადაიტანენ ფლიფჩარტზე და გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილას.  (2წთ)
მოდიფიცირებული ჯიგსოუ. კოგნიტური დიაგრამები
ჯგუფური
მასალა. ფლიფჩარტი, მარკერები
25 წთ







3
 მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს
ნამუშევრის პრეზენტაციას აკეთებს ჯგუფი,რომელსაც შეხვდება დანიშნული ბარათი სიტყვით,,პრეზენტატორიდა შეაფასებს ჯგუფი, რომელსაც შეხვდება სიტყვა ,,შემფასებელი“ . ასევე ზეპირ განმავითარებელ კომენტარს გააკეთებს მასწავლებელი
პრეზენტაცია
ჯგუფური
ფერადი ფურცლები
10 წთ 
4


შეჯამება: მასწავლებელი მოსწავლეებს  დაუსრულებელი წინადადებების დამთავრებით აჯამებინებს გაკვეთილს:
დაასრულეთ წინადადებებიჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო--------
მიღებულ ინფორმაციას მომავალში გამოვიყენებ იმისთვის,რომ---------
დაუსრულებელი წინადადებები
საერთო საკლასო
საპრეზენტაციო ფაილი, კომპიუტერი
5 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლემ იცის ,რომელია ამოუწურავი ბუნებრივი რესურსებიფლობს ინფორმაციას მის მხარეში არსებული რესურსების შესახებ.
აანალიზებს  ამუწურავი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში
შეფასება:ურთიერთშეფასება.
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

განსავითარებელი

ნაწილობრივ განვითარებული

სრულად განვითარებული

პრეზენტატორი
  • პრეზენტატორის მეტყველება ფაქტობრივად გაუგებარია.
  • პრეზენტატორი მუდმივად იყენებსპარაზიტშორისდებულებს.
  • არასწორად ან თემის შეუსაბამოდ იყენებს ცნებებსა და ტერმინებს.
  • პრეზენტატორი საერთოდ არ ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.
·  პრეზენტატორი მეტყველებს ნაწილობრივ  მკაფიოდ და გასაგებად.
·  იშვიათად იყენებსპარაზიტშორისდებულებს.
·  ნაწილობრივ სწორად იყენებს ცნებებსა და ტერმინებს
·  იშვიათად ამყარებს თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან.
·  პრეზენტატორი მეტყველებს ძალიან მკაფიოდ და გასაგებად.
·  საერთოდ არ იყენებსპარაზიტშორისდებულებს.
·  სწორად და თემის შესაბამისად იყენებს ცნებებსა და ტერმინებს.
·  პრეზენტატორი მუდმივად ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.

პრეზენტაციის
შინაარსი

  • ვერ ასახელებს ენერგიის  ალტერნატიული წყაროების სარგებელს,
  • ვერ გამოყოფს საფრთხეებს
  • უჭირს დასკვნის გამოტანა
  • ასახელებს ენერგიის  ალტერნატიული წყაროების სარგებელს,
  • გამოყოფს საფრთხეებს
  • უჭირს  დასკვნის გამოტანა, ვერ ასაბუთებს მოსაზრებას
·   ასახელებს ენერგიის  ალტერნატიული წყაროების სარგებელს,
·  გამოყოფს საფრთხეებს
·  აკეთებს დასკვნას და არგუმენტირებულად ასაბუთებს მოსაზრებას

დროის რეგლამენტი
  • პრეზენტაცია ზედმეტად მოკლე, ან ზედმეტად გრძელია და შესაბამისად დროის რეგლამენტი სრულებით დარღვეულია.
·  პრეზენტატორი რამდენიმე წუთით  აჭარბებს ან ოდნავ უფრო ადრე ასრულებს თავის პრეზენტაციის წარდგენას, ვიდრე ეს რეგლამენტითაა გათვალისწინებული.
·  პრეზენტატორი მაქსიმალური სიზუსტით იცავს მისთვის განკუთვნილ დროის ლიმიტს.

