პროექტი ,,მზის სისტემა"

                                         ,, მზის სისტემა"


1.   პროექტის აქტუალობა

საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს ყველა ნაწილში ადამიანები ცაზე გამოსახულ ფორმებს აკვირდებოდნენ, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებას და რწმენას  უკავშირებდნენ.ციური სხეულები მოგზაურების გზამკვლევი იყო,ხოლო მათი ხილვადობა ხვნა თესვისა და მოსავლის აღების პერიოდებს განსაზღვრავდა

ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო განსაცვიფრებელი მიღწევების ეპოქაში. კოსმოსურ სივრცესთან დაკავშირებული ახალი აღმოჩენების გამო ასტრონომები იძულებული ხდებიან, შესწორებები შეიტანონ სამყაროს წარმოშობის შესახებ თავიანთ წარმოდგენებში. კოსმოსზე დაკვირვებას მრავალი ადამიანი მოჰყავს აღტაცებაში და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენც ამ სივრცეში ვცხოვრობთ, მათ გონებაში ჰბადებს იმ კითხვებს, ძველთაგანვე რომ ცნობის წადილს უღვივებდა ხალხს: როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე და, საერთოდ, რატომ წარმოიშვა ისინი?

ამიტომ გადავწყვიტეთ  პროექტის განხორციელება რომელის ფარგლებში მოსწავლეები მეტად გაერკვევიან   აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

1.  პროექტის მიზნები:

ბუნ.VI.6.მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში.

ბუნ.VI.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილებაზე მსჯელობა.

 

მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა  სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

მოსწავლეებში ისეთი გამჭოლი პრიორიტეტების განვითარების ხელშეწყობა როგრიცაა:

ციფრული წიგნიერება. რაც გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას და დამუშავებას ელექტრონული საიტების მეშვეობით

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. მოსწავლემ შეძლოს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჯგუფის წევრებს შორის

 

2.   საგნობრივი სტანდარტი,რომელსაც ეყრდნობა პროექტი

ბუნებისმეტყველება 6 კლასი

მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო

·         იყენებს მოდელებს და აღწერს  მთვარის, დედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში;

·         ასახელებს და აღწერს კოსმოსურ სხეულებს (მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტა, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე;

·         ქმნის მზის და მთვარის დაბნელების მოდელებს და მსჯელობს  დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე;

·         ქმნის მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვითი ღერძის  და მზის გარშემო;

  • აკავშირებს წელიწადის დროების მონაცვლეობას  დედამიწის ორბიტაზე დახრილი ღერძით მოძრაობასთან (ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებში განსხვავებული სეზონები, ბუნიობა და ნაბუნიობა).

  • უკავშირებს დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებას  სითბური სარტყლების განლაგებას;

3.    პროექტის ამოცანები:მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება,   საინფორმაციო ტექსტის გაანალიზება და პროექტის ძირითადი არსის პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. შექმნას სამყაროს  მოდელი წარმოადგინოს კლასის წინაშე.

4.   პროექტის განხორციელების წინაპირობები:

 

 ბუნ.IV.8.მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას (მაგ., პლანეტების სიდიდე, დაშორება მზიდან);

·         ხატავს პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით;

·         აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები.

 

აქვთ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

ისტ ტექნ. 6.1 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას

·         აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდს საკუთარი(ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ

 

 

5.   პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:

·         ჯგუფების შექმნა და ფუნქცია მოვალეობების განაწილება

·         შეფასების კრიტერიუმების ერთობლივი შემუშავება

·         ინფორმაციის მოძიება და დამუშავება( უძველესი წარმოდგენები,თანამედროვე აღმოჩენები. შედარებითი სქემები.)

·         საინფორმაციო ტექსტის ,, პლანეტების აღლუმი“ დამუშავება გაანალიზება

·         სამყაროს მოდელის , მზისა და მთვარის დაბნელების  მოდელების შექმნა

·         პროექტის შეჯამება და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა

 

 

6.   პროექტში მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი. კლასი 6

7.   პროექტის ხანგრძლივობა : 10 დღე

 

8.   პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:

პროექტის ფარგლებში ხდება სხვადასხვა უნარებზე დაკვირვება, რომელთა შესაფასებლად ვიყენებთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკას, ( პრეზენტაციის, ტექსტის ანალიზის, მოდელის )

9.   პროექტის განხორციელების რისკები, შესაძლო  ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები

პროექტის მსვლელობის პროცესში შესაძლოა ვერ მოახერხონ ჯგუფში თანამშრომლობა,რაც გამოიწვიოს ფუნქციების არასწორმა გადანაწილებამ, ამიტომ ვთხოვ მოსწავლეებს ფუნქციები ინტერესის სფეროს მიხედვით გადაანაწილონ


Комментариев нет:

Отправить комментарий