პასუხები აუდიტორიის კითხვებზე
  • უჭირს პასუხის გაცემა.
·  პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას.
·  ამომწურავად პასუხობს  ყველა შეკითხვას.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების თანაბარი ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის არასაქმიანი ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ ნაკლებად საქმიანად, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს, ან გადააჭარბეს დროს
დაიცვეს დროის ლიმიტი
                                                                                                                    


                                                                                                                                   






წყლის ენერგია
ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მთელს მსოფლიოში. ამ გზით წარმოებული ელექტროენერგია იაფია და არ აბინძურებს გარემოს. თუმცა, წყალსაცავების შექმნას ელექტროენერგიის გამომუშვების გარდა ბევრი სხვა დადებითი მხარე აქვს. წყლის რესურსი ამოუწურავი რესურსია. ტბა, რომელიც წყალსცავის გავსებისას წარმოიქმნება შეიძლება გამოიყენებოდეს წყლის სპორტის განვითარებისა და გართობისათვის. დიდი წყალსაცავები ტურისტების ინტერესის საგანს წარმოადგენს  წყალსაცავები ცურვის, ნაოსნობის, თევზაობისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების საშუალებას იძლევა. წყალსაცავებში დაგროვილი წყალი ასევე გამოიყენება სარწყავი სისტემების გასამართავად.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროექტი მკაცრად გააკტირიკეს გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა. რადგან დიდი წყალსაცავები ტბორავს დიდ ფართობს და ცვლის ნიადაგს, ხელს უშლის თევზების მოძრაობას,აფერხებს რა მდინარის ჩამონატანის გადაადგილებას, იწვევს სანაპირო ზოლის დაშლას
ბოლო პერიოდში  ტალღების ენერგიის  საშუალებით ელექტროენერგიის წარმოება დაიწყო, თუმცა ამ შემთხვევაში ტექნოლოგია შედარებით  ძვირია.აღსანიშნავია, რომ ზღვის ტალღების ენერგია არ არის დამოკიდებული ამინდზე.
 საქართველოს ჰიდროპოტენციალი
საქართველოს მდინარეების უდიდესი ნაწილი მკვეთრი სეზონურობით ხასიათდება, რაც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში წყალუხვობით და შემოდგომა-ზამთარში წყლის ნაკლებობით გამოიხატება. ამიტომ, მათი  ეფექტიანი ათვისება სხვადასხვა ტიპის ჰესების მშენებლობით არის შესაძლებელი.

მზის ენერგია
   მზის ენერგია ამოუწურავი რესურსია. იგი წარმატებით გამოიყენება ელექტორენერგიის მისაღებად, გათბობის სისტემების მოსაწყობად და ტრანსპორტირებისთვისაც კი.
მზის ენერგიის მისაღებად დიდი ტერიტორიები და ძვირადღირებული დანადგარებია საჭიროა.   ამ ენრგიის ათვისება დამოკიდებულია ქვეყნების ადგილმდებარეობაზე.მზის ენერგიის გამოყენების მიხედვით,მსოფლიოში კვიპროსი ლიდერობს.ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულზე შენობა -ნაგებობების უმეტეს ნაწილს მზის ბატარეები აქვს დამონტაჟებული.უნდა აღინიშნოს,რომ ელექტროსადგური არ გამოიმუშავებს სტაბილურად ელექტროენერგიას. ამინდის და დღის პერიოდის მიხედვით გამომუშავება სხვადასხვანაირია. შესაბამისად  საჭიროა დაგროვების (აკუმულატორების) საშუალებების სწორი შერჩევა და სათადარიგო მარაგის ქონა. მართალია, მზის ენერგიისგან ელექტროენერგიის წარმოება 10-ჯერ ძვირია , მაგრამ არ აბინძურებს გარემოს  ქვანახშირისა და ატომური ენერგიის წყაროებთან შედარებით და რაც მთავარია მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ მიღებული ენერგია უფასოა
საქართველოს მზის პოტენციალი
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მზის გამოსხივება საკმაოდ  მაღალია, მაგრამ დანადგარების სიძვირის გამო, ქვეყანაში მზის პოტენციალი მცირედ არის ათვისებული.
მზის ენერგიის გამოყენება შეიძლება მაღალმთიან და ძნელად მისასვლელ სოფლებში,
მზის ენერგიის მისაღებად ყველაზე პერსპექტიულია იორის ზეგანი, ხოლო ყველაზე ნაკლებ პერსპექტიულიშავი ზღვის სანაპირო.   
ქარის ენერგია
ქარის ენერგიას ადამიანი დიდი ხანია იყენებს.ჯერ კიდევ 8-9 საუკუნეებში ქარის წისქვილების ასამუშავებლად სწორედ ქარის ენერგიას იყენებდნენ. ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ქარის ელექტროსადგურები. მათ ისეთ ადგილებში აგებენ,სადაც მუდმივად ქრის ქარი და თანაც მისი სიჩქარე 3-4 /წმ- არ აღემატება. ქარის ენერგია გამოიყენება  წყლის ამოსატუმბადაც,  რომელსაც შემდგომ მარცვლეულის მოსარწყავად და ცხოველების სასმელად იყენებენ
მე-19 საუკუნის მიწურულიდან  კი ქარის ენერგიისგან ელეტროენერგიის წარმოება დაიწყო. ქარის ელექტროსადგურები გარემოს ნაკლებად აჭუჭყიანებს. ის ამოუწურავი ბუნებრივი რესურსია
ქარის ენერგიის წარმოება მოითხოვს დიდ ფართობს, საფრთხეს უქმნის გადამფრენ ფრინველებს, გამოსცემს ვიბრაციას და ხმაურს, მისი წარმოება განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ყველაზე იაფია.
საქართველოს ქარის პოტენციალი
ბოლო პერიოდში, სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ქარის ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებით. გარკვეული კვლევების თანახმად, საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი. ამავე კვლევებზე დაყრდნობით, ქარის ელექტროსადგურებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორიები კავკასიის მაღალმთიან ზონაში, სამხრეთ საქართველოს ზეგანზე (ჯავახეთის რეგიონში) და შავიზღვისპირეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქარის ენერგია  გეოგრაფიული მდებარეობისა და სეზონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.


გეოთერმული ენერგია
გეოთერმული ენერგია დედამიწის გულში არსებული  ამოუწურავი ენერგიაა. დედამიწის გული გავარვარებული მასაა, მისი სიმხურველე მზის სიმხურვალესაც კი აჭარბებს, ეს სიმხურვალე და ენერგია დედამიწის ზედაპირზეც ამოიფრქვევა ხოლმე ვულკანებისა და გეიზერებისცხელი წყლების )სახით
გეოთერმული ენერგია ჩვეულებრივ გამოიყენება გათბობისა და ელექტროენერგიის მიღებისათვის, თუმცა ამ ენერგიის მოპოვებასთან დაკავშირებულია საშიში აირებისა და მინერალების გამოყოფა,რაც დამატებით პრობლემას ქმნის.
გეოთერმული ენერგია დედამიწაზე არათანაბრადაა განაწილებული ,ამიტომ ყველგან შეუძლებელია მისი გამოყენება.
საქართველოში არსებული გეოთერმული წყლების ათვისების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად დავზოგოთ 2.5 მილიონი ტონაზე მეტი პირობითი საწავავი, რის ფონზეც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის  შემცველობა შემცირდება 1.2 ტონამდე წელიწადში, რასაც მეტად მნიშვნელოვანი ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტი ექნება.
გეოთერმული სითბო ნებისმიერი სხვა გზით მიღებულ სითბოზე 5-6 ჯერ  უფრო იაფია და არ არის დამოკიდებული ამინდის ცვალებადობაზე.




ბიომასის ენერგია
ბიომასის ენერგია, ენერგიის   განახლებადი წყაროა და გავრცელებულია თითქმის დედამიწის მთელს ტერიტორიაზე.
ბიომასის ტერმინის ქვეშ იგულისხმება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა. ბიომასის მრავალფეროვნებიდან შეიძლება გამოიყოს შემდეგი; შეშა, მოსავლის,მეცხოველეობის,საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ბიოენერგიის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ბიოგაზი,რომელიც წარმოიქმნება გარემოში ორგანული ნივთიერებების დაშლით,ამ პროცესს თან ახლავს  მავნე ნივთიერებების გამოყოფა ბიომასის ენერგიის ეფექტური გამოყენების დროს ენერგია მიიღება ამ მავნე ნივთიერებების დაწვით, რაც ამცირებს მათ  გავრცელებას ატმოსფეროში.
ბიოგაზი სპეციალურ მოწყობილობებში,გადამუშავების შედეგად მიიღება და გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად, გათბობის სისტემებში და ტრანსპორტის საწვავად.
ბიომასის ენერგიის წარმოქმნა დაკავშირებულია მიწის დიდი ფართობების გამოყენებასთან.
საქართველოს პოტენციალი
სამწუხაროდ, ბიომასის გამოყენება საქართველოში არასასურველი მიმართულებით მიმდინარეობს და ძირითადად შეშის მოხმარების სახით გვხვდება,რამაც შესაძლოა ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. საქართველოსათვის შედარებით ახალი პრაქტიკაა მეცხოველეობის ნარჩენების გადამუშავება და მისგან ბიოგაზის წარმოება. შექმნილია 400-ზე მეტი  ბიოდანადგარი,თუმცა ეს დანადგარები ხასიათდება მუშაობის სეზონური არასტაბილურობით და ბიოგაზის წარმოების დაბალი ინტენსიურობით. მისი წარმოება  წიაღისეულ საწვავთან შედარებით უფრო ძვირადღირებულია.






დანართი 2
დიაგრამა დამოუკიდებლად მუშაობისთვის 

ენერგია
სარგებელი
საფრთხე


 დანართი 3
დიაგრამა ჯგუფისთვის
განახლებადი ენერგიის წყაროები
სარგებელი:




საფრთხეები:




 დასკვნა:
( ღირს  თუ არა ალტერნატიული, განახლებადი ენერგიით, ტრადიციული ენერგიის წყაროების ჩანაცვლება და თქვენ რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ ამ საქმეში?)


  



გაკვეთილის გეგმა #2                                                        

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თამილა აბესაძე,
საგანი:   ბუნებისმეტყველება
               სწავლების საფეხური/კლასიდაწყებითი/V-
მოსწავლეთა რაოდენობა : 29 (კლასში სსსმ მოსწავლე არ ირიცხება)
გაკვეთილის თემა : აღუდგენელი ბუნებრივი რესურსები.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს   ამოიცნოს  და დააჯგუფოს აღდგენადი და არააღდგენადი  ბუნებრივი რესურსები;
·         შეძლოს აღუდგენელი ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია.
·   იმსჯელოს და დაგეგმოს  შესაბამისი ღონისძიებები  რესურსის დაზოგვის მიზნით.
ესგ- სტანდარტით  განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ბუნ.V.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და  მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
  • ამოიცნობს და აჯგუფებს აღდგენად და არააღდგენად  ბუნებრივ რესურსებს;
  • აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი  რესურსების აღდგენის საქმეში.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

გამოწვევის ფაზა
ორგანიზაციული ნაწილი.
მიზნის გაცნობა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სურათებს (დანართი 1) და უსვამს  კითხვებს, როგორ ფიქრობთ რა კავშირშია ეს სურათები ერთმანეთთან?
  1. როგორი რესურსია ნავთობი?
  2. რა მოხდება თუ დედამიწაზე გამოილევა წიაღისეული რესურსები?
  3. რა იქნება დღევანდელი გაკვეთილის თემა და მიზანი?
მასწავლებელი მოსწავლეებს აქვე აცნობს შეფასების კომპონენტებს.

ფოტოების ანალიზი, კითხვა-პასუხი,
 საერთო საკლასო
 ფოტოები, საპრეზენტაციო ფაილი
5 წთ
2



მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს შესასვლელ ბილეთებს და სთხოვს  დამოუკიდებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს (დანართი  1)
შესასვლელი ბილეთი
 საერთო საკლასო
შესასვლელი ბილეთი
5წთ
3



მასალის ახსნა:
მასწავლებელი მინი ლექციით ხსნის ახალ მასალას რა დროსაც ყურადღებას ამახვილებს აღუდგენელი ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაციაზე ლითონებად, სამშენებლო მასალებად, არალითონებად, საწვავად  და მინი დისკუსიის ფონზე ასაბუთებენ მათ მნიშვნელობას.
 მინი ლექცია ჩართული დისკუსიაში
 საერთო საკლასო
საპრეზენტაციო ფაილი, კომპიუტერი
5წთ
4



მასწავლებელი მოსწავლეებს სვამს  6 ჯგუფად  დაკავებული ადგილის მიხედვითარქმევს სახელებს კლასიფიკაციის მიხედვით ( ლითონები, სამშენებლო მასალები, ნავთობი) და ურიგებს ცხრილსსადაც მოცემულია საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის გავრცელების არეალის შესახებ ინფორმაცია. მოსწავლეები ამუშავებენ ცხრილს,   ეცნობიან სასარგებლო წიაღისეულის აღმნიშვნელ ნიშნებს და საქართველოს ფიზიკური (რეგიონალური დაყოფის) რუკის დახმარებით, კონტურულ რუკაზე დააქვთ  იმ რესურსების შესაბამისი აღნიშვნები, რომელ კლასში შემავალი რესურსების სახელიც ჰქვია ჯგუფს. (მაგ- ოქროს განათავსებს ,,მეტალებისჯგუფი).(5წთ)
 შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჯგუფში  იმსჯელონ და დაგეგმონ ის ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ამ რესურსების დაზოგვას (5წთ)
 ჯგუფური დისკუსია
 ჯგუფური
 ფლიფჩარტი, მარკერები
15 წთ
5
ნამუშევრის პრეზენტაციას გააკეთებს  ერთ- ერთი ჯგუფი (გამოსაძახებელი ჩხირით);
ასეთივე პრინციპით აირჩევა შემფასებელი ჯგუფიც.
ზეპირი განმავითარებელი  კომენტარით  ჯგუფს შეაფასებს მასწავლებელიც .
პრეზენტაცია
ჯგუფური
საპრეზენტაციო  დავალება
10წთ
6


შეჯამება . (დანართი 4)
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  გასასვლელ ბილეთებს და სთხოვს კითხვებზე პასუხის გაცემით შეაჯამონ გაკვეთილი.
გასასვლელი ბილეთი
 საერთო საკლასო
გასასვლელი ბილეთი
5 წთ

 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
  •  მოსწავლე ამოიცნობს და აჯგუფებს აღდგენად და არააღდგენად  ბუნებრივ რესურსებს;
·         შეუძლია აღუდგენელი ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია.
·         მსჯელობს ლითონების  მეორეული გადამუშავების აუცილებლობაზე რესურსის დაზოგვის მიზნით

  
შეფასება:ზეპირი განმავითარებელი კომენტარი
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


განსავითარებელი

ნაწილობრივ განვითარებული

სრულად განვითარებული

პრეზენტატორი
  • პრეზენტატორის მეტყველება ფაქტობრივად გაუგებარია.
  • პრეზენტატორი მუდმივად იყენებსპარაზიტშორისდებულებს.
  • არასწორად ან თემის შეუსაბამოდ იყენებს  ცნებებსა და ტერმინებს.
  • პრეზენტატოტი საერთოდ არ ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.
·  პრეზენტატორი მეტყველებს ნაწილობრივ  მკაფიოდ და გასაგებად.
·  იშვიათად იყენებსპარაზიტშორისდებულებს.
·  ნაწილობრივ სწორად იყენებს  ცნებებსა და ტერმინებს
·  იშვიათად ამყარებს თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან.
·  პრეზენტატორი მეტყველებს ძალიან მკაფიოდ და გასაგებად.
·  საერთოდ არ იყენებსპარაზიტშორისდებულებს.
·  სწორად და თემის შესაბამისად იყენებს ცნებებსა და ტერმინებს.
·  პრეზენტატორი მუდმივად ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.

პრეზენტაციის
შინაარსი
  •  სწორად ვერ ამოიცნობს რესურსებს და ვერ განალაგებს კონტურულ რუკაზე.
  • ვერ გეგმავს ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დაზოგვას
  • სწორად ამოიცნობს რესურსებს და განალაგებს კონტურულ რუკაზე
  • უჭირს იმ ღონისძიებების დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს მათ დაზოგვას
  • სწორად ამოიცნობს რესურსებს და განალაგებს კონტურულ რუკაზე
·         მსჯელობს და გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც  ხელს შეუწყობს მათ დაზოგვას

დროის რეგლამენტი
  • პრეზენტაცია ზედმეტად მოკლე, ან ზედმეტად გრძელია და შესაბამისად დროის რეგლამენტი სრულებით დარღვეულია.




·  პრეზენტატორი რამდენიმე წუთით  აჭარბებს ან ოდნავ უფრო ადრე ასრულებს თავის პრეზენტაციის წარდგენას, ვიდრე ეს რეგლამენტითაა გათვალისწინებული.
·  პრეზენტატორი მაქსიმალური სიზუსტით იცავს მისთვის განკუთვნილ დროის ლიმიტს.

პასუხები აუდიტორიის კითხვებზე
  • უჭირს პასუხის გაცემა.
·  პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას.
·  ამომწურავად პასუხობს  ყველა შეკითხვას.

ჯგუფური მუშაობის  შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების თანაბარი ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის არასაქმიანი ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ ნაკლებად საქმიანად, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს, ან გადააჭარბეს დროს
დაიცვეს დროის ლიმიტი




დანართი  #1











 

დანართი #2
შესასვლელი ბილეთი

სახელი, გვარი------------------------------
რა არის ჩემთვის ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით?----------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ერთი კითხვა, რომელსაც მინდა, რომ პასუხი გაეცეს-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




დანართი #3
რესურსი
მოპოვების ადგილი
ოქრო
სვანეთი,რაჭა, ქვემო ქართლი
რკინა
გურია, ქვემო ქართლი
სპილენძი
ქვემო ქართლი
მანგანუმი
იმერეთი
გაზი
კახეთი
ტორფი
სამეგრელო
ქვანახშირი
იმერეთი,რაჭა
ტუფი
ჯავახეთი
გრანიტი
ჯავახეთი
მარმარილო
კახეთი,შიდა ქართლი,იმერეთი

დანართი #4

გასასვლელი ბილეთი

სახელი , გვარი---------------------------------

დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაკვეთილიდან დამამახსოვრდა-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------







Комментариев нет:

Отправить комментарий